ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

„არცერთ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება“ - სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

06.04.2021 | 11:02 ნახვები: 188

„არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი იქ აღმოფხვრილია", -ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ორი სიტყვით გამოვეხმაურო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ საკითხს. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ეს განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში.

ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით. ამჟამად, პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ - არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი იქ აღმოფხვრილია. ეს არის ამჟამად ამ დროისთვის მუშაობის შედეგი. ბუნებრივია, ეს არ იქნება ამ მიმართულებით მუშაობის საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მონიტორინგი რეალურად განახორციელოს. კომიტეტიც იქნება ჩართული როგორც აქამდე იყო ამ საკითხების გადაჭრაში", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა