სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine
Trump: Survival of Ukraine important for U.S.

განათლება ქართველი უსაქმურებისთვის

12.14.2022 | 15:09 ნახვები: 549

საქართველოში უყვართ საუბარი რეფორმებზე - აბსტრაქტული, განყენებული, ისეთი, თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ არა ოღრო-ჩოღრო ქვეყანაში, სადაც არანაირი საბაზო კანონზომიერებები არ მუშაობს, არამედ სადმე დალაგებულ და ლოგიკურად გამართულ ჩეხეთში ან გერმანიაში.

მაგალითად, წლებია ბჭობენ სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტაზე, საცობების თავიდან არიდებაზე და საავტომობილო მოძრაობით მიყენებული ზარალის თავიდან არიდებაზე. როდესაც ვუსმენ ამ საუბრებს, შთაბეჭდილება მექმნება, რომ სხვადასხვა კონცეფციების ავტორები საქართველოში არც კი ჩამოდიან, იმდენად შორს არიან ადგილობრივი რეალობისგან.

რა არის სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტის გზა? ყველაფერი ძალიან მარტივია  - განავითარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხი ჯიპებიდან ავტობუს-მეტროში გადაჯდება.

ეს ალბათ ასეც იქნებოდა, ჩვენ რომ გვქონდეს საქმე ქვეყანასთან, სადაც საღი აზრი და ლოგიკა ოდნავ მაინც არსებობს. მაგრამ ბატონებო, თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ, ან ნათესავები არ გყავთ აქ? თუ არა - ვინმეს კითხეთ და მიხვდებით, რომ თქვენი ბრტყელ-ბრტყელი რეცეპტები აქ არ მუშაობს.

ალბათ არც იცით, რომ ქართველი, რომელიც ავტომობილის საჭესთან დასხდომას ეღირსა - მოკვდება, დაიტანჯება, მაგრამ სანამ ცოცხალია მეტროში არასდროს ჩავა? ბოლო ლარს დახარჯავს საწვავზე, სასურველ ადგილას მივა 10-ჯერ გვიან  - მაგრამ საკუთარი მანქანით?

ან კიდევ ერთი, ძალიან აქტუალური თემა - განათლება. ის განათლება, რისი უკმარისობაც საქართველოსთვის აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა...

რას გვირჩევენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, როგორც გამოვძვრეთ გაუნათლებლობის და არაპროფესიონალიზმის მოჯადოებული წრიდან?

რეცეპტები აქაც მარტივია - რას გვიკეთებს მთავრობა? მოვითხოვოთ განათლების რეფორმა! როგორც მოუწოდა ახალგაზრდებს მამუკა ხაზარაძემ - ერთად გავაპროტესტოთ შექმნილი ვითარება.

კი ბატონო. მოვთხოვოთ, და გავაპროტესტოთ, ამაზე ადვილი რა არის?

მაგრამ...  ვისთან გააპროტესტოთ, რომ დღეს ყველა ადამიანს შეუძლია სახელმწიფო კოლეჯებში სასარგებლო და რაც მთავარია, მოთხოვნადი პროფესიის მიღება, თუმცა ახალგაზრდების უმეტესობა მაინც აბარებს საერთაშორისო ურთიერთობებზე და ბიზნეს-ადმინისტრირებაზე?

ყველამ იცის - კარგი ელექტრიკოსი ან შემდუღებელი დღეს შრომის ბაზარზე ბევრად მეტად მოთხოვნადია, მაგრამ უმეტესობას მაინც სრულიად უპერსპექტივო ბიზნეს-ადმინისტრირება ურჩენია...

საქართველოში მოსახლეობის 35% აქვს უმაღლესი განათლება. ხარისხს რომ თავი დავანებოთ - რაოდენობა - ბევრია ეს თუ ცოტა? თავად განსაზღვრეთ - ევროპის პირველ ეკონომიკაში, სადაც ყველა სოფელში რომელიმე ცნობილი ბრენდის ქარხანა დგას - გერმანიაში - ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენს, ხოლო 72% იღებს პროფესიულ განათლებას, და უნივერსიტეტში 5 წლის დაკარგას არ ჩქარობს.

ესპანეთში უმაღლესი განათლება აქვს მოსახლეობის 36%, საქართველოსნაირად 35% - საფრანგეთში, ნაკლებია საბერძნეთში - 31%, პოლონეთში 30%, ჩეხეთში 28%.

კუდაბზიკა ქართველებისთვის მთლად გულის გასახეთქი იქნება თურქეთის  - 19%, იტალიის - 18%, და ჩინეთის  -  9% მაგალითი(!!!!!).

რაო, ქართველები - ფრანგებზე, ბერძნებზე, იტალიელებზე, თურქებზე, და ჩინელებზე მაგარი ეკონომიკა გვაქვს? მეტი ინდუსტრია, მეტი ქარხნები, მეტი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილები? რაო, ესეც მთავრობასთან გავაპროტესტოთ? იქნებ იმ ახალგაზრებმა საკუთარ თავთან გააპროტესტონ ქვეყანაში შექმნილი უკუღმართი რეალობა, როდესაც აქაურობა გაივსო საერთაშორისო დიპლომატებით, მზარეულებს და დისტრიბიუტორებს კი მალე უზბეკეთიდან ჩამოიყვანენ?

კიდევ ერთი საკითხი - ახალგაზრების 30%-ზე მეტი არ მუშაობს და არ სწავლობს. დგას ბირჟაზე და ევროპიდან დედების მიერ გამოგზავნილ ფულს რეალ-ბარსელონაზე ფლანგავს. რაო, საგზაო საცობების არ იყოს, ამ დაავადებასაც ჩეხური მეთოდებით ებრძვით? მივცეთ კაი ხელფასები და იმუშავებენ? არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობის თითქმის მესამედი არის გენეტიკური ნაგავი, ბალასტი, რომელიც არ და ვერ იმუშავებს, სულ რომ თვეში 10 000 მისცეთ? მათი ავადმყოფური ჟარგონით - დესიტტისაჩი...

ეს არის პრობლემები, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა და სისტემა ვერ შეცლის.

მე ვიცი გზა - ოღონდ ის არ მოეწონება პოლიტიკოსებს. ეს გზა არის - სრული, საყოლთაო ვარდნა. უსაქმურების და „საერთაშორისო დიპლომატიის სპეციალისტების“ ფენა ბოლომდე უნდა დაეცეს ფსკერზე. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი წინსვლა.

პოლიტიკოსებს კი ამ შემთხვევაში ევალებათ ამაზე ღიად და გახსნილად ლაპარაკი  -  გენეტიკურ ნაგავს უნდა უწოდოთ გენეტიკური ნაგავი და არა სისტემის მსხვერპლი, რომელიც არ სწავლობს და არ მუშაობს იმიტომ, რომ სახელმწიფომ სათანადო პირობები ვერ შეუქმნა.

იფიქრეთ ქვეყანაზე და არა არჩენებზე, არ შეეცდებით უქნარების და ნაცარქექიების გულის მოგებას - მაშინ შესაძლოა რამე გამოგივიდეთ.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშნ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა