ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

ამირან გამყრელიძე - ვმუშაობთ რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით

06.08.2021 | 14:10 ნახვები: 214

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ასაცრელი სივრცეები შეიქმნება.

გამყრელიძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ექსპო ჯორჯიასთან", ჰუალინგის ცენტრთან, სპორტულ დაწესებულებებთან და მოლებთან, რათა ივლისიდან ინტენსიური ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით.

„საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან" მათი პავილიონების გამოყენაბასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით", - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა