ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

ლელა ჯეჯელავა - მსოფლიო პოლიტიკის ქართული წახნაგები

06.18.2021 | 17:04 ნახვები: 516

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე უკვე იმაზე მეტი ითქვა და დაიწერა, ვიდრე თავად ამ შეხვედრის შემდეგ გაცხადებული ორმხრივი ინფორმაცია იძლეოდა შესაძლებლობას.

ექსპერტთა და ანალიტიკოსთა შეფასებები ამ შეხვედრამდე არსებულ მათი მოლოდინების ანალიზს უფრო ეფუძნება, ვიდრე - თავად შეხვედრის შემდეგ მიღებული ინფორმაციას.

მიმაჩნია, რომ თავად ამ შეხვედრის შედეგებზე საუბარი, საერთო კონტექსტის გარეშე (დიდი შვიდეულის შეხვედრა, ნატო-ს სამიტი, ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრა, ამერიკა-ევროკავშირის სამიტი), საერთოდ, აზრს მოკლებულია.

თუკი შეხვედრას სწორედ ასეთ პრიზმაში განვიხილავთ, სათქმელი ძალიან ბევრია, მაგრამ არ ვიცი, ჩვენს საზოგადოებაში ამის მისაღებად მზაობა რამდენადაა.

მოკლედ, ვითარება ამგვარია: ზუსტად ისევე, როგორც ცივი ომის დროს, ორი ქვეყნის ლიდერი სხვადასხვა ენაზე მეტყველებს (ენაში, ცხადია, ლინგვა არ იგულისხმება) და ძალიან ცოტაა შანსი, რომ მათ ოდესმე ერთმანეთის გაგება შეძლონ.

შეხვედრამ აჩვენა, რომ მათი შეთანხმება თანამედროვე მსოფლიოში თანაარსებობის აუცილებლობის შესახებ გარკვეული ვადით მაინც მიღწეულია.

გაამართლებს თუ არა ეს შეხვედრა საქართველოს მოლოდინებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდა?

სამწუხაროდ -არა!

ჩვენთან ბევრად მეტი დრო დაეთმო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას, ვიდრე 14 ივნისს გამართულ ბაიდანისა და ერდოღანის შეხვედრას.

თუ თავად აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებებს და მანამდე თეთრი სახლის პრესსპიკერის, პსაკის განცხადებებს დავეყრდნობით, შეხვედრა შეერთებული შტატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განსახილველ საკითხთა ძალიან ფართო სპექტრს მოიცავდა: სირიის, ლიბიის, ავღანეთის, ქურთების, მათ შორის, ყარაბაღის თემასაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მით უფრო, რომ ბაიდენთან შეხვედრის მეორე დღეს ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, ყარაბაღში იმყოფებოდა, ქალაქ შუშაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს - „შუშის დეკლარაციას" მოეწერა ხელი.

დოკუმენტი საკმაოდ ვრცელი და ტევადია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით დატვირთული. თავად ქალაქი შუშა მოხსენიებულია როგორც თურქული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი.

საერთოდ, დეკლარაციაში არაერთხელაა აღნიშნული „თურქული სამყარო", „საერთო თურქული კულტურა", „თურქულენოვანი ქვეყნები" და ა. შ. საგულისხმოა, რომ შუშის ორმხრივ დეკლარაციაში სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ხაზგასმითაა მოხსენებული თურქულ-რუსული ცენტრის როლი სამშვიდობო პროცესში.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი ეფუძნება 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების სულისკვეთებას. გარდა ამისა, განხილულია ორ სახელმწიფოს შორის სტარტეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტი: სამხედრო, პოლიტიკური ეკონომიკური, კულტურული თუ სამეცნიერო-ტექნოლოგიური. საუბარია საერთო ნაციონალურ ინტერესებზეც.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბაიდენთან წინა დღეს შეხვედრაზე, ყარაბაღის თემაზე საუბრისას, აუცილებლად შეთანხმდებოდა შუშაში ერდოღანის ვიზიტის და თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი დეკლარაციის ძირითადი ასპექტები.

შუშაში სიტყვით გამოსვლისას ორივე პრეზიდენტი კვლავ შეეხო ექვსი ერის პლატფორმას და ისაუბრეა ამ პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და სატაბილურობის დასამყარებლად.

დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ თურქეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრაზე, თუნდაც ყარაბაღის თემის კონტექსტში, როგორც პრობლემის მოგვარების გზა, ერდოღანს ბაიდენთან თავის ახალ ინიციატივაზე არ ესაუბრა.

მოვლენათა განვითარების შემდგომი ლოგიკა გვკარნახობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ამ ინიციატივას დიდი წინააღმდეგობა არ უნდა შეხვედროდა, რადგან შეხვედრის მეორე დღესვე ამ თემის გააქტიურება ერდოღანის მხრიდან დემარშის ტოლფასი იქნებოდა, რაც ნამდვილად ცდება ორი პრეზიდენტის შეხვედრის სულისკვეთებას თანამშრომლობის ახალ ეტაპთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ დრო არც თავის მოსატყუებლად გვრჩება, არც - ახალი ილუზიებისათვის და არც - პოლიტიკური კეკლუცობისათვის.

შუშაში ერდოღანმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, სწორედ ამ ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაზე ისაუბრეს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვსმენია საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მისი პოზიციის შესახებ.

რა რთულიც უნდა იყოს აღიარება, ჩვენ არაფერი შემოგვთავაზეს ნატო-ს სამიტზე , მომავალი სამიტის ეფემერული მოლოდინის გარდა. მერე რა, ის დროც ხომ გავლილი გვაქვს, ყოველი ხუთწლედის ბოლოს კომუნიზმში შესვლას რომ გვპირდებოდნენ?!

ჯერჯერობით ერთადერთი, რასაც დღეს და ახლა გვთავაზობენ, სწორედ ექვსი ერის პლატფორმაა, მაგრამ ამ რეალობას თვალს ჯიუტად არ ვუსწორებთ. ნატვრის ხეს ფერადი ლენტები მაინც შევაბათ და სურვილად ნატო და ევროკავშირი ჩავუთქვათ, სხვას მაინც არაფერს ვაკეთებთ, მათთვის უფრო საჭირო და მიმზვიდელი რომ გავხდეთ. არაფერს ვქმნით, მომხმარებელ ერად გადავიქეცით. დამოუკიდებლად იმასაც კი ვერ ვწყვეტთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ თუ არა, ჰესი უნდა ავაშენოთ თუ არა. ეკლესია კი ნემსის წვერზე ანგელოზების ნაცვლად, ერში ლგბტს რაოდენობას ითვლის.

დღევანდელ მსოფლიოს ლიდერებს პრობლემები და თავის ტკივილი საკმარისზე მეტი აქვთ, დამატებით პასუხისმგებლობებს ყველა გაურბის. იქნებ, ცეცხლის წინ ნაცარი გავქექოთ და იმის შანსი მაინც გვექნება, რომ ჩვენი არქეტიპი ნაცარქექიასავით ქვას წვენს გამოვადენთ. არა, ეგეც შრომაა და ჩვენ ელიოზივით ოქროს თევზს ველოდებით, მაგრამ... გაიყინა საწყალი ელიოზი ოქროს თევზის ლოდინში.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა