აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

კელი დეგნანი - დეოლიგარქიზაცია გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის საკითხის გადაჭრას, სხვა პრიორიტეტები თუ შესრულდება აზრიანად, ვფიქრობ, აღმოიფხვრება არასათანადო გავლენის რისკი

09.30.2022 | 15:41 ნახვები: 245

პოლიტიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის საკითხის გადაჭრა არის ის, რასაც გულისხმობს დეოლიგარქიზაცია, სხვა პრიორიტეტები თუ შესრულდება აზრიანად, ვფიქრობ, აღმოიფხვრება არასათანადო გავლენის რისკი და თუ არა, ის ნამდვილად შემცირდება მაინც, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაცია არის ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილ 12 პრიორიტეტს შორის, რადგან მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე.

„დანარჩენი 11 პრიორიტეტის შესრულებას ექნება დიდი გავლენა, რომ შემცირდეს ან აღმოიფხვრას კიდეც ნებისმიერი პირის ან ნებისმიერი დაფინანსების არასათანადო გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სოციალურ პროცესებზე. პოლიტიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის საკითხის გადაჭრა არის სწორედ ის, რასაც გულისხმობს დეოლიგარქიზაცია. სწორედ ამიტომ, თუ სხვა პრიორიტეტები შესრულდება აზრიანად, ჭეშმარიტად ეფექტიანად, ვფიქრობ, არასათანადო გავლენის რისკი აღმოიფხვრება და თუ არა, ის ნამდვილად შემცირდება მაინც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა