მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი: შედეგები საქართველოსთვის

10.19.2020 | 10:35 ნახვები: 882

თუ რუსეთი დაიწყებს აქტიურ ჩარევას, ეს მოხდება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად და შემდგომ დღეებში. ისევე როგორც, კონფლიქტში მონაწილე მხარეები თავის ძირითად შეტევით თუ კონტრეშეტევით ოპერაციებს მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის დაგეგმავენ. მანამდე კი რას კარგავენ და რას იგებენ კონფლიქტის პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე მხარეები დღევანდელი მოცემულობით - უფრო მეტი კითხვებია, ვიდრე - პასუხები.
სომხეთი: დატოვებს თუ არა ფაშინიანი უპირობოდ პოსტს სიტუაციის სომხეთისთვის უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში?! ანუ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი დაიბრუნებს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის გარდა 7 რაიონს ან მით უფრო თუ აზერბაიჯანელები სტეპანაკერტსაც შეუტევენ?! და ნიშნავს თუ არა ეს სომხეთის ასევე უპირობო და დიდი ხნით დაბრუნებას რუსულ სივრცეში რუსეთზე?! რა მოტივი უფრო წამყვანი იქნება სომხურ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაში: რომ აი, ხედავთ ჩვენი დასავლური თამაშები შეცდომა იყო და რუსის გარდა პატრონი არ გვყავს?! თუ არის შანსი, რომ ეს იქცეს სომხეთისთვის ყველაზე დიდ ისტორიულ, გეოსტრატეგიულ შემოტრიალებად დასავლეთისკენ, იმაზე დაყრდნობით, რომ მიხვდნენ: რუსეთისთვის ისინი მხოლოდ პაიკები არიან თავისი გეოპოლიტიკური ამოცანების გზაზე, რომელსაც იოლად გაწირავენ.
რაც შეეხება აზერბაინანს, რომელიც უკვე აცხადებს რეგიონის ახალ გეოპოლიტიკურ გადაწყობაზე, თავისი გაზრილი როლით: სიტუაციის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადალაგება გაუჩენს თუ არა მას ვალდებულებებს რუსეთის მიმართ?! თუ ეს უპირობოდ თურქულ-აზერბაიჯანული ღერძის გაძლიერებას ნიშნავს?!
რას კარგავს რუსეთი ამ ვითარებაში?! სომხეთსაც, ამასთან, ეგუება თურქეთის გავლენის უპრცედენტო ზრდას რეგიონში და რას იღებს ამის სანაცვლოდ?! რუსეთის გვერდიდან მაყურებლის პოზა ამ კონფლიქტში შეიძლება მისთვის ფაშინიანის მიუღებლობითაც აიხსნას, თურქეთის, როგორც ძლიერი მოწინააღმდეგის ფაქტორის გათვალისწინებითაც, მაგრამ თუ გავითავლისწინებთ, რომ რუსეთი რეალურად შეიძლება დადგეს სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის სრულად დაკარგვის წინაშე, კავკასიის ფონზე რუსეთისთვის ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ქარწყლდება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო. თან როგორ უნდა აუხსნას პუტინმა ეს მარცხი ეკონომიკური და სოციალური კრიზისით გათანგულ საკუთარ საზოგადოებას?! ეს სიგნალი იქნება ჩინეთისთვისაც, რომ შეუძლია გააძლიეროს თავისი გავლენები ცენტრალურ აზიაში. ამიტომაც დავწერეთ ზემოთ, რომ რუსეთი შეიძლება დროს ელოდებოდეს ანუ ამერიკაში არჩევნების დაწყებას. თუმცა, სექტემბერში არსებული სტატუს-ქვოს დაბრუნება უკვე წარმოუდგენლად ჩანს, ისევე როგორც მხოლოდ რუსულ სამშვიდობოებზე აზერბაიჯანის და თურქეთის დათანხმება. რუსეთისთვის იდეალურად ჩანს კიდევ უფრო შემომტკიცებული სომხეთი, მომადლიერებული აზერბაიჯანი და ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ორი კავკასიელი ერი. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს შეიძლება სულ არ დასჭირდეს პირდაპირი სამხედრო ზეწოლა აზერბაიჯანის შესჩერებლად და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით აიძულოს აზერბაიჯანი შეაჩეროს წინსვლა. ამაში რუსეთს ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს სომხური ლობის სახით საფრანგეთშა და ამერიკაში. დამხედველობიდან არ გამოგვრჩეს ნარიშკინის განცხადება კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს ტერორისტების მონაწილეობის თაობაზე, რაც რუსეთს, მათი ლოგიკით, ხელ-ფეხს უხსნის საქართველოს მოსთხოვს გზა ტერორისტებთან საბრძოლველად.
რას იგებს თურქეთი?! აზერბაიჯანის მიერ თუნდაც 5-7 რაიონის დაბრუნების შემთხვევაში, მისი გავლენა რეგიონზე უფრო იზრდება, ისევე როგორც მისი, როგორც შავი ზღვის ყველაზე ძლიერი რეგიონალური მოთამაშის როლი და ამბიციები. ამ პერსპექტივას არ მიესალმება ამერიკა, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთმა უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანის სამხედრო მხარდაჭერა.
რას იღებს ახალი სტატუს-ქვოთი საქართველო და რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს მოკლე - წინასაარჩევნოდ და საშუალოვადიან პერსპექტივაში - ახალი მთავრობის პოლიტიკის ფორმირებისას?! 1. ის, რომ დღეს კავკასია საერთაშორისო საზოგადოების ფოკუსში არ არის: კონფლიქტის დაწყებიდან ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც დასავლეთი მხოლოდ უხერხემლო შეშფოთებით შემოიფარგლება; 2. მიიღებ იმდენს, რამდენის აწევის თავიც გაქვს - ამ იმედით მიიწევს წინ აზერბაიჯანი, მანამ სანამ შეაჩერებენ; 3. თურქეთი გაცილებით სანდო და ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი მთელ მსოფლიოში გაფანტული სომხური ლობით; 4. ამერიკას თუ უნდა დარჩეს რეგიონში, მას პარტნიორად, ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველო რჩება (წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგავს დიდ: ახლო აღმოსავლეთ-ცენტრალური აზია-კასპია-კავკასიის რეგიონს). იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ის, აღარ გააგრძელებს ამერიკის მიერ მსოფლიოში პოზიციების დათმობის გაუგებარ და მისთვისვე დამღუპველ პოლიტიკას, რამაც პრობლემების თავად ამერიკის შიგით გადატანა გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური როლისა და ფუნქციის ხელახალი გადააზრების და უპირატესობად ქცევის შანსი უჩნდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის „ქართული ოცნების" მიერ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რუსეთთან უნისონში საქართველოსთვის მიჩენილ „სოფლის ორღობის" როლზე, რამაც თავისი დამაგრეველი ასახვა საქართველოს თავდაცვის სისტემაზეც ჰპოვა და რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოჩნდა სომხეთის და აზერბაიჯანის საბრძოლო მომზადებისა და შეიარაღების ფონზე. დღეს, როცა მსოფლიოში გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრების წანაცვლება მიმდინარეობს, საქართველოს მხოლოდ ამბიციური, სტრატეგიულად მოაზროვნე ხელისუფლების ხელში გაეხსნება შესაძლებლობების ფანჯარა და არა „ქართული ოცნების", რომელმაც საქართველოს, რუსეთთან შეთანხმებით, თვითგანადგურების რეჟიმი ჩაურთო.
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა