20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief

დავით ბაქრაძე - 8 თვე უპატრონოდ არსებული საარჩევნო ყუთების გახსნით შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო

06.10.2021 | 12:00 ნახვები: 279

როგორც მკვდრის გაცოცხლებას არ აქვს აზრი, ასე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნების და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან „როცა 8 თვე ყუთები უპატრონოდ არის ჩაკეტილი, იმ ყუთების გახსნით შეიძლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო".

„რა თქმა უნდა, არ ჩავერთვები. ამ კომისიის მუშაობაში ვერც ადრე ვხედავდით აზრს და მითუმეტეს, ახლა ვერ ვხედავთ აზრს. ეს კომისია არის მკვდრის გაცოცხლების ან გაპატიოსნების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან და როგორც ახლა მკვდრის გაცოცხლებას აზრი არ აქვს, ასე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნების და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას. ასე რომ, თავი დაანებონ ზედმეტ პოლიტიკურ ეშმაკობებს და უკაცრავად ტერმინისთვის და მაიმუნობებს. შარლ მიშელის შეთანხმებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ დავანებოთ თავი წარსულ არჩევნებზე დებატს და ვიფიქროთ მომავალზე, ამიტომ უნდა ვიფიქროთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმაზე და ეს არის ახლა გამოსავალი და არა ის, რომ როგორმე უკანა რიცხვით, 8 თვის შემდეგ გადავთვალოთ, რა დევს ყუთებში და ამით დავასკვნათ არჩევნები კარგად ჩატარდა თუ არა. 8 თვე როცა ყუთები უპატრონოდ არის ჩაკეტილი, იმ ყუთების გახსნით შეიძლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო. ვინ იცის, რა იყო იმ ყუთებში, რა ხდებოდა ეს 8 თვე, ამიტომ რა აზრი აქვს დღეს ამ ყუთის გახსნას? - სრულიად უპერსპექტივოა და ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ," - განაცხადა ბაქრაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა