General Staff: 101 combat clashes on front lines in past day
უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სმოლენსკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
Zelensky, Shmyhal thank US Senate for passing aid package for Ukraine
US Senate passes bill on aid for Ukraine, Israel and Taiwan
MEP: EU should use countermeasures to fully confiscate Russian assets
"Immortal Regiment" march on May 9 canceled in Moscow and other Russian cities
Zelensky: Peace Summit should prove that not one person will determine how everyone else in world lives
ჯო ბაიდენი- მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავის ტირანებისგან

ნეპოტიზმი როგორც პოლიტიკა

09.13.2021 | 19:09 ნახვები: 1358

ავტორი: ნიკოლოზ ვაშაკიძე

რამდენიმე დღის წინ მედიამ მორიგი სკანდალი ააგორა, რომელიც საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე „ქართული ოცნების" მაღალი რანგის ფიგურების ნათესავების მასობრივ დანიშვნას ეხებოდა. ჟურნალისტებმა ისიც მოახერხეს, რომ სადღაც ავტომობილში ჩასაჯდომად მიმავალი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოიჭირეს და ამ თემასთან დაკავშირებიული რამდენიმე უხერხული კითხვა დაუსვეს. ზალკალიანი, როგორც სჩანს, მზად იყო ამ კითხვებისთვის და ჟურნალისტები მენტორული ტონით დამოძღვრა: ბოლობოლო ყველამ უნდა შეიგნოთ, რომ დიპლომატიაში მსოფლიოში მიღებულ ჩვეულებრივ პრაქტიკასთან გვაქვს საქმეო - არსებობს კარიერული და პოლიტიკური დანიშვნები და ამაში ან განსაკუთრებული ან მიუღებელი არაფერი არ არისო.
ბუნებრივია, დანიშვნების ფაქტი და მინისტრის კომენტარი უმალვე იქცა მედიაში და სოცქსელებში ცხარე განხილვის საგნად. აღშფოთებული საზოგადოება, ცხადია, მკაცრად გმობდა ამ ყველაფერს, ხოლო საქმეში მეტნაკლებად ჩახედული და კომპეტენტური ადამიანები ზალკალიანის კომენტარის აბსურდულობაზე მიუთითებდენ. მათი აზრით, მინისტრმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. დიპსამსახურში პოლიტიკური დანიშვნების საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ის მართლა პოლიტიკური უნდა იყოს, ანუ მაღალ, პოლიტიკურ თანამდებობებზე (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ელჩი) ინიშნებიან მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები მმართველი ძალის პოლიტიკის გასატარებლად. ამ სკანდალის შემთხვევაში კი საქმე გვქონდა არა მარტო მაღალ, არამედ საშუალო რგოლის ადგილებზე და არა პოლიტიკოსების, არამედ მათი ნათესავების დანიშვნასთან. მაშასადამე, საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ, არამედ წმინდა წყლის ნეპოტისტურ დანიშვნებთან. ასეთი იყო კომპეტენტური ოპონენტების კრიტიკის მთავარი არსი.
თითქოს და ზალკალიანის ოპონენტების პოზიციას წყალი არ გაუვა. სინამდვილეში, მინდა გითხრათ, რომ ზალკალიანი მართალია. ეს დანიშვნები პოლიტიკურია და ქვემოთ მოგახსენებთ რატომ.
სიტყვა „პოლიტიკა"-ს მრავალი აკადემიური დეფინიცია გააჩნია, თუმცა, მარტივად და გასაგებ ენაზე რომ ჩამოვაყალიბოთ და, ვფიქრობ, ამ განსაზღვრებას ყველა დაეთანხმება, პოლიტიკა არის ძალაუფლების მოპოვებასთან და მის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საქმიანობა. ხოდა, მინდა გითხრათ, რომ საგარეო უწყებაში ადამიანების ნათესავური პრინციპით დანიშვნა „ქართული ოცნების" მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება. არ არის ეს დანიშვნები მხოლოდ ცალკეულ უწყებაში მომხდარი ცალკეული ეპიზოდი. უბრალოდ, ისინი საელჩოებში სამსახურის სპეციფიკიდან და მიმზიდველობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხმაურს იწვევენ. სინამდვილეში, პარტიული და ნათესავური ნიშნით სახელმწიფო უწყებების დაკომპლექტებამ დიდი ხანია საქართველოში ტოტალური ხასიათი შეიძინა. თავად ამ უწყებების შტატი მუდმივად და ხელოვნურად ფართოვდება და იქ მომუშავე ადამიანების ოჯახებთან ერთად უკვე საკმაოდ სოლიდურ ელექტორალურ ბაზას უქმნის „ქართულ ოცნებას". ამ პროცესში თანდათან და მიზანმიმართულად ხდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების თუ პოლიტიკურ-ნათესაობრივად უბრალოდ „უპატრონო" ადამიანების გამოდევნა და მათი „ოცნების" პარტაქტივით და მისი ნათესაობით ჩანაცვლება. დაუმატეთ ამას ისიც, თუ როგორი პოლიტიკური ორიენტაციისა და ნათესავური კავშირების მქონე ადამიანებს ენიჭება უპირატესობა მსუყე სახელმწიფო დაკვეთების მიღებაში და თვალწინ მარტივი ჭეშმარიტება გადაგეშლებათ: ქვეყანაში შეგნებულად არის შექმნილი პარტიულ და ნათესავურ პრინციპზე დაფუძნებული ექსპლუატატორთა კასტა, რომელიც კბილებით იცავს არსებულ რეჟიმს და პრაქტიკულად დაპირისპირებულია დანარჩენ მოსახლეობასთან. ცხადია, ეს კასტა მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენს, მაგრამ უკვე არანორმალურად დიდია იმისათვის, რომ ძალოვან უწყებებზე დყრდნობით (რომლებიც თავად იქცნენ ამ კასტის ნაწილად) შეინარჩუნოს ძალაუფლება და მოახვიოს თავისი ნება მოსახლეობის უმრავლესობას. მგონი, უეჭველია, რომ უკვე კარგა ხანია, ყოველ არჩევნებზე ამ მწარე რეალობის ნათელ დემონსტრირებას ვხედავთ.
სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფთა კასტა, დიდი ანგარიშით, ფორმირების პროცესშია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დღეს ის მხოლოდ თავისი დასაქმების წესით და რაოდენობით არ ხასიათდება. მას დაწყებული აქვს გარკვეული შედუღაბება და თავის შიგნით ერთგვარი კორპორეტიული კავშირების დამყარება. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების ჯერ პარტიული და შემდეგ ნეპოტისტური პრინციპის მასობრივი ხასიათი იწვევს მოსახლეობის ამ კატეგორიის შიგნით ნათესაურ-კლანური, „კუტოკური" ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებას და დანარჩენი მოსახლეობისაგან გამოყოფას. შედეგად ვიღებთ უპრინციპო და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ადამიანთა შეკავშირებულ დემოგრაფიულ შრეს, რომელიც წურბელასავით აზის კისერზე დანარჩენ ხალხს.
ბუნებრივია, ეს კასტა კანით გრძნობს მის მიმართ გარშემო დაგროვილ ზიზღს და ეს მას კიდევ უფრო ადუღაბებს. დანარჩენ მოსახლეობას ის პასუხობს ასევე ზიზღით, რომელიც მიღწეული კეთილდღეობის დაკარგვის შიშით კიდევ უფრო ძლიერდება. ანუ, საქმე გვაქვს სპეციფიურ, მეტად მახინჯ და უგვანო კლასობრივ დაპირისპირებასთან.
სამწუხაროა, რომ საქართველოში იქმნება არა კლასიკური, მშრომელი საშუალო ფენა, რომელიც ქმნის ეროვნულ სიმდიდრეს და წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობისა და ჯანსაღი განვითარების გარანტს, არამედ ოლიგარქიული კენწეროს სამსახურში მდგომი, სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი, დანარჩენ მოსახლეობასთან დაპირისპირებული პარაზიტული კლასი, რომელიც საზოგადოებრივ დაპირისპირებას და მოსახლეობის შემდგომ გაღატაკებას ემსახურება.
ვშიშობ, რომ ეს გაღატაკება უკვე კანონზომიერ ხასიათს ატარებს, რადგან, ერთი მხრივ, პოლიტიკური მიზნებით უსაშველოდ გაბერილი სახელმწიფო აპარატი უმოწყალოდ შთანთქავს ღარიბი ქვეყნის ისედაც მწირ რესურსებს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეჟიმი პირდაპირ არის დაინტერესებული მოსახლეობის სიღატაკეში, რადგან ღატაკი მოსახლეობის პირობებში მას ხელისუფლების შენარჩუნება საგრძნობლად უადვილდება. პრინციპი მარტივი და ცინიკურია. მრავალრიცხოვანი მშრომელი საშუალო კლასი ნამდვილი დემოკრატიის გარანტია. ის მაღალ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას, არ ექვემდებარება იაფფასიან პოლიტიკურ დემაგოგიასა და წინასაარჩევნო მოსყიდვას და საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს ყავლგასულ ხელისუფლებას ახლით. ხოლო, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ღატაკია, რეჟიმი საკმაოდ იოლად ახერხებს ყოველი არჩევნების წინ მისი ხმების იაფად მოსყიდვას და საკუთარი თავის შენარჩუნებას. ამდენად, გადაჭრით შეიძლება ითქვას - სანამ საქართველოში იქნება „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ქართველი ხალხი სიღატაკეს თავს ვერ დააღწევს. იმათ კი, ვისთვისაც ეს სიღატაკე გაუსაძლისია, ვინც არ აპირებს მასთან შეგუებას და მმართველი პარაზიტული კასტის სუფრიდან ნასროლი ნარჩენებით არ კმაყოფილდება, „გამოსავალი" ცინიკურად და პორნოგრაფიული სიცხადით მიუთითეს - კეთილდღეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძიონ.
ბოლოდროინდელმა და, განსაკუთრებით, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ მსოფლიო და ჩვენი რეგიონი ძალზედ რთულ, საშიშ და ძნელად პროგნოზირებად პერიოდში შედის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მძიმე გამოცდას მხოლოდ შინაგანად მდგრადი და ჯანსაღი განვითარების გზაზე მდგომი სახელმწიფოები გაუძლებენ. საქართველოსნაირ რეალობაში მყოფი სახელმწიფო, გაღატაკებული, დემორალიზებული და ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოებით, რომელსაც მართავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებისგან დაცლილი ოლიგარქიული კენწერო და მისი ინტერესების მომსახურებაზე ორიენტირებული, უსაშველოდ გაბერილი, ნეპოტისტური და კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეთა კასტა, განწირულია კატასტროფისთვის. საქართველო შესულია თვითმკვლელობის რეჟიმში და ეს თვითმკვლელობა გარანტირებულად შედგება თუ მისსავე საზოგადოებაში არ გამოიძებნა ენერგია და ძალები ხელისუფლების და სიტუაციის რადიკალურად შესაცვლელად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა