იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces

მორჩა, დასრულდა, განაჩენი გამოტანილია! - რატომ აღარ ეშინიათ ადამიანებს შანტაჟის

06.29.2021 | 17:02 ნახვები: 989

მორჩა, დასრულდა... განაჩენი გამოტანილია - აღსრულების პროცესი დაწყებულია, ადამიანები შიშს ანგრევენ, სისტემის მორჩილების შიშს და გზას იკვლევენ თავისუფლებისკენ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ქვეყანას მართავდა, არ შეცვალა სისტემა. პირიქით, შესაძლებლობის ფარგლებში მისი მოდერნიზება მოახერხა და კიდევ უფრო რეპრესიული და გაუსაძლისი გახადა. ხელისუფლებების მენტალური გარყვნილება ფარისევლურად თანაარსებობდა ეკონომიკის აღორძინებასთან და ქვეყნის დრაივთან, რეგრესთან და კონფორმიზმთან.

ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკური ჯგუფი და მედია გატყუებთ, რომელიც გესაუბრებათ სახელმწიფოზე, კეთილდღეობაზე, წარმატებაზე არსებული სისტემის პირობები. არც „ვარდების ხელისუფლებას" და არც „ოცნებისას" არ სჭირდებოდათ და არ სჭირდებათ თავისუფალი ადამიანი. თუ რაიმესი ეშინიათ ხელისუფლებებს ეს პირველ რიგში თავისუფალი ადამიანია, თავისუფალი აზრია, რომელიც მუდამ პროგრესს და წარმატებას უკავშირდება. სწორედ მას ებრძვის სისტემა. თავისუფალ ადამიანს ებრძოდა ინკვიზიცია, ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი და ზოგადად თავისუფალ სისტემას ებრძვის ნებისმიერი ტოტალიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმი.

არის „წარმატების" სხვა ფორმულაც - სწორედ ისეთი, როგორიც შესთავაზა ქართულ საზოგადოებას თავის დროზე „ვარდების ხელისუფლებამ" - რეპრესიული - საჯარო დასჯისა და შანტაჟის შიშზე დაფუძნებული. საჯარო დასჯის შიშის მაგალითია - ტელეკამერების წინ ბორდელების ტერორი, შალიკიანის ოჯახის შეურაცხყოფა, თავსლაფდასხმული საბაჟო სამსახურის უფროსი (სახელი და გვარი დავწერე და შემდეგ წავშალე)...

შანტაჟის მაგალითების მოყვანა სჭირდება ვინმეს?

და, აი, აქ არის ყველაზე საინტერესო სისტემის არსის წაკითხვა - მენტალური გარყვნილება, როდესაც სახელმწიფო აპარატი ვუაიერისტად იქცა, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა ამ ავადმყოფების ვიზიონიზმის მასალად.

საოცრად შემაძრწუნებელია, როდესაც 500-მდე სასულიერო პირი - იერარქი პირდაპირ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, განა სახელმწიფოს ძლიერებისთვის, არამედ სხვა ადამიანების ბედ-იღბლის მოსასპობად, ხელისუფლების „წარმატებული მართვის" დემონსტრირებისთვის. როდესაც, კანონი იყო - „მე" და „ჩვენ" - მმართველი კასტა.

როგორ ფიქრობთ, რამე შეიცვალა სახელმწიფოს მართვის სისტემის მოდელში შუა საუკუნეებიდან დღემდე? არც არაფერი - საჯაროდ სარზე გასმა და თვალების დაშანთვა, შანტაჟი მსტოვრებით... შინაარსი იგივეა, უბრალოდ ტექნოლოგიები და არეალი გაიზარდა.

და როგორ ფიქრობთ, რამე შეცვალა „ოცნებამ"? სულ არაფერი - საერთოდ არაფერი! პირიქით, ხიბლში ჩავარდა და ამჯერად თავად დაკავდა ვიზიონიზმით - ფირ-ფირ უყურა ნაცების მიერ, მათ შორის მათსავე ბუდუარებში გადაღებულ საშანტაჟო მასალებს. საკუთარი კადრები გადაარჩია და გაანადგურა, სხვა კი ისევ დაუტოვა სისტემას.

მაგრამ იქ დაუშვა შეცდომა, როდესაც გადაწყვიტა „გადარჩეული" ფირები საჯარო გაეხადა. ხელისუფლება დღესაც ვერ ხვდება, რომ ჰარაკირი გაიკეთა შანტაჟის მასალების საჯარო სივრცეში გამოყრით - წინა რეჟიმის კადრების ფილმებად ქცევით და ღია სივრცეში თუ კინოთეატრებში მისი დემონსტრირებით. კიდევ უფრო დიდი შეცდომა აღმოჩნდა პერსონალური „ვიდეოების" ატვირთვა, რასაც მოყვა ადამიანების - ფიგურანტების რეაქციები - „არ მეშინია!". შიში გატყდა! ხვდებით რა დაემართათ? შიშისთვის სჭირდებოდათ და როცა ფიქრობდნენ ხელში ატომური ბომბი ეკავათ - ორი ხელისუფლების ნაშრომ ნაჯაფის ფასი სიმინდის ფუჩეჩის ფასზე ნაკლები აღმოჩნდა.

დიახ, „ოცნებას" საკუთარ თანაგუნდელებისა და ოპონენტების შანტაჟის გეგმა სისტემის დემონტაჟის დაწყების შეუქცევად გეგმად ექცა. თან ისე, საერთოდ რომ არ უფიქრია შედეგზე.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის გარემოება, რომ მსოფლიო დაპატარავდა - ინფორმაციის მიღებისა და გაცემის საშუალებები გაიზარდა. დღეს ადამიანებისთვის - განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ისეთი რამ არის გაუგებარი - რაც მათი მამებისა და ბაბუების თაობას სიცოცხლეს უმწარებდა - ის რაზეც სისტემა იდგა და იკვებებოდა.

ადამიანებისთვის მიუღებელი გახდა სისტემის უსამართლობის სხვადასხვა ფაქტი და მათ ხელთ საჯარო მხილება-რეაგირების უამრავი საშუალება აღმოჩნდა. სხვა თუ არაფერი სტრასბურგის სასამართლოში სიმართლის დასადგენად სულაც არ არის საჭირო იქ ჩასვლა - „წკაპ" და საქმე წარმოებაშია მიღებული, თან განა ვინმე მოკვდავის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოსი. ანუ იმ სისტემის, რომელმაც გადაწყვიტა დაესაჯე, არასამართლიანად მოგქცეოდა.

რაც შეეხება შანტაჟს - ამ თაობისთვის გაუგებარია რა არის მიუღებელი და დასაშანტაჟებელი თუნდაც სექსში, რომელიც პარტნიორებს შორის ნებაყოფლობით ხდება ან მარიხუანის მოწევაში, რომელსაც ისინიც ეწევიან, ან ეწეოდნენ, ვინც ცდილობს, რომ ამის გამო დაგსაჯოს. გინდა სექსის ვიდეო გამოუქვეყნე მათ და გინდა ფოტოები უფრიალე თვალწინ. ძალიან ბევრსაც თუ გაუჩმახებ სულაც საჯარო სივრცეში დაკავდებიან სექსით და ადმინისტრაციულ ჯარიმასაც გადაიხდიან, ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ. ამას უკვე უფროსი ასაკის ადამიანებიც ხვდებიან და როგორც იტყვიან მათაც მაგრად ჰკიდიათ, რას იტყვის ხალხი.

ადამიანის ბუნება არ არის იყოს უსამართლო. მას უსამართლოდ უსამართლო სისტემა აქცევს. სისტემას მორჩილი ადამიანების მასა, ბრბო სჭირდება, რომლებმაც არ იციან თავისუფლების ფასი - რაც იმთავითვე გულისხმობს გარანტირებულ უფლებებს და ასევე პასუხისმგებლობასაც. ამიტომ არ სჭირდებოდათ „ნაცებს" მოქალაქე, რომელიც სისტემის მორჩილების მიღმა იყო და საკუთარ მინისტრებსაც უთვალთვალებდნენ-უსმენდნენ, იმავეს აკეთებდა და აკეთებს „ოცნება" და ამიტომაც არ ეთმობოდათ არც „ნაცებს" და არ ეთმობა „ოცნებას" სასამართლო. რადგან სახელმწიფოში პრეზიდენტი, პრემიერი, ან პარლამენტის თავმჯდომარე კი არ არის მთავარი პერსონა, არამედ დამოუკიდებელი სასამართლო.

თანამედროვე ეპოქაში, იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება - თვალნათელი ხდება, რომ სისტემა ვერ ახერხებს მოდერნიზებას, შინაგან ევოლუციას და ჯიუტად ცდილობს შეინარჩუნოს შიშზე დაფუძნებული რეპრესიული მექანიზმი. მაგრამ ეს უკვე სულაც არ არის იმათი სადარდებელი ვისი რეპრესიებისთვისაც შეიქმნა და ჯერაც არსებობს მახინჯი სისტემა.

და ბარემ ერთი პასაჟიც - რელიგიური ინსტიტუტები ყველგან და ყველა სისტემაში სახელმწიფოს, ხელისუფლებების გაძლიერებისთვის რუდუნებენ, თუმცა არა უანგაროდ. ზემოთაც ვახსენე, ჩვენს მახინჯ სინამდვილეში რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თუ ინსტიტუციის დონეზე არა, პერსონიფიცირებულად და მმართველი ადმინისტრაციის დონეზე თანაარსებობდა და აძლიერებდა სისტემას. თუნდაც იმის ფასად, რომ მისი ლუსტრირება არ მომხდარიყო. როგორც იტყვიან ყველამ ყველაფერი იცის და არც ტაძრებიდან ქრისტეს განმდევთა კასტის ეშინიათ ადამიანებს, რომლებიც მიხვდნენ - ღმერთთან სასაუბროდ სულაც არ არის საჭირო არც მეუფე სტეფანე, არც სპირიდონი და არც იაკობი, ან რომელი მათგანი მიიტანს ღმერთთან სწორად ამბავს? ღმერთი მიიკარებს რომელიმეს?
-პატრიარქი? და, მერე სადღაა პატრიარქი?

მორჩა! დასრულდა.... გაიგეთ, განაჩენი გამოტანილია!

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა