ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

პოსტსაბჭოეთის „გადაფორმატირება“

10.16.2020 | 10:33 ნახვები: 820

რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა კინორეჟისორმა, კარენ შახნაზაროვმა კვლავ მკაცრად გააკრიტიკა საქართველო და ქართველი ერი (?) იმ „არასწორი" პოზიციისათვის, რაც თურმე სომხურ-აზერბაიჯანულ ომში დავიკავეთ. „მიმინო შევარდენი სულაც არ ყოფილა" - მიმართა მეტაფორებს ხელოვანმა რუსულ თოქ-შოუში, სადაც სტუდიის ცენტრში სამხრეთ კავკასიის რუკა იყო გამოსახული. შემდეგ შოუს წამყვან ქალს უთხრა: „აი თქვენ ახლა საქართველოზე დგახართ. საკმარისია ამერიკამ უბრძანოს თბილისს, შეიცვალოს პოზიცია და სომხეთის მდგომარეობა მაშინვე გაუმჯობესდება".
შახნაზაროვი გულისხმობდა რუსეთიდან ე.წ. „მოხალისეების", ასევე სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.
საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ აშკარა ტყუილია მისივე ბრალდება, თითქოს საქართველოს ტერიტორიით თურქეთიდან - აზერბაიჯანისკენ მიედინება სამხედრო ტექნიკა (სინამდვილეში ორივე მიმართულებით აიკრძალა) არამედ თავხედური მცდელობა, საქართველო „დაავალდებულონ", რათა უფრო მეტად გაითვალისწინოს სხვისი, ვიდრე საკუთარი ინტერესები.
2008 წელს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიისა და აფხაზეთ/ცხინვალის „დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, სომეხი პოლიტოლოგები ბევრს საუბრობდნენ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუკის „გადაფორმატირებაზე". ანუ, საქართველოს დანაწევრებით მოსკოვმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა რეგიონშიო და ამ აზრს დადებითი, პოზიტიური კონოტაციით აჟღერებდნენ.
როგორც სჩანს, ან თავში არ მოსდიოდათ ან არ სურდათ გაეგოთ, რა შედეგს გამოიღებდა ეს „გადაფორმატირება" საკუთრივ სომხეთისთვის. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: აზერბაიჯანმა და თურქეთმა დღეს სწორედ იმით ისარგებლეს, რომ ჯერ სეპარატიზმის მრავალწლიანი მხარდაჭერით, ბოლოს 2008 წლის აგრესიის შედეგად, მოსკოვმა თავად შეიქმნა „ბარიერი" საქართველოს სახით, დაასუსტა საკუთარი გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო სეპარატისტულ რეგიონთა „დამოუკიდებლობის" აღიარებით სამუდამოდ დაკარგა კიდეც საქართველო!
ახლა მოსკოვიც და ერევანიც სწორედ იმ „გადაფორმატირების" შედეგებს იმკიან. არადა, 2008 წელს ბევრი ჭკვიანი პოლიტოლოგი და კავკასიათმცოდნე აფრთხილებდათ: საქართველოს გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს სამხრეთ კავკასიაში თავისი „ყოფნის" ანუ გეოპოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებას, ხოლო სამხრეთ კავკასიის დაკარგვით, ან ამ რეგიონში თურქეთისათვის გავლენის გაყოფით, მოსკოვი მთელს სამხრეთ პოსტსაბჭოეთში შეისუსტებდა გავლენას - ცენტრალური აზიის ჩათვლით.
არ დაიჯერეს და შედეგად ისეთი „გადაფორმატირება" მიიღეს, რაც ძალიან ბევრ ძნელადსაპასუხო გამოწვევას ქმნის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სწორედ ამ საკითხებზე გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება: „ომის დასრულების შემდეგ შეიცვლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიოც. ყველამ დაინახა ჩვენი ძალა. ჩვენ ამ რეგიონში უნდა შევქმნათ ახალი სტრატეგიული პანორამა, სტრატეგიული ხედვა. ომის შემდეგ დაიწყება აზერბაიჯანისა და რეგიონის ახალი ეპოქა" - აღნიშნა პრეზიდენტმა, ვისი მთავარი არგუმენტიც ჯერ-ჯერობით მიღწეული სამხედრო წარმატებაა ყარაბაღის ფრონტზე.
ზოგს მიაჩნია, თითქოს ალიევი აჭარბებს. ასეთები ცდებიან: თუ აზერბაიჯანმა სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, თუ აზერბაიჯანული დროშა აღმართა ყარაბაღში, ეს აუცილებლად გამოიწვევს მორიგ „რევოლუციას" სომხეთში: ფაშინიანის მთავრობა დაემხობა, მოვა ახალი ძალა, რომელიც უკვე აშკარად დაადანაშაულებს მოსკოვს „ღალატში" და გამოაცხადებს პროამერიკულ, პროდასავლურ, პროევროატლანტიკურ კურსს საქართველოსთან ერთად.
სწორედ საქართველო იქცევა ასეთ შემთხვევაში „ფანჯარად" სომხეთისთვის.
მეორეს მხრივ, სომხეთს ამ ომში გამარჯვება შეუძლია მხოლოდ რუსეთის აშკარა მხარდაჭერით, რის შედეგადაც აზერბაიჯანში აუცილებლად გაჩნდება NATO-ს წევრი თურქეთის სამხედრო ბაზა, რაც ასევე ნიშნავს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის კარდინალურ ცვლილებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, 2008 წლის სასტიკი და მწარე დამარცხების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას უჩნდება ისტორიული შანსი, რაც 12 წლის წინ არ იყო იოლად შესამჩნევი: პროდასავლური საქართველო და პროდასავლური სომხეთი, ტანდემში, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში ამერიკის „შემოსვლასაც" დააჩქარებს.
და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომხეთმა ამჯერად შეძლო აზერბაიჯანის მოგერიება, სამხრეთ კავკასია უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო........2008 წლამდე!
დიახ, სწორედ ის ე.წ. „ხუთ დღიანი ომი", რასაც მაშინ სრულიად რუსეთი „ზეიმობდა", იქცა „ათვლის წერტილად" გეოპოლიტიკური „გადაფორმატირებისათვის" არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე: ამ ისტორიული „რყევის" შედეგია საბოლოოდ ის „ხანძრები", რაც სულ უფრო მატულობს რუსეთის საზღვრებზე: უკრაინა, ბელორუსი, ყირგიზეთი.....ცენტრალურ აზიაში შეუდარებლად ძლიერდება ჩინეთი, იკვრება „შორეული რკალი" იაპონიასა და იმავე თურქეთსა შორის: ანკარა და ტოკიო აღარც ფარავენ ერთობლივ ამბიციებს, მათ შორის პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკა შიდა პრობლემებშია ჩაფლული, ხოლო ევროკავშირს უჭირს მკაფიო პოლიტიკის შემუშავება მისი არაჰომოგენურობისა და ბერლინის ისტორიული კომპლექსების გამო, ევრაზიის ამ ნაწილში სხვა დიდი მოთამაშეები გაძლიერდებიან.
ჩრდილოელ მეზობლებს კი ბევრჯერ მწარედ გაახსენდებათ ის „სიტკბო", რაც 12 წლის წინ, „ამპარტავანი გრუზინების" დამცირებით შეირგეს.
როგორც აღმოჩნდა, შხამად.

დათო გამცემლიძე. ჟურნალისტი. ისტორიკოსი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა