ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

იუსტიციის სახლი - საქართველოს ჩამორჩენის სიმბოლო ანუ დაგვეწიენ და გაგვასწრეს!

06.14.2021 | 12:33 ნახვები: 1520

ბოლო წლებში საქართველო გარკვეულ საკითხებში პოსტსაბჭოთა სივრცეზე ლიდერობას შეეჩვია - ისე, თითქოს ერთხელ მოპოვებულ წარმატებას განმტკიცება და ყოველდღიური წინსვლა არ სჭირდებოდეს.
მიეჩვია ნაკლებ კორუფციას, მიეჩვია შედარებით წესრიგს, და კრიმინალის ნაკლებ ბატონობას.
შეეჩვია პატრულს, რომელიც ქრთამს არ იღებს და სახელმწიფო აპარატს, რომელიც შედარებით გამართულად მუშაობს.
შეეჩვია მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და უცხოელი პოლიტიკოსების საქებარ სიტყვებს.
მიეჩვია და... ყურადღებიდან გამორჩა, რომ სამყარო ერთ ადგილზე არ დგას - ყოველთვის წინ მიდის. რომ ერთხელ რაღაცის გაკეთება საკმარისი არარის და ყველაზე დიდ წარმატებასაც კი პერიოდული განახლება სჭირდება.
თვითტკობის პროცესში ქართველების უმრავლესობამ ვერ შეამჩნია, რომ გუშინდელი აუთსაიდერები ჩვენ ნელ-ნელა გვეწევიან. საქართველო კი, სადაც ბოლო რეალური რეფორმა სადღაც 2009-2010 წელს განხორციელდა, თავის უპირატესობებს ყოველდღიურად კარგავს.
ის, ვინც ერთ ადგილზე დიდხანს დგას, საბოლოო ჯამში უკან მიიწევს - ჭეშმარიტება, რომელსაც ნათლად ადასტურებს გასული 9 წელი - ოღონდ არა „ის", „სისხლიანი" და „ბოროტი", არამედ უკვე ეს, უძრაობის და ერთი ადგილის ტკეპნის 9 წელი.
იქ, სადაც 10 წლის წინ საქართველო ნოვატორი იყო, დღეს სხვები გადიან წინ, ჩვენ კი უკან ვიხევთ.
ბოლო თვეების მანძილზე რუსეთში და უკრაინაში სახელმწიფოებმა სერიოზული იერიში მიიტანეს იქაურ ქურდულ სამყაროზე -კიევში და მოსკოვში ქურდებს აპატიმრებენ, აძევებენ, ადეპორტებენ და ქვეყანაში არ უშვებენ.
ორი ქვეყანა, რომელიც ერთ დროს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მშვიდი ნავსაყუდელი იყო - დღეს ჯოჯოხეთად იქცა.
ის, რაც საქართველომ 2005 წელს გააკეთა, რუსეთში და უკრაინაში დღეს კეთდება - ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ საქართველოში ამ დროს ქურდული გაგების რენესანსი და აღდგენა მიმდინარეობს.
იქ, სადაც ჩვენ უპირობო ლიდერები ვიყავით - დღეს ისევ უკან ვართ. ქართველი ახალგაზრდები ისევ ქურდობაზე ოცნებობენ, მაშინ, როდესაც მათ რუს და უკრაინელ თანატოლებს ამის სურვილს უკლავენ.
მართლაც, ერთ ადგილზე დიდხანს დგომა - უკუსვლის ტოლფასია.
ეს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხს ეხება - თავის დროზე საქართველო ადმინისტრაციულ რეფორმაში, ელექტრონულ სერვისებში და „ერთი ჯიბის" პრინციპის დანერგვაში, საგადასახადოს და საბაჟოს მოდერნიზებაში უპირობო ლიდერი იყო... როდესაც ჩვენ ვუყურებდით სამეზობლო რამდენად ჩამოგვრჩებოდა, ალბათ გვეგონა რომ ეს უპირატესობა სამუდამო იყო....
მაგრამ, ვაი, რომ ხეს მორწყვა უნდა...
წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ კაი ცხოვრება სხვებსაც უყვართ - დღეს უკვე არც ელექტრონული სერვისი უკვირს ვინმეს, არც საჯარო რეესტრ-იუსტიციის სახლი, არც მოწესრიგებული მებაჟე და არც ფულის გადახდა სალაროში.. არც ბიუჯეტი უკვირს ვინმეს, არ კონტრაბანდის შემცირება და არც გადასახადების აკრეფა...
ამაშიც დაგვეწიენ.
ბოლოს და ბოლოს, არც საგზაო პოლიცია უკვირთ, რომელიც ქრთამს არ იღებს - მოსალოდნელი იყო, რომ ერთხელაც, ამ სიმახინჯეს რუსეთში და უკრაინაშიც მოერეოდნენ.
ჩვენი უპირატესობების დიდი ნაწილი ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ - ჯიუტად ვამაყობთ რეფორმებით, რომლებიც 10-12 წელია გაჩერებულია...
ჩვენ ჩამოვრჩით დროს.. ჩვენი წარმოდგენები რუსეთზე და უკრაინაზე მინიმუმ 10 წლით დაშორდა რეალობას.
ჩვენ გვახსოვს რუსეთი, სადაც მოსკოვის გარდა ყველგან სიყრუე, ჩამორჩენა და სიბნელე იყო, დღეს კი - საქმე სულ სხვანაირადაა. ბოლო 5 წლის მანძილზე რუსეთმა ამ მხრივ ძალიან წინ წაიწია. დღეს იქ ნორმალური ქალაქი არა მხოლოდ მოსკოვია, არამდე ყაზანი, როსტოვი, კრასნოდარი, ნიჟნი ნოვგოროდი, ეკატერინბურგი და მრავალი სხვა.
რუსული ქალაქები მოწესრიგდა, შეიღება, განახლდა, იქ მოისპო გარე ვაჭრობა, დაიხურა ქაოტური ბაზრები, საცხოვრებელ მასივებში დაინგრა ჟანგიანი ფარეხები. სანამ ქართველები თბილისით ტრაბახობდნენ, მას დაეწია და გაუსწრო, მაგალითად, როსტოვმა, რომელიც ჩვენს დედაქალაქზე ბევრად უფრო მოწესრიგებული და სუფთაა.
საქართველო კარგავს იმ უპირატესობებს, რომლებიც ჰქონდა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი არაა იმაზე რომ ჩვენ დავეწიოთ კონკურენტებს იქ, სადაც ისინი ჩვენ გვასწრებდნენ.
უკრაინას და რუსეთს ძლიერი სოფლის მეურნეობა აქვთ - დიდი აგროჰოლდინგები მიწებით, გადამამუშევებელი ქარხნებით... აქ საუბარია არა მხოლოდ მიწის ფართობზე, რაც მათი ბუნებრივი უპირატესობაა, არამედ შრომის ორგანიზებაზე და სოფლის მეურნეობის ბიზნეს-დაგრად ქცევაზე.
რუსეთში და უკრაინაში ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის გაქრა „გლეხი" - ფაქტიურად ნატურალური მეურნეობის სიმბოლო. ჩვენ საშინლად ჩამოვრჩებით - რუსებმა და უკრაინელებმა ჩვენი თვითტკობის პერიოდში ეფექტური და მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული აგრარული ბიზნესი ააშენეს.
ჩვენთან კი დღესაც, ისევე როგორც ბოლო 70 წელი - ჩატვირთე ვაშლი „ბუდკა - მოსკვიჩში" (ოპელ ომეგაში) და გაყიდე თბილისი მეტროს სადგურებთან.
რუსებს და უკრაინელებს ინდუსტრიალური კულტურა აქვთ, მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრები ჰყავთ, შეგეგად, იქ ახალი ქარხნები შენდება, სადაც თუნდაც იმპორტული ნაწილებით ან ნედლეულით უამრავი პროდუქცია იწარმოება.
უკრაინა ავტობუსებს უშვებს, რუსეთი - მძიმე ტრაქტორებს. საქართველო - ბორჯომს და ლიმონადს.
ჩვენ ვკარგავთ უკვე არსებულ უპირატესობებს, და ვერ ვიძენთ ახლებს.
ცოტაც - და საქართველო არათუ ევროპასთან, არამედ რუსეთთან და უკრაინასთან შედარებითაც მაჩანჩალა ქვეყანა იქნება.
საქართველოს ღრმა ჩამორჩენის სიმბოლოა იუსტიციის სახლის შენობა - ლამაზი, მდიდრული არქიტექტურა - და ამავე დროს ჭუჭყისგან გაშავებული თეთრი სოკოები და მომსპარი გადასასვლელი ხიდი..
ასე ხმება ხე, რომელსაც არ რწყავენ

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა