მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

რა გავლენას მოახდენს სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი ქართულ ეკონომიკაზე

10.02.2020 | 11:32 ნახვები: 896

ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი გამოწვევა - უმუშევრობა, ფასების მუდმივი ზრდა და ვალუტის გაუფასურება ათეულ წელზე მეტია, დაუძლეველია. ამიტომ სასიცოცხლოდ საჭიროა ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება. ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური გუნდი დღეს იღებს, შექმნილ იმ ობიექტურ ეკონომიკურ მდგომარეობის შერბილებაზე რეაქციაა, რომელიც პანდემიამ მოიტანა, თუმცა ქვეყანში რეალური ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია არც აქამდე არსებობდა.

ჩვენი აზრით, ერთ-ერთ პირველ მიმართულებად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებაზე უნდა იყოს აღებული, მეორე მიმართულებად - ბიოფარმაცევტიკის განვითარება, მესამე კი ნედლეულის ღრმა გადამუშავება და მზა პროდუქციის სახით გატანა უნდა იყოს.
ყველა ამ მიმართულების განვითარებისთვის საჭიროა კრედიტი, რომლის აღებაც საქართვეოში ძალიან რთულია და ეს პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი. დღეს იაფი კრედიტის თემა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველგან მოგვარებულია: ევროპაში დიდი რაოდენობის კრედიტის აღება კომპანიებს თითქმის ნულთან მიახლოებულ პროცენტში შეუძლიათ. აშშ-ში კი ტრამპმა ფსს აიძულა, საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულამდე დაეყვანა. იაფფასიანი კრედიტის საკითხი ასევე, მოგვარებულია იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში და საერთოდ, ყველგან , სადაც სწორად აქვთ წარმოდგენილ-გააზრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დანიშნულების არსი, როგორც ინვესტირებისა და ეკონომიკური აქტივობის ფინანსირების ინსტრუმენტი.
ჩვენთან ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი „სპეკულანტებზსა და მსხვილ საბანკო სექტორზეა მორგებული. ერთნი ვალუტის კურსითა მანიპულირებენ, მეორენი კი მაღალი საპროცენტო განაკვეთით ვერ ძღებიან.
თუ ჩვენ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ეკონომიკურ განვითარებაზე ძირეულად არ შემოვაბრუნებთ და მას ეკონომიკის განვითარების ინსტრუმენტად არ ვაქცევთ, არაფერი გვეშველება.
საკვირველია, პანდემიამდე მთავრობის ეკონომიკური გუნდი რომელ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდა, როდესაც ქვეყნის სოფლის მეურნეობას მოსახლეობის ელემენტარული გამოკვებაც არ შეუძლია და საკვები პროდუქტების 70%-ზე მეტი იმპორტირებულია.
ამ უბედურებასთან ერთად, ვერაფრით მოვიცილეთ საკადრო პოლიტიკიდან ნეპოტიზმი - სახელმწიფო უწყებები ყოვლად არაკომპეტენტური კადრებითაა გადაჭედილი და სწორედ მათი თაოსნობით, წლების განმავლობაში, ეკონომიკა და ლარის კურსი ძირითადად ტურიზმის სექტორსა და ემიგრანტების შრომის ამარაა მიტოვებული.
ასევე, აღსანიშნავია კიდევ ერთი ნეგატიური რეალობა: დღევანდელი მონაცემებით, საგარეო ვალი 20 მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს და 2021 წლის პირველ, ან მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, კიდევ გაგვეზრდება.
დღევანდელი მონაცემებითვე, თუ ციფრებით ვიმსჯელებთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ნელ-ნელა ჩერდება. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, ასე თუ ისე , დამაკმაყოფილებელია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურისტების რაოდენობა 2021 წელსაც, დიდი ალბათობით, თუნდაც 2019 წლის მონაცემებს ვერ დაუბრუნდება.
ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდნი კვლავ ნეგატიურია, რაც მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტორი გახლავთ. ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა პირდაპირ მოქმედებს ფასების გაძვირებასა და ინფლაციურ პროცესებზე, ამ მხივ რეგულატორის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი, პრაქტიკულად, უშედეგოა.
შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში, არ მინდა, გვერდი ავუარო ისეთ პრობლემას, როგორიც საგარეო ფაქტორია, მხედველობაში მაქვს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებული საომარი ვითარება. ისე, ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყნების ვალუტა მნიშვნელოვნად არ გაუფასურებულა.
თუ აღნიშნული საომარი ვითარება გამწვავდა და ომში თურქეთი და რუსეთიც ჩაერთვებიან, მაშინ დადგება საშიშროება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორია კორიდორად გამოიყენოს და შესაბამისად, საშიშროების წინაშეც დავდგეთ, რომ საქართველომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ეკონომიკაზე ერთმნიშნელოვნად ნეგატიურად იმოქმედებს.
სავარაუდოდ, კავკასიის რეგიონში შექმნილი საომარი ვითარება საქართველოში ინვესტიცების შემოდინებაზეც ნეგატიურად იმოქმედებს.
ასევე, არსებობს რეალური საშიშროება, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ შეჩერდება, აღნიშნულმა საომარმა ვითარებამ ქართულ პოლიტიკაზეც მოახდინოს გავლენაც, ანუ ასეთ შემთხვევაში, საქმე გვექნება პოლიტიკურ რისკთან, რომელიც როგორც კურსზე, ასევე, ეკონომიკის განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვან ზეწოლას გამოიწვევს. როდესაც ასეთი ტიპის ფაქტორი ჩნდება, ეკონომიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მთავრობამ გადასახადის განაკვეთები სულ რომ გაანულოს, ინვესტიციები მაინც არ შემოვა. ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკურ სტაბილურობას.
ამ ეტაპზე კი ვვარაუდობთ, რომ საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნების მიმართულებით ტვირთნაკადების მოცულობაში გარკვეული ცვლილებები გვექნება, თუმცა მათი მომსახურე ქართული კომპანიების მიერ ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადის შენატანების რაოდენობაზე ჯერჯერობით სერიოზულ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
ასევე, უნდა აღვნიშნით, რომ თუ ამ საბრძოლო მოქმედებებისას ბაქო-ჯეიქანის, TANAP-ის პროექტით გათვალისწინებული ტრასის ან საქართველოში შემომავალი სხვა გაზის სატრანსპორტო მილი (მაგალითად, სამხრეთ-კავკასიური მილსადენი - SCP, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) დაზიანდა, მაშინ გარკვეული შემოსავლებიც დაგვაკლდება და ასევე, ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებიც შეგვექმნება.

შეგახსენებთ: TANAP ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის. სამხრეთის ეს დერეფნი საქართველოს გარკვეულ საერთაშორისო მოთამაშედ აყალიბებს, კერძოდ, ის ევროპისთვის საინტერესო ხდება და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე თავისი წვლილი შეაქვს.
2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მილსადენ TANAP-ის საშუალებით, თურქეთში 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 23,6%-ით მეტია.
აღნიშნულ სტატიაში „საქსტატის" მონაცემები მტკიცებულებად შეგნებულად არ მოვიყვანე. ვფიქრობთ, რომ ეს ანალიტიკა მედიაში ისედაც ჭარბადაა.

ნიკა შენგელია,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა