საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW

ალეკო ელისაშვილი: "ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა"

06.10.2021 | 10:38 ნახვები: 196

კეთილი ინებე და იმუშავე, აკეთე რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა - თან არხეინი ცხოვრება გინდა, ფული გინდა გქონდეს, ხელფასს იღებდე და არაფერს აკეთებდე, გადასარევი სამსახური მოძებნა ზოგიერთმა პარტიამ თავის თავისთვის,- ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. ელისაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ დაფინანსებას იღებ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მართალია ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა