სპეცრაზმელებმა "პუბლიკას" და "ტაბულას" ჟურნალისტები სცემეს
მეთიუ მილერი - გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო
მერიის თანამშრომელი რუსულ კანონს აკრიტიკებს და მისი ამ ფორმით მიღებას "მტრულ საქმეს" უწოდებს
ეპისკოპოსი საბა ინწკირველი - დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ
შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა - განცხადება
"მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები" - ომბუდსმენი
ფიზიკურად ესხმიან თავს "იმედის" ჟურნალისტებს - ტელეკომპანია "იმედის" განცხადება

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ : "ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ"

06.09.2021 | 14:43 ნახვები: 246

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთან და იმედოვნებს, რომ უკეთესი პირობებით აშენდება აღნიშნული პროექტი, რომელიც ხალხის საუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი.

„რაც შეეხება „ნამახვანის" პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა არის ეს პროექტი და რომელიც ჩვენ დაგვხვდა, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა