მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის, გამოყოფილია 50 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი გრანტი -კალაძე

02.01.2023 | 11:45 ნახვები: 203

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით გამოყოფილია სესხი 50 მილიონი ევრო და 5 მილიონი გრანტი, ამ თანხის ფარგლებში მუშავდება 12 მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და 10 სადგურზე გაკეთდება პროექტი, რომელსაც მომდევნო წლებში განვახორციელებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რამდენიმე თვეში წლის ბოლოსკენ პროექტები გამზადებული უნდა იყოს და გამოცხადდება ტენდერები „იბიარდის“ მიერ.

„მნიშვნელოვანია საერთშორისო საფინანსო კომპანიების ჩართულობა, რადგან შესაძლებლობა ექნება ასევე უცხოურ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა, ვისაც ამ ტიპის სამუშაოების ჩატარების გამოცდილება აქვთ. საქართველოში გვაქვს ეს პრობლემა, არავის სურს ამხელა პასუხისმგებლობის აღება, როდესაც გვაქვს ისეთი სამწუხარო და სავალალო ფაქტი, რაც მოხდა „ვარკეთილის“ მეტროს შემთხვევაში ჭერის ჩამოშლის სახით. ბევრი შიშობს, ბევრს გამოცდილება არ აქვს და არ უნდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება, თუნდაც „გოცირიძის“ მეტროც ავიღოთ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშოები და ბოლოს მაინც ჩვენი დასამთავრებელი გახდა აღნიშნული პროექტი, რომელიც გადაგზავნილია იმისთვის, რომ თუ რამე ხარვეზია, გამოსწორდეს და მივიღოთ ექსპულატაციაშიც. რამდენიმე დღეში ამაზეც მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა