ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს, საგარეო პოლიტიკაზე ცალკეული ქვეყნების ვეტოს უფლებამოსილება გაუქმდეს

06.08.2021 | 14:12 ნახვები: 202

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ევროკავშირს მოუწოდებს, საგარეო პოლიტიკაზე ცალკეული ქვეყნების ვეტოს უფლებამოსილება გაუქმდეს. ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.

ჰაიკო მაასის განცხადებით, წევრი ქვეყნები, რომლებიც ვეტოს იყენებენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პარალიზებას ახდენენ.

„ღიად ვამბობ - ვეტო უნდა გაქრეს. იმის გამო, რომ ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია შიდა სოლიდარობა და საგარეო სუვერენიტეტი, როგორც ერთი მონეტის ორი მხარე, ახლა ჩვენ, შიდა კრიზისების შემდეგ, უნდა განვავითაროთ შემდგომი პროგრესი ევროპაში საგარეო პოლიტიკის საკითხებში" - განაცხადა მაასმა.

ევროკავშირის წესების თანახმად, გარკვეული გადაწყვეტილებები, როგორიცაა დაბეგვრა ან საგარეო პოლიტიკის საკითხები, მოითხოვს წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნებას. ეს სისტემა ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ვეტო, ევროპული პოზიციების დაბლოკვის, შეფერხების ან შერბილების მიზნით. ევრონიუსის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში უნგრეთი რეგულარულად იყენებდა ვეტოს უფლებას ჩინეთის მიმართ კრიტიკული განცხადებების დაბლოკვის მიზნით.

ცოტა ხნის წინ, ბუდაპეშტმაც უარი თქვა დეკლარაციის მხარდაჭერაზე, რომელიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას ითვალისწინებდა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ წევრი ქვეყნების ერთსულოვნება ასევე საჭიროა ვეტოს გაუქმების მისაღწევად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა