სალომე სამადაშვილი - „ პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს
რომან გოცირიძე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე - ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის?
ევროპარლამენტარები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
დიდი ბრიტანეთის ელჩი - ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის
U.S. aid bill for Ukraine foresees development of long-term aid strategy
ლევან ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს
ბიძინა ივანიშვილის ნებაზე არ დადის სამყარო და თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდობა
EU leaders call on European Council to urgently provide air defense to Ukraine

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ პრაიდი გაიმართება

06.04.2021 | 12:02 ნახვები: 192

„ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან, ხოლო პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით, პრაიდის კვირეული გაიმართება. ამის შესახებ მათ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

"რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბებით თბილისი პრაიდი, ჩვენი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან ჰომოფობია არის ამ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გვჭირდება, რომ ყველას ჩართულობა იყოს ამ პროცესში.

წელს, ჩვენ გვექნება ღირსების მარში სოლიდარობისთვის. ის პრობლემები, რაც საზოგადოებაშია, საჭიროებს ერთიანობას და სოლიდარობას. ჩვენ წელს ღირსების მარშს დავაორგანიზებთ ბევრ მხარდამჭერთან ერთად", - თქვა "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელმა გიორგი თაბაგარმა.

პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ამ ფორმით, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადონ სოლიდარობა, მათ შორის, თემის წევრები გააპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ქვიარ თემის წინაშე დადგნენ და ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა