მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces
U.S. in contact with Ukraine on content of upcoming aid package - Pentagon
Next package of U.S. aid to be larger than usual - media
Air defense forces destroy all air targets attacking Kyiv overnight Tue

სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

07.24.2021 | 14:20 ნახვები: 253

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.

ასოციაცია მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ვქცინების გადმოცემისთვის.

განცხადებას უცვლელად გთავაზაობთ.


„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაქცინების გადმოცემისთვის და თვლის , რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.
სამედიცინო საზოგადოების სახელით გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 ის პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგის გადმოცემისთვის.
დღეს ვაქცინაცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს. აქედან გამომდინარე, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვან გარდატეხას მივაღწიოთ:
1. პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალმა საკუთარ პაციენტებს და მთელ საზოგადოებას მაგალითი უნდა მისცეს და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
2. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გადაუდებლად ჩაიტაროს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი, მათთვის მისაღები ვაქცინით. ამასთან, მკაცრად დაიცვას დღეს არსებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური და მათი შესრულება რთული არ არის.
3. მოვუწოდებთ კლინიკებს, მკაცრად დაიცვან კოვიდ-19-ის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს საწოლების დაკავება ისეთი პაციენტების მიერ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება
4. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სასწრაფოდ დაადგინოს კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სამედიცინო და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის სავალდებულოდ შემოღებისა და მისი აღსრულების მექანიზმები,
როგორიცაა მაგ.:
ა) ვაქცინირებული პირებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება;
ბ) არავაქცინირებული პირების, მათ შორის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის, სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვის პირობები.
5. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნა ორი ვიდეორგოლი, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მოახდინოს ამ ვიდეო რგოლების გამოყენება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის."-წერია განცხადებაში

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა