Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

ჩიხრაძე: "ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა"

06.07.2021 | 16:59 ნახვები: 198

დღეს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას „ახალი საარჩევნო ტრიუკი" შესთავაზა, დღეს მან საგანგებოდ დარეკლამებული ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე, - ასე გამოეხმაურა „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილმა „ქართული ოცნების" წვრილფეხობას მწვანე აუნთო გახარიას წინააღმდეგ.

„ბიძინა ივანიშვილს რომ ,,ტრიუკები" უყვარს, თავად გვამცნო ერთ-ერთ ინტერვიუში დიდი თავმოწონებით. ჩვენც არაერთხელ გავხდით მისი „ტრიუკების" მომსწრე ამ 9 წლის განმავლობაში.

წინა არჩევნებზეც ვნახეთ ელექტორალურად საკმაოდ ეფექტური, მაგრამ სახელმწიფოებრივად საზიანო ტრიუკი( გარეჯთან დაკავშირებული ღალატის საქმე). "ქართულ ოცნებას" საარჩევნო პროგრამა და დაპირებები საერთოდ არ ჰქონია. მმართველმა გუნდმა ორი ტრიუკით სცადა არჩევნების მოგება - ე.წ. „ღალატის საქმის" და პანდემიური კრიზისის „ეფექტური მართვის" ტრიუკით.

მომავალი ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური სპექტრში რეფერენდუმად განიხილება. "ქართულ ოცნებას" ამ რეფერენდუმში რთული ამოცანა აქვს. მან ხმების ის რაოდენობა უნდა მოაგროვოს, რაც 2020 არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ გახარიასთან ერთად გაჭირვებით ( მოსყიდვით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსით, გაყალბებით) მოაგროვა. ბიძინა ივანიშვილს სათადარიგო თამაში სჭირდება, იმისთვის რომ: 1. "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული ამომრჩეველი სხვაგან არ წავიდეს; 2.ამომრჩეველი ოპოზიციური ფლანგიდანაც შემოიმატოს.

როგორ უნდა შეასრულოს გახარიამ ეს ორი ფუნქცია. პირველ ამოცანას მარტივად შეასრულებს - „ოცნებაზე" განაწყენებული ამომრჩეველი, არჩევანს დიდწილად გახარიაზე შეაჩერებს. ეს კომბინაცია კარგად იმუშავებდა შარლ მიშელის დოკუმენტამდე, მაგრამ 43 % - იანი ნიშნულის გაჩენამ საჭადრაკო დაფა მნიშვნელოვნად არია. ამ მოცემულობაში, „ოცნებას" არ აწყობს, რომ ადგილობრივი არჩევნები მის მარცხად გაფორმდეს, ამიტომ გახარიას პროექტი მხოლოდ განაწყენებულთა ხმების შემგროვებელი კი არ უნდა გახდეს, არამედ ოპოზიციას უნდა წაართვას ამომრჩეველი.

გახარიას კალიბრი და მისი რბილი პოზიციონირება არასაკმარისია მებრძოლი ოპოზიციონერის იმიჯის შესაქმნელად. მას არც შეუძლია და არც უფლება აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს. ამიტომ თავად ივანიშვილი დაუპირისპირდა მას.

„ღალატი -2" ის სახით ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა. „ქართული ოცნების" წვრილფეხობას მწვანე აუნთეს გახარიას წინააღმდეგ. მოვისმენთ უმწვავეს განცხადებებს გახარიაზე, მის ღალატზე, შესაძლოა აღძრან აბსურდული საქმეები და დაიწყონ ძიება, რათა შეუქმნან ჩაგრულის იმიჯი.... თუმცა ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოვისმენთ გახარიას მხრიდან ივანიშვილის მხილებას.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ დარეკლამებული ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ახალი ტრიუკი", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა