აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

არ დაბრუნდე, მიშა!!

09.07.2021 | 16:22 ნახვები: 1598

სააკაშვილმა ჩამოსვლის შესახებ ისევ განაცხადა. არჩევნების პერიოდისთვის. დაზუსტების გარეშე - როდის, რომელ რიცხვში, რომელი რეისით. უბრალოდ ჩამოდის.
ეს მისი პირველი ამგვარი განცხადება არაა - ის თავის მომხრეებს საქართველოში ჩამოსვლას არაერთხელ შეჰპირდა, თუმცა, ჯერ-ჯერობით კიევში დარჩენა არჩია. იყო თუ არა ეს მომხრეების გამხნევების საშუალება, თუ ის მართლაც დაბრუნებას გეგმავდა და ბოლო მომენტში თავის განძრახვაზე უარს ამბობდა - ძნელი სათქმელია.
ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ საბოლოო ჯამში კეთილი გონება იმარჯვებდა და ის უკრაინაში რჩებოდა.
ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ - სააკაშვილის მართლად ჩამოვიდა. რას მოუტანს ეს ქვეყანას მთლიანობაში და მას პირადად?
დარწმუნებული ვარ - კარგს არაფერს და ამჯერადაც ყველასთვის უკეთესი იქნება მან საქართველოში ჩამოსვლა ისევ გადაიფიქროს.
მისი მომხრეები 3 რამეში არიან დარწმუნებულები.
პირველი - სააკაშვილის ჩამოსვლა ქართულ პოლიტიკურ ჭაობს გამოაცოცხლებს, და ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დასაწყისი იქნება.
მეორე - ის 2003 წლის რევოლუციის განმეორებას შეძლებს.
მესამე - ქართულ ოცნებას საქართველოში არაფრის არ ეშინია - მხოლოდ სააკაშვილის დაბრუნების.
სამწუხაროა თუ საბედნიერო, ვისთვის როგორ, მაგრამ ეს სამივე თეზისი ღრმად მცდარი და ადამიანი, რომელიც დღეს მიშას არწმუნებს „ჩამოდი, ყველაფერი მზადაა, ხალხი რევოლუციისთვის მომწიფდა და მხოლოდ შენ გელოდებიან" - ექს-პრეზიდენტის მტერია.
რეალობა ამ ილუზორული წარმოდგენისგან ძალიან შორსაა.
პირველ რიგში - სააკაშვილი არაერთგვაროვანი ფიგურაა,და მას რამდენი მომხრეც, იმდენივე მოწინაამღდეგეც ჰყავს.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. რომ „ქართულ ოცნებას" ქუდზე კაცი ჯერ არ გამოუცხადებია, და მიშას წამოსვლა სწორედ ამის პირობას ქმნის - სააკაშვილის მომხრეებთან ერთად მოწინაამღდგეებიც გააქტიურდებიან და ჩვენ ძალიან საშიშ რეალობას მივიღებთ - კონტრაქციებს და ურთიერთდაპირისპირებულ მიტინგებს, რომლებსაც პოლიციის ვიწრო კორდონი ჰყოფს.
თუ გავითველისწინებთ, რომ ერთ მხარეზე ოპოზიციონერი, მეორეზე კი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მასა იქნება - ძნელი მისახვედრი არაა, ვინ იქნება მეტი.
სააკაშვილი ასევე ვერ შეძლებს ქართული ოპოზიციური პოლიტიკის მთავარი პრობლემის - ქუჩის გამოსვლების არასაკმარისი მასობრიობის - გადაწყვეტას. ის, რომ საშუალო ფენა, რომლის უმრავლესობაც ხელისუფლებით უკმაყოფილოა და არჩევნებში ოპოზიციას ხმასაც კი აძლევს, ქუჩაში ჯიუტად არ გამოდის, გამოწვეულია არა მხოლოდ ძლიერი ქარიზმატული ლიდერების დეფიციტით, არამედ საზოგადოებაში მოდებული არნახული პოლიტიკური აპატიით, ნიჰილიზმით და პასიურობით. ადამიანთა დიდ უმრავლესობას ქვეყანაში მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი გადაეწურა და ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და ემიგრაციაზე ფიქრობენ - თავად თუ არა, შვილებისთვის მაინც.
ამ რეალობას ვერ შეცვლის სააკაშვილი, რომელიც მასაში იმდენად პოპულარული არაა, როგორც მის ფან-კლუბს წარმოუდგენია. ამიტომაც, მოქალაქეთა პოლიტიკური აქტიურობა მიშათი თუ მის გარეშე ერთნაირი იქნება.
სააკაშვილი 2003 წლის ნოემბრის გამეორებას ვერ შეძლებს, თუნდაც იმიტომ, რომ გარეთ 2021 წელია და დღევანდელი რეალობა შევარდნაძის დროსგან რადიკალურად განსხვავდება.
ოპოზიციური კვლევებიც კი აღიარებენ, რომ პარტიებს შორის პირველ ადგილზე რეიტინგით „ქართული ოცნებაა", ამას დაუმატეთ ის, რაც შევარდნაძეს არ ჰქონდა - ეფექტური სახელმწიფი სტრუქტურები, ერთგული საბიუჯეტო სფერო და მოტივირებული ძალოვნები.
ქუჩის ლოგუნეგით და „წადი, წადი"-ს ძახილით ამ ძალას სახლში ვერ გაუშვებ.
ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შეხვალ და ეს განსაკუთრებით აქტუალურია სააკაშვილისთვის, რომელიც არც თვითონაა ისეთ პოლიტიკური ფორმაში, როგორშიც 2003 წელს იყო. 2012 წლის შემდეგ მისი პოლიტიკური ცხოვრება მარცხების ისტორიაა და ეს მის პიროვნულ თვისებებზე აუცილებლად აისახება - ძირითადად, ნეგატიურად..
და რა თქმა უნდა, ქოცებს მიშას ჩამოსვლა არ აშინებთ - ეს მათთვის არასასურველია, რადგანაც ქოცებისთვის მიშას დაჭერა დიდი პრობლემების მომტანია. სააკაშვილი ხელისუფლებას ბევრ სირთულეებს ციხეშიც შეუქმნის - პირველ რიგში საერთაშორისო არენაზე.
ქოცებისთვის მიშა საქართველოში - გარეთ იქნება თუ ციხეში, არა შიშის ობიექტი, არამედ ზედმეტი თავის ტკივილია, ამიტომაც მათ მისი დაბრუნება არ სურთ.
თუმცა, ისიც ცხადია, რომ თავისუფლებაზე მყოფი მიშა თბილისში, ქოცების იდეოლოგიის სრული კრახი იქნებოდა და ის იჯდება ციხეში მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.
მელიასგან ან უგულავასგან განსხვავებით, მიშას გარეთ გამოსვლას ვერ საერთაშორისო საზოგადოება უშველის - ქოცები ყველაფერზე წავლენ, დასავლეთს საბოლოოდ დაშორდებიან, რუსეთს მიეყიდებიან, ჩინეთს ყველაფერს 1 ლარად მიჰყიდიან, ქვეყანას სისხლში ჩაახჩობენ, თავიანთ მომხრეებს ნაჯახებს დაურიგებენ, მაგრამ მიშას გარეთ არ გამოუშვებენ.
რა თქმა უნდა, იყო „რეჟიმის მთავარი მსხვერპლი" - ამას გარკვეული რომანტიული ელფერის აქვს, თუმცა, 1-2 თვით. დრო გავა, ხმაური ჩაწყნარდება, პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები შეწყდება, კონგრესმენების და ევროდეპუტატების წერილები სულ უფრო იშვიათ გახდება, თავისუფლების აღკვეთა კი კვლავ გაგრძელდება. მარტოობაში და უიმედობაში.
შემიძლია აგიღწეროთ როგორ განვითარდება მოვლენები. პირველ რიგში, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მიშას საქართველოში საერთოდ არ შემოუშვებენ - მის თვითმფრინავს კი კიევში დააბრუნებენ.
თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ - მიშა მართლაც ჩამოვიდა. მას 10-15 ათასი გულმხურვალე მომხრე დახვდება და სწორედ ამ მომენტიდან მისი სიცოცხლე და თავისუფლება დამოკიდებული იქნება მის ირგვლივ მუდმივად მყოფ ადამიანთა რაოდენობაზე.
ყველაფერი ისევ ჩვეული მოდელით განვითარდება - პირველ დღეს 15 000, მეორე 10 000, მესამე 5000... და ბოლო ჩვენ მელიას ისტორიის განმეორებას ვიხილავთ - მიშას ირგვლივ დარჩება 1000 კაცი - იდეურად მოტივირებული, სულით ძლიერი, სპეცრაზმთან დაპირისპირებისთვის მზად - მაგრამ არასაკმარისი რაოდენობის.
ბოლო გაბრძოლება კი პოლიციის იმ შენობასთან დასრულდება, სადაც ამ დროს სააკაშვილის იქნება პატიმრის როლში - წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით.
ჩვენ ამ სურათის მოწმენი მრავალჯერ ვიყავით და ის კვლავ გველის სააკაშვილის ჩამოვლის შემთხვევაში.
ამიტომაც, იმედია, მიშა ამჯერადაც გადაიფიქრეს. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება და პირველ რიგში თავად სააკაშვილისთვის.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა