მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება
მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს
საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
In Donetsk region, 3,144 children still live in communities along frontline

არჩევნები 2020 და პოპულისტების აღლუმი

10.23.2020 | 21:56 ნახვები: 789

ავტორი: თენგიზ აბლოთია


არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში ქართული პოლიტიკური სპექტრი იმ მავნე მოვლენამ სრულად დაიპყრო, რომელიც მისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო, თუმცა დღეს ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
დღეს საქართველოში უკიდეგანო, შეუზღუდავი, და აღვირახსნილი პოპულიზმი ბატონობს.
ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკა, რაც აქვს - იძირება პანდემიის პირობებში, ვითარების გაჯანსაღებისთვის საჭიროა არაორდინარული, და როგორც წესი, უკიდურესად არაპოპულარული ზომები, თუმცა, მათზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს - უმეტესობამ გასაკეთებელი რა არის უბრალოდ არ იცის, ვინ იცის - საგულდაგულოდ მალავს..
არჩევნების წინ არ არის მიღებული ისეთი რამის თქმა, რაც ამომრჩევლის ყურს არ ესიამოვნება.
ამიტომაც „ეკონომიკური აღორძინების" ერთი და იგივე, სრულიად უსარგებლო რეცეპტები გვესმის - პენსიების და ხელფასების ზრდა, გადასახადების შემცირება და ამავე დროს სოციალური ვალდებულებების არნახული ზრდა, საბანკო პროცენტების შემცირება, ხელფასების ზრდა, წამლების გაიაფება...
მოკლედ ბევრი-ბევრი თაფლკვერი, და არავითარი მათრახი.
თუ რამე მეტყველებს ქართული პოლიტიკური კლასის სიდაბლეზე და არაკომპეტენტურობაზე - პირველ რიგში ეს პოპულიზმის აღლუმია.
არ დაიჯეროთ, როდესაც გეტყვიან - ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის საჭიროა მკაცრი და არაპოპულარული ზომები, მაგრამ არჩევნების წინ ამას არ ვამბობთ.. აი, ხელისუფლებაში თუ მოვედით - აუცილებლად გავაკეთებთ.
ასე არ გამოვა - ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თავისივე დაპირებების მძევალი ხდება, თანაც ძალაუფლებამ მიჩვევა იცის, არჩევნები კი თითქმის ყოველ წელსაა მოსაგები..
და ისევ - პენსიები, წამლები, შემწეობები, საბანკო პროცენტები, ბევრი-ბევრი თაფლკვერი, და რაც მთავარია - არავითარი მათრახი, ხალხს ხომ მათრახი არ უყვარს.
ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება, ასევე ნაირ-ნაირი ოპოზიცია, არარსებული ეკონომიკის აშენებას შემწეობების მომატებით და წამლების გაიაფებით აპირებს.
ერთად-ერთი მეტ-ნაკლებად ეკონომიკური ხასიათის ზომა, რომელსაც სთავაზობენ ქვეყანას ხელისუფლების ოპონენტები, არის გადასახადების შემცირება.. ოღონდ პარალელურად - სოციალური ვალდებულებების მკვეთრი ზრდით.
არ იკითხავთ - როგორ უნდა გაიზარდოს ხარჯები შემოსავლების შემცირების პარალელურად? აქაც რეცეპტი პირდაპირ მოტყუებამდე მარტივია - უნდა შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები.
ოღონდ ამას რომ ამბობთ - არ უნდა დაგავიწყდეთ - თქვენ საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული 280 000 ადამიანი, თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად გისმენთ.. ეს არის უზარმაზარი საარჩევნო ძალა, რომელიც სიტყვა „შემცირება"-სგან კომაში ვარდება.
ამიტომაც აუცილებლად უნდა დაამშვიდოთ - რა თქმა უნდა, ხარჯების შემცირება არამც და არამც არ შეეხება სახელმწიფო აპარატის რიგით წევრებს... მათი ხელფასები არათუ არ შემცირება, არამედ გაიზრდება.
ხარჯების შეკვეცა კი - მხოლოდ უმაღლეს აპარატს, მივლინებებს, თბილ ადგილებზე მომჯდარ უსაქმურ ქოც-ნათესავებს, და მრავალრიცხოვან სიპ-ებს შეეხება...
თუმცა, არავინ არ ამხელს, რომ ეს შემცირება შესაძლოა, ცალკე აღებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუმცა, ამის ხარჯზე პენსია 1-2 ლარით თუ მოიმატებს...
არაუშავს, ჩვენ კი ვიცით, რომ გადასახადების შემცირება და სოციალური ხარჯების ზრდა ერთდროულად შეუძლებელია, მაგრამ ხალხმა ხომ არ იცის..
ქართული პოლიტიკური სპექტრი ღრმად წარსულშია ჩარჩენილი და ვერ აცნობიერებს ახალ რეალობას - ამომრჩეველი იმდენჯერ მოატყუეს ლამაზი დაპირებებით, რომ დღეს მათი არავის სჯერა. უკანასკნელ ბაზრის მოვაჭრეს ან ტაქსისტს, რომლებზეცაა გათვლილი ეს უპასუხისმგებლო დემაგოგია, რომ ჰკითხოთ - დარწმუნდებით - პენსიების ზრდის და წამლების ფასების შემცირების არავის არ სჯერა.
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში სოციალ-პოპულიზმი დაასამარა - სადაც 5 მლრდ. დოლარის პატრონმა ვერ დაარიგა ფულები - სხვას რაზე უნდა ელაპარაკო?
წარმოდგენა, თითქოს ამომრჩეველი ხმას ლამაზ დაპირებებს აძლევს - შეცდომაა, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრის ღრმა გონებრივ ჩამორჩენილობაზე მეტყველებს... სინამდვილეში აქაური ელექტორატი სულ სხვა რამეს აფასებს - სიმპატია-ანტიპატიებს ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს - ავტორიტეტული, ძლიერ ლიდერის არსებობა, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - პარტიის ზოგადი „სერიოზულობა".
ქართველი ამომრჩეველი ხმას არ აძლევს პატარა პარტიებს, იმიტომ რომ მათში სერიოზულობას, მასშტაბურობას და ხელისუფლებაში მოსვლის მზადყოფნას ვერ ხედავს. ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დაპირებები..
სწორედ ამიტომ აზიანებს ოპოზიციური პარტიებს დაუმთავრებელი ურთიერთკინკლაობა - არა იმიტომ, რომ ვინმეს მათი გაერთიანების ილუზია აქვს, არამდე იმიტომ, რომ ორღობე გარჩევებში გაჭედილი პარტიები არასერიოზულად გამოიყურებიან..
ამიტომაც, ბატონო პოლიტიკოსებო - თქვენი უსაზღვრო პოპულიზმის საკუთარი თავის და ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.
გამოდით და პირდაპირ თქვით, რომ წინსვლას დასჭირდება ძალიან მტკივნეული და არაპოპულარული ზომების მიღება - უცხოელებისთვის აგრარული მიწების ფლობის უფლების დაბრუნება, გიგანტური ჰესების ნებისმიერ ფასად აშენება, გლეხებისთვის ყოველგვარი სუბსიდიების მოხსნა, სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებისთვის შეღავათების დაწესება, რამ მრავალ იმპორტიორს გააკოტრებს, და ა.შ.
და რაც მთავარია - დაუნდობელი ბრძოლა არაფრის მაქნის ქართულ მამა-პაპურ მენტალიტეტთან, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა.
თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს უტოპიაა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება - პენსიები, წამლები, შემწეობები, სესხების გადავადება..
და ჩვენ კიდევ ერთხელ წავალთ ახალ წრეზე.. როგორც მთელი ეს 30 წელი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა