ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

დღეს, დღის ბოლომდე საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს - ხატია დეკანოიძე

07.23.2021 | 16:12 ნახვები: 413

„ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ვინც ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისთვის, ამ პლატფორმაში იქნება ჩართული", - ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს 23 ივლისს, ამომრჩევლისთვის ცნობილი გახდება იმ საარჩევნო პლატფორმის შესახებ, რომლითაც ოპოზიცია, თბილისში მერის არჩევნებში (არა მხოლოდ), გაერთიანებული ძალებით იბრძოლებს.

„დღეს, დღის ბოლომდე საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის - ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ვინც ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისთვის, ამ პლატფორმაში იქნება ჩართული, ჩვენ მაქსიმალურად მთელი ენერგიით უნდა ჩავერთოთ, რომ ხელისუფლებას მანიპულაციის საშუალება არ მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატი იქნება თბილისში თუ რეგიონში, ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციური პარტიების ერთობა, რომლებიც თბილსის მერობის საერთო კანდიდატად, ნიკა მელიას დღეს წარადგენს ასე გამოიყურება - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ,,ევროპული საქართველო", ,,გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" და ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა ,,დროა".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა