რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

01.23.2023 | 11:19 ნახვები: 332

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 107.6 პროცენტით აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი), – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,271,692,761 (+182.5%)  აშშ დოლარით.

„2022 წლის დეკემბრის თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2 პროცენტით აღდგენაა,  2021 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +237,255,596  (+188.2%) აშშ დოლარით.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

2022 წელს  2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9 პროცენტი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 პროცენტი აღდგა.

გასულ წელს საქართველოში ჯამში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5 პროცენტით მეტია.

2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6 პროცენტით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში   564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9 პროცენტია“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

მათივე ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა,  რაც 2019 წლის მონაცემის 97.6 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7 პროცენტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა