ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

აზერბაიჯანული ფანჯარა

10.02.2020 | 12:47 ნახვები: 1209

მსოფლიო პოლიტიკაში არსებობს ფენომენი, რომელსაც შეგვიძლია „ფანჯარა" დავარქვათ, ანუ ათწლეულების და ზოგჯერ ათასწლეულების მანძილზეც კი, ყრუ კედელია და ერთხელაც ჩნდება ფანჯარა.
როგორც წესი, ის იხსნება მოკლე პერიოდით და არავის გარანტიას არ აძლევს - მასში მოხვედრა ადვილი არაა და შესაძლოა, ბევრმა ნაკლებად განვითარებულმა და ორგანიზებულმა ერმა ეს ვერც შეძლოს.

უფრო რთული ენით რომ ვილაპარაკოთ, ფანჯარა - ეს არის სხვადასხვა შიდა თუ გარე ფაქტორების იშვიათი დამთხვევა, რომელიც შესაძლებელს იმას ხდის, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო.
მე-20 საუკუნეში ორი გრანდიოზული ფანჯარა იყო, რომელმაც ისტორია შეცვალა. ერთი ისრაელის სახელმწიფოს შექმნა იყო.
ებრაელ ხალხს საკუთარი მიწის დატოვება 2000 წლის წინ აიძულეს და მხოლოდ 1948 წელს, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობის წყალობით, მათი დაბრუნება სამშობლოში შესაძლებელი გახდა.
მეორე ფანჯარა სსრკ-ს დაშლა იყო, რომელმაც 15 მოკავშირე რესპუბლიკას დამოუკიდებლობის მიღების საშუალება მისცა და ეს მაშინ, როდესაც, სულ რაღაც, 2 წლის წინ, ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.
დღეს, ჩვენ სამეზობლოში კიდევ ერთ ფანჯარას ვხედავთ - აზერბაიჯანს ტერიტორიების თუნდაც ნაწილის დაბრუნების შანსი მიეცა.
ძირითადად, ეს ორი საგარეო ფაქტორის ერთობლიობამ გამოწვია: პირველი - თურქეთში ამბიციური და იმპერიული იდეით შეპყრობილი ლიდერის არსებობა, მეორე - გაუგებრობა სომხეთსა და რუსეთს შორის.
მეორე ფაქტორი სრულიად არაპროგნოზირებადია, რაც განასხვავებს ფანჯარას მიზანმიმართული პოლიტიკისგან. არავინ იცის, ის როდის გაიხსნება და რატომ... ამის მიზეზი შესაძლოა, რაიმე ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენა აღმოჩნდეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშინიანი ხელისუფლებაში ქუჩიდან, „ფერადი რევოლუციის" შედეგად მოვიდა და ამიტომაც, მიუღებელია კრემლისთვის, იმის მიუხედავად, რომ რუსეთისადმი ერთგულება ეჭვის ქვეშ არასდროს დაუყენებია, თუმცა ის დიდი ხანია, გასცდა პუტინის მიერ დადგენილ საზღვრებს - კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, დასავლეთთან ზედმეტ დაახლოებაზე წავიდა, და ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოსკოვთან დაახლოებული რამდენიმე პოლიტიკოსი და მეწარმე დააკავა.
გამორიცხული იყო ამის უპასუხოდ დატოვება და რუსეთის მხრიდან უჩვეულო, უფრო ევროპელი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი პასიურობა სწორედ ამ პასუხს ნაწილია. პუტინი ელოდება, სომხური ელიტა პაშინიანის მოკვეთილ თავს ლანგარზე როდის მიართმევს. ან პაშინიანი იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ აცრემლებული დაიჩოქებს - „გვიშველე, მამა-მარჩენალო".
სწორედ აქ იხსნება ფანჯარა აზერბაიჯანისთვის - სომხების ჭკუაზე მოსვლას და საბოლოოდ, რუსეთის ნებაზე ჩაბარებას გარკვეული დრო დასჭირდება. სწორედ ეს დრო აქვს ხელში ბაქოს, რომ დააბრუნოს იმდენი, რამდენსაც მოახერხებს.
ფანჯრის პრინციპი სწორედ ასე მუშაობს - ვინც რა მოასწრო, იმას ის დარჩება და კონფლიქტის მორიგი გაყინვა უკვე ახალ საზღვრებში მოხვდება. თუ აზერბაიჯანი 3 რაიონს დაიბრუნებს, საბოლოოდ, 3 რაიონი დარჩება. თუ მოახერხებს მთლიანად წართმეული მიწების დაბრუნება, ასეც იქნება.
თუ გიუმრიმდე მივა, უსაყვედურებენ, „ეს ზედმეტი მოგსვლიათო", მაგრამ ჯანდაბას, რაც არის, არის.
თუ ვერ დაიბრუნა ვერაფერი, გამოვა, რომ მთელი ის სისხლისღვრა და მასობრივი აღტკინება ფუჭი იყო.
ყველა შემთხვევაში, რუსეთი უკვე დაკარგულ ტერიტორიების დაბრუნებაში ერევანს არ დაეხმარება - ის მხოლოდ დააფიქსირებს ახალ საზღვარს, რომელზეც შემდეგ კონფლიქტის ხელმეორე გაყინვა დაიწყება. ეს სრულიად საკმარისი სიგნალია არა მხოლოდ ბაქოსთვის, არამედ, ანკარასთვისაც - როგორც დაგვანახა სირიის მოვლენებმა, თურქეთის პრეზიდენტი, ბევრი ბაქი-ბუქის მიუხედავად, რუსეთთან პირდაპირი შეტაკებისგან თავს ყველანაირად არიდებს.
ფანჯარა არაფრის გარანტია არაა. თავისთავად ის არაფერს ნიშნავს, თუ ქვეყანა მასში დროულად მოსახვედრად მზად არ აღმოჩნდა.
დღეს მხოლოდ აზერბაიჯანელ ხალხსა და მის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული, სად გაივლის მისი ქვეყნის საზღვარი მორიგი ზავის გაფორმებისა და ფანჯრის დაკეტვის წინ.
ისტორიამ შესაძლოა, აზერბაიჯანს მეორე ასეთი შანსი არც მისცეს.
თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა