ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives

ალუდა ღუდუშაური გუბაზ სანიკიძეს - თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატის

06.09.2021 | 16:08 ნახვები: 247

ბატონო გუბაზ, თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატისა - ეს ასეა და შეგიძლიათ შეირგოთ, - ამ სიტყვებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

"თქვენ შთამომავლებს რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ასწავლოთ?! სირცხვილია, როცა საზოგადოება გიყურებთ - დიახ, ღალატის სანიმუშო მაგალითი ბრძანდებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ღალატი არ ვიცით", - განაცხადა ღუდუშაურმა სანიკიძის მისამართით.

პარლამენტში კამათისა და მხარეებს შორის პოლიტიკური ბრალდებების ფონზე, ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით წარდგენილი "ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავენ.

"ქართული ოცნების" კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა