რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

„ორი „ოცნების“ ჩხუბი არავის აინტერესებს“ - ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

06.07.2021 | 12:31 ნახვები: 262

„ორი „ოცნების" ჩხუბი და დავიდარაბა არავის აინტერესებს," - განაცხადა დღეს, 7 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტრებისას.

შეგახსენებთ: დღეს, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც გახარიას მიერ გუნდისა და სახელმწიფოს ღალატზეა საუბარი.

ხაბეიშვილის თქმით, ხალხის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, მათ მხოლოდ საკუთარი გავლენები, ამბიციები და კეთილდღეობა აღელვებთ.

„შიდა ინტრიგების მეტი რომ არაფერი ადარდებთ, უკვე ტრაგედიაა. ადამიანებს უკიდურესად უჭირთ და ამათ მხოლოდ გავლენები, საკუთარი ამბიციები და კეთილდღეობა აღელვებთ. ოლიგაქრის ეს განცხადებაც აჩვენებს მათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. არავის აინტერესებს ორი „ოცნების" ჩხუბი და დავიდარაბა. საქმეს მიხედონ და ხალხს,"- განაცხადა ხაბეიშვილმა

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც თავად ოცნების მხარდამჭერებმაც არასერიოზულად მიიღეს, საგანგებო განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, სადაც გიორგი გახარიას ღალატის შესახებ ისაუბრა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა