20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief

ფარული პოლიტიკური თამაშების ანატომია - რას გვასწავლის ავღანეთი

08.16.2021 | 11:16 ნახვები: 530

დღეს ყველაზე ხშირად ისმის ფრაზა, რომ მსოფლიო იცვლება და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ არავინ ამბობს, როგორი იქნება მსოფლიო, ან რატომ იცვლება და რა კანონზომიერებები განაპირობებს ამ ცვლილებებს.

ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონში შეცდომა დაუშვეს, როდესაც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ეს აშშ-ს საერთაშორისო ავტორიტეტს ძალიან შეარყევს, რომ ავღანეთში აშშ-ს მარცხი მისი ჰეგემონიის დასასრულს ნიშნავს.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით ამერიკელებმა დიდი თავსატეხი გაუჩინეს პოლიტიკურ ოპონენტებს: ჩინეთს, რუსეთს, ირანს და რომ ახლა, თალიბანის შეკავება სწორედ ამ ქვეყნების სასიცოცხლო გეოსტრატეგიულ ინტერესებში შედის და მათთვის ეს სერიოზული ხაფანგია, რომელშიც აშშ-მ ისინი შეიტყუა.

ცხადია, ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, ორივე შეიცავს რაციონალობის მარცვალს და ექვემდებარება აქამდე არსებულ გეოპოლიტიკურ ლოგიკას, მაგრამ ახლა მთავარი იმის გარკვევაა, მუშაობს თუ არა კვლავ ის პრინციპები, რომლითაც დღემდე არსებული მსოფლიო წესრიგი მოვიდა და ჩვენს თვალწინ ირღვევა. რომ მუშაობდეს, ცხადია ახლა სხვა ვითარება გვექნებოდა.

ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ , ავღანეთის აშშ-ს სარდლობის ნაწილს მიაჩნდა, რომ თალიბანს არ ეყოფა საკმარისი რესურსი მთელი ავღანეთის გასაკონტროლებლად. უკვე ნათელია, რომ შეცდა. ქაბული იმაზე ადრე დაეცა, ვიდრე ამას თვითონ ამერიკელები ვარაუდობდნენ.

იმის გარკვევა, ამოიღეს თუ არა რაიმე ფორმით ამერიკელებმა ავღანეთში ჩასხმული ტრილიონობით დოლარი, ან ელოდებიან თუ არა ამის კომპენსაციას ახლო აღმოსავლეთში შემდგომში განვითარებული პროცესებით, სადაც მათ ცეცხლის ალში გახვეული რეგიონი და მათი დაუძინებელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დატოვეს ახლა შეუძლებელია, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ ამაზე პასუხს არცთუ შორეულ მომავალში.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ ქვეყნის შიგნით თალიბანს იმაზე მეტი მომხრე და თანამგრძნობი აღმოაჩნდა, ვიდრე ამას ალბთ, ვაშინგტონში ელოდნენ.

ვერც საბჭოთა კავშირმა, ვერც შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლეს ავღანელებისათვის საკუთარი წესრიგის თავსმოხვევა ელემენტარული მიზეზის გამო - კომუნისტური და ლიბერალური მსოფმხედველობები საერთოდ აცდენილია ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები განსხვავებული ხალხებისათვის. არც ერთ ამ იდეოლოგიას არ დახვდა ადგილზე ნიადაგი, რომელშიც ის გაღვივდებოდა და ნაყოფს გამოიღებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლა სწორედ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის შემდეგ დაიწყო. საბჭოთა იმპერიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვა სწორედ ამ გზით გადაწყვიტა. ავღანეთში ომის საშუალებით კრიზის გდაწყვეტის კარგად აპრობირებული მეთოდი საბედისწერო აღმოჩნდა საბჭოთა კავშირსათვის. გაიმეორებს თუ არა ამ ხვედრს შეერთებული შტატები, მალე გამოჩნდება, ანუ აღმოჩნდება თუ არა თალიბანი ამერიკელებისათვის საკუთარი ხელით გამოთხრილი დასაკლავი დანა.

ცხადია, რომ ისლამური სახელმწიფოსაგან განსხვავებით, თალიბანმა ამ ეტაპზე სხვა სტრატეგია აირჩია და მაქსიმალურად ერიდება სისხლის ღვრას და აღებულ ქალაქებში ანგარიშსწორებას და ბარბაროსობას. ის ბევრად უფრო თავდაჯერებულად და ცივილიზებულად მოქმედებს, ჩანს, რომ აქვს მკაფიო ხედვა მოვლენათა შემდგომი გამვითარებისა, როგორც საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

ამ ეტაპზე თალიბანის გაცხადებული მიზანი ახალი რელიგიური სახელმწიფოს - ავღანეთის სააამიროს შექმნაა, რომელიც ისლამურ სამართალს, შარიათს დაეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთი ისლამის გავრცელებამდეც რელიგიური მმართველობის ქვეყანა იყო და მას მობედები (ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები) მმართავდნენ. როგორც ჩანს, გარკვეული კანონზომიერება აქაც არსებობს.

ის ქვეყნები, რომელთაც მაზდეანობის შემდეგ ისლამი მიიღეს, განსაკუთრებით მიდრეკილები არიან რელიგიური წესრიგისაკენ. მას შემდეგ, რაც დროებითი მთავრობა ოფიციალურად გადააბარებს ხელისუფლებას თალიბებს, არსებობს მოვლენათა განვითარების რამდენიმე შესაძლებლობა:

1. თალიბებმა განაგრძნონ იმ ტერიტორიების შემოერთება, რომელზეც მონათესავე ხალხები ცხოვრებენ და სადაც მათ ასევე, ჰყავთ ფარული თუ ღია მხარდამჭერები, მაგალითად, ტაჯიკეთი, პაკისტანი, რომლის მიმართ თალიბებს განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებთ და რომლის ტერიტორიებსის ნაწილს ისინი პუშტუნების საკუთრებად მიიჩნევენ;

2. უარი თქვან ავაღანეთის ფარგლებს გარეთ ინტერვენციაზე და დაიწყონ ქვეყნის გაერთიანება და საერთაშორისო აღიარებაზე ფიქრი, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რეგიონში სიმშვიდის მომტანი იქნება.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, თუ რა პოზიციას დაიკავებს საერთაშორისო საზოგადოება ახალი რეალობის მიმართ და რამდენად შეძლებს მოცემულობად მიიღოს, ის რომ საერთაშორისო ტერორორისტულ ორგანიზაციების ნუსხაში შეტანილი მოძრაობა აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს სათავეში.

***

საქართველოში გარკვეულ წრეებში პოპულარული გურუს, დუგინის მიხედვით, ევრაზიის კონტინენტი არის „ჰართლენდი", ანუ მიწის გული, ვინც ფლობს ავღანეთს, ის ფლობს „ჰართლენდს", ის ფლობს მსოფლიოს. არ ვიცი, რა აზრი აქვს ახლა დუგინს, რომელიც ხშირად ცვლის ხოლმე თავის თეორიებს, როდესაც ავღანეთს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ძალა აკონტროლებს, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ კონიუქტურაში სერიოზული ტექტონიკური ძვრა მოხდა და ახლა ძალიან მძლავრი ბიძგების მოლოდინში უნდა ვიყოთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუგინის „ორიგიონალური" მოსაზრება ევრაზისტებში პოპულარობისთ არ სარგებლობს.

თუ მოვლენათა განვითარების დინამიკამ რუსეთი იძულებული გახადა სამხედრო ფორმით ჩათრეული იქნას კონფლიკტში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მისთვის საბედისწერო აღმოჩნდენბა და მისი ისედაც მყიფე მთლიანობის რღვევის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მინდოდა დამეწერა, რუსეთს ეყოფა წინდახედულება-მეთქი, მაგრამ აქვე გავაცნობიერე, რომ არ ვარ დარწმუნებული. ასევე, ძნელად პროგნოზირებადი იქნება შეერთებული შტატების შემდგომი გადაწყვეტილებები, თუ თალიბები პაკისტანის პუშტუნური ტერიტორიების მიმართ განაცხადებს პრეტენზიას.

სამართლიანად იკითხავს ბევრი, რა სისულელეა, პაკისტანი ხომ ბირთვული სახელმწიფოაო? დიახ, ასეა, მაგრამ ამ ბირთვულ სახელმწიფოს რიგი ობიექტური მიზეზების გამო ძალიან უჭირს ვაზირისტანის პრობლემის მოგვარება და მისი სამმგი დიპლომატია აშშ-ს, თალიბებს და ვაზირისტანის პუშტუნებს შორის მაინცდამაინც წარმატებული ვერ არის და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

ასე, რომ გადაჭრით თქმა, დატოვეს თუ არა, ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთი მათი სურვილის მიუხედავად, მაინც რთულია.

დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პრცესების აღწერა დღემდე არსებული სქმებით და ხედვებით ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.

ავღანეთში შექმნილი ახალი რეალობის შესაბამისად, არც ის გამოირიცხება, რომ დიდ გეო-პოლიტიკურ აქტორებს მიძინებული ისლამური სახელმწიფოს გამოღვიძებაც დასჭირდეთ სიტუაციის სამართავად.

არის ფაქტორი, რომელიც ასევე იმსახურებს დაფიქრებას: ალბათ დაინტერესებულ წრეებს კარგად ახსოვთ, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამდე აშშ-ს პოლიტიკური წრეები და თალიბანის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ მოლაპარაკებებზე. ინფორმაცია ამ შეხვედრების შედეგებზე ძალიან მწირი იყო ღია საინფორმაციო წყაროებში. არაფერია ცნობილი შეხვედრების დღის წესრიგისა და შედეგების შესახებ.

ჩნდება კითხვა: რამდენად განიხილებოდა ამ შეხვედრებზე მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი და რამდენად კონტროლირებადია ის ამჟამად. არის გარკვეული ასპექტები, რაც გვაფიქრებინებს რომ პროცესები მაინც გამოვიდა აშშ-ს კონტროლიდან, რასაც ცალსახად ადასტურებს ქაბულიდან საელჩოს ფორსირებულად ევაკუაციის ძალიან უსიამოვნო კადრები.

მაინც რა იყო აშშ-ს ავღანეთიდან გამოსვლის და ძალაუფლების თალიბებისათვის გადაბარების მთავარი მიზეზი? კომუნისტების მიერ დასმულმა ნაჯიბულამ რამდენიმე წელი მაინც შეინარჩუნა ძალაუფლება საბჭოთა ჯარების ქაბულიდან გასვლის შემდეგ, ავღანეთის ამერიკულმა მთავრობამ კი 3 კვირა ვერ შეინარჩუნა რეალურად ძალაუფლება და უბრძოლველად ჩააბარა ქვეყანა.

ავაღანეთში თალიბებთან დაპირისპირებულმა სხვადასხვა ტომებმაც, არ მოინდომეს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ამერიკელების პროტექტორატის ქვეშ მყოფი აშრაფ ღანის კორუმმპირებული მთავრობა თალიბებზე მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის.

დრომ აჩვენა, რომ ამერიკელების ცნობილი ფორმულა , „ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილია".. ყველგან არ ამართლებს.

ყველა ხალხი დროსა და სივრცეში არსებობის საკუთარ პარადიგმას ეფუძნება, რომელსაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

ავღანეთი უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ისტორიული ბაქტრიაა. მისი და გნებავთ, თალიბანის განხილვა ჩამორჩენილ უკულტურო ტომთა გაერთიანებად არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა საბჭოთა კავშირმა და გაიმეორა შეერთებულმა შტატებმა.

სტაბილურობა ნებისმიერ ფასად, რომელიც აშშ-სთვის არის გავლენის ქვეყნებში მთავარი ღირებულება, ხშირად მათსავე წინააღმდეგ მუშაობს.

ირანის ისლამური რევოლუცია განაპირობა ამერიკელების მხრიდან კორუფციაში ჩაძირული რეზა ფეჰლევის მხარდაჭერამ. ფაქტიურად იგივე მოხდა ავღანეთშიც ახლა.

ისტორიის ზედაპირული მცოდნესათვისაც კი ძალიან მარტივია ირანში და ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა.

ძალიან მალე შეერთებული შტატები იგივე პრობლემის წინაშე დადგება ერაყშიც, რადგან თვისობრივად არაფერი შეცვლილა და რისთვისაც ერაყის მოსახლეობა სადმ ჰუსეინს დაუპირისპირდა, იგივე პრობლემები დგას ახლაც მათ წინაშე.

რას გვასწავლის ავღანეთი?

კორუმპირებული ხელისუფლების მხარდაჭერა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება. არ შეიძლება პარტნიორად შერჩეულ ქვეყნებში მხედველობის მიღმა დატოვო მათი ეთნო-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური თავისებურებები.

ქვეყანა არ არის მარტო გეოგრაფიული სივრცე, თუმცა ნებისმიერ სივრცეს თავისი წესრიგი აქვს, რომლის დარღვევაზე იმუნური პასუხი აქვს. ილუზია აღმოჩნდა „ისტორიის დასასრული", რომელიც თანამედროვე ლიბერალური სამყაროს გზამკვლევი იყო.

სამყაროს განვითარების პროექტებში მოქცევის პრაქტიკა დასრულდა, მსოფლიო იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც აღმოჩნდება ის უმრავლესობის წარმოსახვაში და არა გენიოსების შედგენილ პროექტებში.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა