ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

სომხური გზაჯვარედინი - მიწა თუ სახელმწიფო?!

06.22.2021 | 15:53 ნახვები: 638

ავტორი: თენგიზ აბლოთია

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის შთამბეჭდავი გამარჯვება ბევრ კითხვებს არა მის, არამედ უფრო მის მოწინაამღდეგეთა მიმართ აჩენს.
წარმოიდგინეთ, საუბარია სახელმწიფო მოღვაწეზე, რომლის მმართველობაც პირდაპირ ასოცირდება ომში უმძიმეს წაგებასთან. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს ერთან, რომლისთვისაც მიწა - არა უბრალოდ მიწა, არამედ ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედია.
საშუალო სტატისტიკური სომეხისთვის აზერბაიჯანზე 90-ან წლებში გამარჯვება თურქულ სამყაროსთან ანგარიშსწორებად და მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრის გამო ერთგვარ შურისძიებად აღიქმებოდა. სომხეთის ბოლო 30 წლიანი ისტორიაც სწორედ ამ ისტორიული გამარჯვების ნიშნის ქვეშ ვითარდებოდა.
სომეხი ერისთვის ტერიტორიაზე მაღლა საკითხი არ არსებობდა - ჭკვიანი, ნიჭიერი, და შესანიშნავი ბიზნეს-ტალანტების მქონე ერი იტანდა ყველაფერს - სიღარიბეს, უპერსპექტივობას, კორუფციას, კრიმინალს, წერა-კითხვის უცოდინარი ბრიყვების ხელისუფლებას, რუსულ გავლენას, რომელმაც ერის მთელი პოტენციალი ჩაკლა - და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დაპყრობილი მიწების შენარჩუნებისთვის.
90-ანი წლების გამარჯვებაზე იყო აგებული თანამედროვე სომხური იდეოლოგია - გამარჯვებული ერის შეგრძნების კულტივირება, საკუთარი სიძლიერის და ორგანიზებულობის გადაჭარბებული შეფასება და უსაზღვრო სიამაყე სამხედრო მიღწევებით.
30-წლიანი პროპაგანდის წყალობით., სომეხმა ერმა გულწრფელად დაიჯერა, რომ აზერბაიჯანელები მხოლოდ ვაჭარები არიან და ომით ტერიტორიას ვერ დაიბრუნებენ.
„ვაჭარები თავდადებულ სომეხ მეომრებს ვერასდროს დაამარცხებენ და თუ შეეცდებიან - ბაქომეც მივალთ" - ამბობდნენ 2,5-მლნ.-ანი ერის წარმომადგენლები. მათ თითქოს ავიწყდებოდათ, რომ საქმე აქვთ 10-მილიონიან, მდიდარ სანავთობო იმპერიასთან, რომელიც ჯარზე მეტს ხარჯავდა ვიდრე სომხეთს საერთოდ სახელმწიფო ბიუჯეტი აქვს.
ერევანში აზერბაიჯანელებს ზიზღით და ამრეზით უყურებდნენ და მათ მოწინაამღდეგეებად საერთოდ არ მიიჩნევდნენ. რუსული ჯარის იმედი მათ არა აზერბაიჯანელბთან საომრად, არამდე თურქეთის შეჩერებისთვის სჭირდებოდათ. ის, რომ აზერბაიჯანელები თავად შეძლებდნენ საკუთარი მიწების დაბრუნებას - აზრათაც არ მოსდიოდათ.
მთელი ეს იდეოლოგია, ეს სრულიად ხელოვნურად შექმნილი უპირატესობის შეგრძნება და სამხედრო გამარჯვების გამო გადაჭარბებული სიამაყე, ის, რითიც არსებობდა სომეხი ერი და ის, რაც მას სიძნელეებთან შეგუების შინაგან ძალას ანიჭებდა - დაინგრა რამდენიმე დღეში.
ეს გაცილებით უფრო მძიმე შოკი იყო, ვიდრე ქართველებისთვის აფხაზეთის დაკარგვა, რადგანაც სომხებისთვის ისტორიას, წარსულს, მიწას, და ეროვნულ იდენტურობას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ერში, ქართველების ჩათვლით.
მიწები, რომლის შენარჩუნებისთვის სომეხმა ხალმა 30 წელი თავი გაწირა და მომავალზე უარი თქვა - დაიკარგა, როგორც ჩანს სამუდამოდ. ყარაბაღის ნაწილი ჯერ კიდევ სომხების ხელთაა, თუმცა, ნელა-ნელა იმ რაიონებს სომხები ტოვებენ, რადგანაც იქაურობის მომავალი სრულიად გაურკვეველი და უპერსპექტივობა.
წარმოდგენა საკუთარ უძლეველობაზე დაინგრა - აღმოჩნდა, რომ აზერები კი არიან ვაჭარები, მაგრამ ეს მათ ძლიერი და ეფექტური ჯარის შექმნაში ხელს არაფერში არ უშლის. აღმოჩნდა, რომ 90-ანი წლების ბრწყინვალე გამარჯვება არა სომხების განსაკუთრებული მეომრული სულის, არამედ აზერბაიჯანში იმ პერიოდში არეულობის და შიდა დაპირისპირების დამსახურება იყო - მოკლედ რომ ვთქვათ, სომხებს გაუმართლათ და დარტყმისთვის ძალიან შესაფერისი დრო აირჩიეს.
ყველაფერი, რითიც არსებობდა 30 წლის მანძილზე სომეხი ერი - დაიმსხვრა.
და აი, ჩვენ მოვედით სწორედ ზემოთ ნახსენებ შეკითხვასთან წინა ხელისუფლების მიმართ - რა გააკეთეთ ისეთი, საკუთარ ერს თავი იმდენად რითი შეაზიზღეთ, რომ ხალხი მზადაა ხმა მისცეს მიწების დაკარგვასთან ასოცირებულ ადამიანს, ოღონდ თქვენ არ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში?
ის, რომ სომეხი ერის 54% ხმას მისცემს ადამიანს, რომელმაც კაპიტულაციას ხელი მოაწერა და მეტიც, დღეს სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანელებს და თურქებს დერეფნის შესაძლებლობას აძლევს - სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა მისი მოწინაამღდეგეები.
წარმოდგინეთ, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობას და მიშა სააკაშვილს დაუპირისპირდებოდა ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი და კახა თარგამაძე.. ალბათ ისეთებიც მოიძებნებოდნენ, ვინც მათ ხმას მისცემდა, თუმცა, სავარაუდოდ არა უმრავლესობა.
ყველაფერის მიუხედავად, პაშინიანის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ სომეხი ხალხი ისტორიულ გზაჯვარედინს მიადგა. ორი გზა არსებობს - ერთია ფიქრი რევანშზე, რუსებთან მეტი ჩახუტება იმ იმედით, რომ „კარგად მოვიქცევით და მოსკოვი მიწებს დაგვიბრუნებს".. ისევ ერთსა და იგივე წრეზე სიარული.
და მეორე - იმის აღიარება, რომ სომხეთის ეროვნული იდეოლოგია არასწორი იყო და მისი შედეგია დაკარგული 30 წელი . არჩევანი მარტივია - ან შეცდომების აღიარება, ან მათი გამეორება კიდევ 30 წლის მანძილზე, თანაც ამჯერად - მიწების გარეშე.
პაშინიანის არჩევა არის იმის მაჩვენებელი, რომ სომხურ საზოგადოებაში ფასეულობათა გადახედვას დაუშვებლად არ მიიჩნევენ და ეს უკვე პრაქტიკული მსჯელობის თემაა.
პირველად, ბოლო ასწლეულების მანძილზე, სომეხმა ერმა სრულიად ახალი მიდგომა გამოიჩინა და მიწაზე მაღლა სახელმწიფოებრიობა დააყენა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა