Russia's combat losses in Ukraine up to about 461,940 troops
მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს
ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine

თამარ გაბუნია - ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის

06.08.2021 | 14:21 ნახვები: 288

ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას" ვაქცინას, რომელიც 45 წელს ზემოთ ასაკში გამოყენებისთვის არის რეკომენდებული, როგორც გაბუნიამ განმარტა, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსხვავებული რეკომენდაცია არ იქნება, აღნიშნული ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნდება.

„მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი", „ნოვოვაქსი" თუ სხვა ნებისმიერი ვაქცინა, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას", რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა