Russian army loses 1,040 more soldiers in Ukraine over past day
One in five economic criminal proceedings closed in Ukraine after audit – President’s Office
General Staff: 104 combat clashes on front lines in past day
SBU shows drones destroying Russian surveillance systems
Military aid worth $1B: Pentagon reveals details of new package for Ukraine
Russians spread fake news about attack on Sumy region
ევროპარლამენტში საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს
Coalition Support Office set up under MoD Ukraine

ცესკო-ს შენობაში იმიტირებული არჩევნები ტარდება

06.12.2021 | 12:37 ნახვები: 372

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის რეგისტრაციის (იდენტიფიცირების), ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკოს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს. შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან - „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „ევროპელი სოციალისტები", „ლელო - მამუკა ხაზარაძე" და „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა