ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

არჩილ თალაკვაძე ანა წითლიძეს - ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას

06.10.2021 | 13:51 ნახვები: 283

ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ანა წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება განიხილება.

თალაკვაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათ მუშაობა არ უნდათ და ცდილობენ „6-მილიონიანი დაფინანსება ჩაიდონ ჯიბეში".

„მინდა გითხრათ ძვირფასო თანამოქალაქეებო დღეს აქ რაზე ვმსჯელობთ. წლის განმავლობაში თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები იხდით გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში და მაგ გადასახადების 6 მილიონის საკითხი განიხილება დღეს. თქვენ გინდათ თუ არა, რომ ეს 6 მილიონი მოხმარდეს იმ პარტიებს, რომლებიც აირჩიეთ და დაავალეთ, რომ ემუშავათ პარლამენტში პანდემიაზე, სიღარიბის შემცირებაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე და 7 თვე პირიქით მუშაობდნენ და ხელს უშლიდნენ ყველა ამ საკითხის განხილვას, ხელს უშლიდნენ ქვეყნის მთავრობას და ინსტიტუტებს?! გინდათ თუ არა თქვენი 6 მილიონი ამას მოხმარდეს, ამაზეა მსჯელობა. ჩვენ კი არ ვართმევთ ფულს, თქვენ გინდათ რომ ფული წაართვათ მოქალაქეებს და მათ ხარჯზე გინდათ ქუჩაში გქონდეთ ხმაური, დესტაბილიზაცია და ამაში მოქალაქეებს 6 მილიონი გადაახდევინოთ. ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას. მუშაობა არ გინდათ და თან გინდათ 6 მილიონიანი დაფინანსება ჩაიდოთ ჯიბეში. ვერ გამოვა ეგრე! რაშიც გეკუთვნით ეგ დაფინანსება ან შეასრულეთ, ან გამოდით და პირდაპირ თქვით, რომ არ გინდათ სახელმწიფო, არ გინდათ კანონი, არ გინდათ დემოკრატიული სისტემა და გინდათ სხვა რამ, რაც წარმოგიდგენიათ და ძალიან კარგად ვიცით, რა წარმოგიდგენიათ", - მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ანა წითლიძეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა