მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

„ოცნების" წამზომი ჩართულია - დამარცხების ტოლფასი 48%

11.01.2020 | 13:40 ნახვები: 1643

31 ოქტომბრის არჩევნებმა ნათლად დაანახა მთელ საქართველოს, თუ რატომ შეაკლა თავი ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას. ყველაფრის - გაყალბების, ტოტალური მობილიზაციის, ე.წ. ქურდული სამყაროს აქტიური ჩარევის, შანტაჟის, მოსყიდვის იუხედავად, „ქართულმა ოცნებამ" პროპორციული არჩევნები წააგო და ორი ვარიანტი აქვს გადარჩენისთვის - პირველია ე.წ. პატრიოტთა ალიანსთან მაკომპრომეტირებელი კავშირი პარლამენტში.

ადრე, როდესაც კარგი დრო იყო და „ოცნებას" 90% ჰქონდა, ის ე.წ. პატრიოტებისგან ხაზგასმით დისტანცირებას ახდენდა. რა თქმა უნდა, მათ შორის ყოველთვის იყო პირდაპირი კავშირი, თუმცა ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყო ღია და დაუფარავი.

როდესაც საქმე კარგადაა - შეიძლება, პოტენციურ მოკავშირეს ამრეზით უყურო და მასთან კავშირის აფიშირებისგან თავი შეიკავო, თუმცა როდესაც საქმე ცუდადაა, თეთრი ხელთათმანით თამაში არ გამოდის. ვითომ პროდასავლურ „ქოცებს" კრემლის აგენტურასთან შესაძლოა, ღია თანამშრომლობა დასჭირდეს.

როდესაც საკითხი გადარჩენა-არგადარჩენას ეხება, უარესსაც იზამ!

მეორე ვარიანტი - მეორე ტურებში ტოტალური გაყალბება და ისეთი მასშტაბის მოსყიდვა, რაც დღემდე საქართველოს არ უნახავს...

„ქართული ოცნება" საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და ეს არაა მხოლოდ პრაქტიკული საკითხი.

„ქოცებისთვის" 48% დამანგრეველი დამარცხებაა. ეს არის მათზე უძლიერესი მორალური დარტყმა და არავის ეგონოს, რომ ეს უმნიშვნელო ლირიკაა. „ქართულმა ოცნებამ" მორალური უპირატესობა დაკარგა, მას უკვე არ გააჩნია საკუთარი დაუმარცხებლობის შეგრძნება!

48% თუნდაც იმიტომ არის ღირებული, რომ „ქოცბრიგადირების" გამძღარი და უტიფარი სახეებიდან თავდაჯერებული ღიმილები გაქრა... ისინი აგრძელებენ ბაქი-ბუქს „დამაჯერებელ გამარჯვებაზე" და „რადარებიდან გაქრობაზე", თუმცა უწინდელი თავდაჯერებულობის გარეშე.

ეს არაა მხოლოდ მორალური საკითხი! ხვალ ამას შესაძლოა, პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს. „ოცნებას" თითქმის არ ჰყავს იდეური ამომრჩეველი, ფანატი ანტიმიშისტების გარდა, რომლების ყველაფერზე წავლენ მიშას ჯინაზე.

სახელისუფლებო პარტიის ძირითადი ამომრჩეველია ყვაყვარე, რომელიც ქარის მიმართულების შეცვლას ძალიან კარგად გრძნობს. შესაძლოა, მათ დაინახონ ოპოზიციაში პოტენციური გამარჯვებული და გადაბარგდნენ მის ბანაკში.

ასე ხდება, როდესაც მოსყიდული და უიდეო ამომრჩეველი გყავს - ამ ტიპის ამომრჩეველი იდეალურია, როდესაც ყველაფერი კარგადაა, თუმცა გაჭირვებაში პირველი ღალატობს დასუსტებულ პატრონს.

48%-ანი დამარცხება კატასტროფაა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც - ადამიანი, რომელიც 5,3 მლრდ. დოლარს ფლობს, არაა მიჩვეული მარცხს და ეს მისთვის პირადი შოკია.

ის მიჩვეულია გამარჯვებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და უცბად მარცხი იმათგან იწვნია, ვისაც ღირსეულ მეტოქედ არც კი განიხილავდა.

ამ ვითარებაში ძალიან არასწორია ოპოზიციის დადანაშაულება სისუსტეში, ან არასაკმარის აქტიურობაში. ოპოზიციამ შესაძლებელის მაქსიმუმი გააკეთა და, პრაქტიკულად, დაამარცხებდა ხელისუფლებას, რომ არა მაშველი მაჟორიტარული რგოლი.

ამიტომაც დაანებეთ თავი ოპოზიციის გინებას - ის ისედაც თავს ზემოთ ახტა!

რომ წარმოვიდგინოთ ყველაზე უარესი: დღევანდელი შედეგების აღიარება და მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში „ქოცების" გამარჯვება - ეს რეალობას მაინც არ ცვლის. „ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება რომც შეინარჩუნოს, ის უკვე უკიდურესად დასუსტებულია.

მყიფე და არამყარი უმრავლესობის პირობებში, „ოცნებას" სრული ბატონ-პატრონობის შეგრძნება არ ექნება და სხვა ძალებისთვის, ასე თუ ისე, ანგარიშის გაწევა მოუწევს.

„ქართული ოცნება" აბსოლიუტური ძალაუფლების გარეშე, ისე თამამად, როგორც აქამდე, ვერ იბატონებს.

48% - ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ყველა და ყველაფერი არ იყიდება და ნებისმიერი, ყველაზე მდიდარი და ვერაგი ადამიანის პანღურით გაგდება შესაძლებელია, თუ საზოგადოება ამას ძალიან მოინდომებს.

„ოცნების" წამზომი ჩართულია. მმართველი პარტიის ხელისუფლებიდან წასვლა ერთჯერადი და მყისიერი მოვლენა არ იქნება - ჩვენ საქმე დროში გაწელილ პროცესთან გვექნება, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში. კარგი შემთხვევა კი, ყველაფერი საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

თენგიზ აბლოთია

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა