რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 15 კმ-იან ახალ მონაკვეთებზე მოძრაობა გაიხსნა

12.10.2022 | 22:53 ნახვები: 581

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 15 კმ-იან ახალ მონაკვეთებზე მოძრაობა გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.

„მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, ორი პარალელური გზაგამტარი და ერთი სატრანსპორტო კვანძი. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადგინა.

მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის ხუთ კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.

ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.

ახალ მონაკვეთებზე მოძრაობის გახსნით, საგრძნობლად უმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება, როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ოთხ ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იან მონაკვეთზე გადაადგილების დროს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა