ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის
General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives

თაკო ჩარკვიანი : "თქვენ ნახეთ როგორი მწვავე იყო დღეს სხდომა, ზუსტად ამიტომ შემოვედით"

06.09.2021 | 16:13 ნახვები: 250

ვერ მოითმინეს და შესხდნენ, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა - იმ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მათ მოგვაწოდეს, მივიღეთ ფრიად სამწუხარო გადაწყვეტილება,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ის ბოლომდე ბოიკოტის მომხრეა, თუმცა, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ასეთი პოლიტიკური მოცემულობა შექმნეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერებმა.

„მრავალპარტიული გახადეს ხელმომწერებმა უკვე პარლამენტი, ბოიკოტს დაუკარგეს აზრი, ამიტომ ახლა ჩვენ ნამდვილად არ დავასხამთ ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ამ კომფორტის ზონიდან გამოვიყვანთ, თქვენ ნახეთ როგორი მწვავე იყო დღეს სხდომა, ზუსტად ამიტომ შემოვედით. რომ ვნახეთ მოცემულობა სხვა შექმნეს უკვე და პოლიტიკური მოცემულობა სხვა მივიღეთ იმ ხელისმომწერების გამო - იყო ერთპარტიული პარლამენტი ბოიკოტის გამო და მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები ჩამივიყვანეთ, აქ დავსვით, უნდა მოეთმინათ და დღეა არც ამნისტიის ამ ფორმაზე იქნებოდა საუბარი, ანრი ოხანაშვილის სალაპარაკო არ გახდებოდა ამნისტიის კანონპროექტი. ვერ მოითმინეს და როგორც მე ვამბობხოლმე - შესხდნენ, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, ახლა ძალიან გვიან არის ამაზე საუბარი, ამიტომ იმ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მათ მოგვაწოდეს, მივიღეთ ფრიად სამწუხარო გადაწყვეტილება, ბოლომდე იმ აზრზე ვარ, რომ ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავით ბოიკოტის რეჟიმში და ჩვენ უკვე ხელში გვექნებოდა აუცილებლად რეფორმირებული ვადამდელი არჩევნები, მაგრამ სრულიად სხვა ვითარება შექმნეს, ამიტომ დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი იძულებული გახდა უკვე პარლამენტში შემოსულიყო და აქ შეგვექმნა მათთვის დისკომფორტი,"- განაცხადა ჩარკვიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა