Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba

თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს რას ელოდებოდა? - ღუდუშაური ნინოწმინდაზე

06.03.2021 | 15:25 ნახვები: 221

"გვინდა მკაფიოდ გითხრათ ერთი რამ, სახელმწიფო ვერ იქნება სუბიექტური მიდგომების ავანგარდში, ეს მინდა, რომ მკაფიოდ და ნათლად გავმიჯნოთ", - ასეთ კომენტარს აკეთებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე.

როგორც ღუდუშაური ამბობს, მისთვის გაუგებარია, თუ ამდენი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველს ნინოწმინინდის პანსიონში არსებულ სიტუაციაზე ჰქონდა ინფორმაცია რატომ არ ასაჯაროვებდა.

"მძიმე სავარაუდო დანაშაულებზეა საუბარი, როგორიცაა გაუპატიურება და ა.შ. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რას ელოდებოდა? ამაზე განგაში იყო ასატეხი არა ახლა, არამედ თავის დროზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დღეს აქტიური ქმედება არ განვახორციელოთ", - ამბობს ღუდუშაური.

ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა