ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

ლელა ჯეჯელავა: „სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დასავლეთისთვის კავკასიაში რუსეთის გავლენების შესასუსტებლად ერთ-ერთი შესაძლებლობაა!"

10.23.2020 | 15:59 ნახვები: 1290

რა გავლენას მოახდენს სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე? - ამ თემებზე „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობა ცენტრის" ხელმძღვანელმა, ლელა ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიას" ვრცელი ინტერვიუ მისცა, საიდანაც მნიშვნელოვან დეტალებს გთავაზობთ. „ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს," - აცხადებს ქალბატონი ლელა და დასძენს, რომ ეს ახალი პრობლემა არაა, თუმცა ომი 1994 წელს დასრულდა და მას შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ასეთი მასშტაბის სამხედრო შეტაკება აღარ მომხდარა, რასაც ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი ჰქონდა.

ლელა ჯეჯელავა: დავიწყოთ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებით, რითიც ჩვენს თვალწინ ახალი გადანაწილება დაიწყო, ანუ ყველაფერ იმას, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება, ახლო აღმოსავლეთის მოვლენები უძღოდა. სხვათა შორის, ახლო აღმოსავლეთის პრობლემა ახლა გაყინულია, ანუ ჯერ არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, ძნელი სავარაუდო არ იყო, რომ ეს დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაზე გადმოვიდოდა. საერთოდ, ეს რეგიონი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია.

საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის პროცესებში, რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ბოლოს, ანუ მაშინ ჩაერთო, როცა იგრძნო, რომ პოზიციებს კარგავდა. რუსეთმა ამ სიტუაციის გარდატეხა რაღაც ეტაპზე მოახერხა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სამხრეთ კავკასიაში ახლა მიმდინარე მოვლენებში, რუსეთი მთავარი სოლისტია, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ორივე ლიდერი - ფაშინიანი და ალიევი მოსკოვში შეხვედრას დასთანხმდნენ...
ფაშინიანი რუსეთისთის ნამდვილად არასასურველი პოლიტიკური ფიგურაა და მის მიმართ ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთში რუსულენოვანი ტელეგადაცემები აკრძალა. სხვათა შორის, ამ კონფლიქტის დროსაც, დიპლომატიურ არენაზეც ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან. აი, მაგალითად, ემანუელ მაკრონს, ანგელა მერკელსა და ტრუდოს რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა. გარდა ამისა, სატელეფონი საუბრები აშშ-შიც ჰქონდა... მართალია, სამხედრო თვალსაზრისით, ამ კონფლიქტში აზერბაიჯანმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ დიპლომატიურ არენაზე, სომხეთი უფრო აქტიურია.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პომპეომ პირდაპირ განაცხადა, აშშ ამ კონფლიქტში თურქეთის ჩართულობას არ მიესალმებაო ანუ პომპეოს ამ განცხადებით, აშშ-მ დაადასტურა, რომ კონფლიქტში თურქეთია ჩართული. ამასთან, პომპეომ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაც თქვა, ვიმედოვნებ, სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შეტევას გაუძლებსო.
სხვათა შორის, თავიდან არსებობდა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი ე.წ. ბლიც-კრიკით, ესე იგი, დაახლოებით, ერთ კვირაში, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებდა და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ამის შემდეგ დასხდებოდნენ, მაგრამ როგორც ვნახეთ, ასე არ მოხდა.

ამასთან, თურქეთის ჩართულობაზე ყველა უკვე ღიად საუბრობს და ისიც ფაქტია, რომ იგივე ცოცხალი ძალითაც აზერბაიჯანს აშკარა უპირატესობა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე გარდამტეხი ცვლილებების შეტანა მაინც ვერ შეძლო - შვიდიდან მხოლოდ სამი რაიონი აქვს დაკავებული, თუმცა დღეს არსებული სურათით, აზერბაიჯანს აქვს პერსპექტივა, რომ დაკავებული ტერიტორიების გეოგრაფია გააფართოვოს. ისე, მინდა, იმ დეტალს გავუსვა ხაზი, რომელიც ამ კონფლიქტს უძღვოდა.

ისე, ჩვენი საზოგადოება, მგონი, ნაკლებადაა ინფორმირებული, რომ რამდენიმე თვის წინ, სომხეთში, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის, სევრის ხელშეკრულებაზე საუბარი ძალიან გააქტიურდა. სევრის ეს ცნობილი ხელშეკრულება, რომელიც 1920 წელს დაიდო და რომელსაც ასი წელი უსრულდება, სომხებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

- რატომ?

- ამ ხელშეკრულების მიხედვით, ანატოლიის ძალიან ბევრი რაიონი სომხეთის ტერიტორიაშია მოქცეული ანუ პრაქტიკულად ისე გამოდის, რომ მთელი დასავლეთ თურქეთი, სომხეთის სახლემწიფოს ფარგლებშია. თავის დროზე, ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.
სხვათა შორის, ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მომხდარა, თუმცა არც დეზავუირებულია. მართალია, ამის მერე, კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო, თუმცა რამდენიმე თვის წინ, სწორედ სევრითის ხელშეკრულების წამოწევა, მათ შორის, ნიკოლ ფაშინიანისგანაც, პირადად ჩემთვის, ძალიან უცნაური იყო. ამ ხელშეკრულებით, თურქეთი ძალიან წამგებიან მდგომარეობაშია. სხვათა შორის, რუსეთი ამ ხელშეკრულების მონაწილე არაა. ერთი სიტყვით, მაინტერესებს: ამ თემის გააქტიურება რამ გამოიწვია - ეს მხოლოდ სომხეთის შიდა პოლიტიკური განწყობების გამომხატველი იყო, თუ ყველაფერ ამაში მონაწილეობა დასავლელმა პარტნიორებმაც, მაგალითად, საფრანგეთმაც ხომ არ მიიღო.

- სხვათა შორის, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ყარაბაღის ომის გაცოცხლებით, რუსეთი მხოლოდ სომხეთს კი არ სჯის, არამედ, ერთგვარად გერმანიასაც უსწორდება - ცნობილია, რომ გერმანიას აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა, თუნდაც ენერგომატარებლების კუთხით აქვს...

- დიახ, ენერგეტიკულ და ტრანსნაციონალურ პროექტებში, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად მონაწილეობს და ცხადია, რომ აზერბაიჯანი გერმანიის ინტერესებში შედის. ამასთან, გერმანიაში თურქული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია და თუ ამ კონფლიქტზე ძალიან თავშეკავებული პოზიცია არ ექნებოდა, მერკელს სირთულეები, შესაძლოა, ადგილზე შექმნოდა.


- ესე იგი, ვერსიას, რომ ყარაბაღის გაცოცხლებული კონფლიქტით, რუსეთი გერმანიას სჯის, არსებობის უფლება აქვს, არა?

- ამ ეტაპამდე რასაც ვხედავ, დასავლეთის საერთო ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები შემცირდეს. მართალია, იმ ღირებულებებიდან, რაც ევროატლანტიკურ სივრცეს აქვს, თურქეთის ლიდერი ხშირად უხვევს, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს ქვეყანა მაინც ნატო-ს წევრია, შესაბამისად, იმ წესებით უნდა ითამაშოს, რომელიც ამ ორგანზიაციისთვისაა დადგენილი. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ ის, რაც ახლა ხდება, დასავლეთისთვის, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შესასუსტებლად, ერთ-ერთი შესაძლებლობა იყოს.
სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან, თურქეთი აზერბიჯანის მოკავშირე მხოლოდ დიპლომატიური კი არა, სამხედრო თვალსაზირისითაცაა. საქართველო აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში, რუსეთის პოზიციები არცთუ კარგად გამოიყურება.
თუ აზერბაიჯანი ამ კონფლიქტით ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, მაშინ სომხეთში, ისედაც არსებული ანტირუსული განწყობა კიდევ უფრო გაღრმავდება და რუსეთი, პრაქტიკულად, სომხეთზე გავლენების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.

- არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან სომხეთში რუსეთს საკუთარი სამხედრო ბაზა აქვს.

- დიახ, მაგრამ გიუმრის სამხედრო ბაზა, მიუხედავად იმისა, ამ ტერიტორიაზე 49-წლიანი ხელშეკრულებით არსებობს, იმხელა მასშტაბის არაა, რომ არ გამოვრიცხავ, მომავალში მისი გაყვანის საკითხიც დადგეს...
ერთი სიტყვით, თუ დასავლეთმა ახლა კონფლიქტის შეჩერება და ამ ორი ქვეყნის მოლაპარაების მაგიდასთან დაჯდომა შეძლო, მაშინ რუსეთის გავლენები, რასაკვირველია, შესუსტდება. ეს ამ კონფლიქტის ერთადერთი პოზიტივი იქნება, მაგრამ აქვე, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც არსებობს.

- სახელდობრ?

- მთიანი ყარაბაღის აღიარებაზე ლაპარაკი უკვე ძალიან ღიად დაიწყო, ანუ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რომლის შინაარსიც გამოქვეყნდა, ფაშინიანმა საკითხი პირდაპირ დასვა, ეს ჩვენი ერთ-ერთი პირობაა, რომლითაც შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთო. მაკრონმა უპასუხა, დიახ, ეს შესაძლოა, ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი იყოსო.

სხვათა შორის, 23 ოქტომბერს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი მარტუნის რეგიონის სოფლებს „სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს.
„დღეს, დილიდან აზერბაიჯანულმა ძალებმა მარტუნის რეგიონის სოფლების, კარმირ შუკასა და ტაგავარდის, დაბომბვა "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაიწყეს," - აცხადებენ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში.
23 ოქტომბრის მონაცემებითვე, როგორც მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ.თავდაცვის არმიაში აცხადებენ, „აზერბაიჯან-თურქეთის აგრესიას" კიდევ 27 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა და, შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობა 927-მდე გაიზარდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა