ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

წერეთლის გამზირი და ასფალტის ჭამა

04.25.2023 | 13:58 ნახვები: 4944

თბილისში დაიწყო წერეთლის გამზირის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია.

ამ ქუჩასთან მიმდებარე რაიონი თითქმის პარალიზებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან არ მოძრაობს, ან შეფერხებებით გადაადგილდება, კერძო ავტომობილები კი საცობებშია გაჭედილი. მოკლედ, თბილისის ქუჩებში ნამდვილი არმაგედონი ტრიალებს.

ასეთი რამ თბილისში ყოველწლიურად ხდება - დაიწყო ჯერ კიდევ ნარმანიას პერიოდში, როდესაც გაკეთდა პეკინის გამზირი, შემდეგ უკვე კალაძეს ხანაში, ჭავჭავაძე, კანდელაკი, მელიქიშვილი, გლდანი, ავლაბარი და კიდევ რამდენიმე შედარებით მეორეხარისხოვანი ქუჩა.

საზოადოების დიდი ნაწილი ამ ღონისძიებებით ძალზე უკმაყოფილოა  - გინება და ლანძღვა როგორც თბილისის მერის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მისამართით არ წყდება. ადამიანები თავიანთ ისტორიებს ყოველდღიურად ჰყვებიან - ვინ სად გაიჭედა, ვის რამდენი ხნით დააგვიანდა სამსახურში თუ ექიმთან, თუ საქმიან შეხვედრაზე.

მოკლედ, საზოგადოებს ბობოქრობს, მერია კი თავის მართლების რეჟიმშია.

მე კი იცით ამ დროს რა მახსენდება? აღშფოთებული ლოზუნგი „ასფალტი ვჭამოთ?“გახსოვთ ალბათ - დაბოღმილი ადამიანების რეაქცია მიშასდროინდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - „რაში გვჭირდება სულ ამ გზებს რომ აშენებთ - ჩვენ მაგით არა? ასფალტი ვჭამოთ?“.

კიდევ სხვა შედევრებიც იყო, არანაკლებ შთამბეჭდავი - „ეს ფასადური რემონტი რაში გვჭირდება, ამ შენობებს რომ ღებავთ? ხალხს პურის ფული არა აქვს, თქვენ კი ამ სისულელეზე მილიონებს ხარჯავთ“.

ან კიდევ - „რა არის სულ ტაშ-ფანდურს რომ აწყობთ? რაო, რამე საცეკვაო და საზეიმო გვაქვს?“...

და ყველაზე მაგარი, ნამდვილი ჰიტი - „რისთვის აშენებთ ამდენ სასტუმროებს? ქართველები იქ მაინც ვერ შევლენ“..

იმდროინდელი ხელისუფლება თავს იმართლებდა ლოგიკური არგუმენტებით -„გზების გარეშე არ არსებობს ეკონომიკა“, „ქვეყანაში, სადაც ინფრასტრუქტურა გაუმართავია - ინვესტორები არ შემოვლენ“, „ქალაქებს რომ ვღებავთ - ეს სტრატეგიული კაპიტალდაბანდებაა, თუ გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ“..და რა თქმა უნდა „სასტუმრო თუ არ ავაშენეთ ტურისტი არ ჩამოვა და ფულს არ დახარჯავს“..

მაგრამ როდის იყო დაბოღმილ ადამიანს ლოგიკის და საღი აზრის ესმოდა?

წლები გავიდა და სიტუაცია სარკისებრად შეიცვალა - ის, ვინც გუშინ თავს იმართლებდა - დღეს შეტევაზე გადადის: „რა არის ეს, თვეობით გზების პარალიზება, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არეულობა?“...

„ასფალტის მჭამელები“ კი პირიქით - დღეს ხელისუფლებაში არიან და ცდილობენ ოპონენტებს ლოგიკურად აუხსნან - დედაქალაქში უნდა გაკეთდეს ახალი გზები, გაყვანილ იქნეს ახალი კომუნიკაციები, შეიცვალოს მოძველებული და ამორტიზებული... ამის გაკეთება კი შეუძლებელია სუფთად და ლამაზად, ისე, რომ არავინ შეწუხდეს. ჯერ-ჯერობით არავის გამოუგონებია ინფრასტრუქტურის შეკეთების ისეთი საშუალება და ტექნოლოგია, რომ არავინ შეწუხდეს..

ხომ ძალიან ლოგიკურია? თუმცა, როდის იყო, დაბოღმილ ადამიანებს ლოგიკა და საღი აზრი არწმუნებდა?

საქართველოში იცვლება ხელისუფლებები და პოლიტიკოსები, მათთან ერთად იცვლება „ასფალტის მჭამელთა“ სექტის მრავალ ას ათასიანი ლეგიონის შემადგენლობა. თუმცა, პერსონები იცვლება, თავად სექტა კი - არა.

საოცრებაა, როგორი ჭკვიანები და შორსმჭვრეტველები ხდებიან ამ სექტის წევრები მაშინვე, როგორც კი ხელისუფლებაში ან თვითონ მოვლენ, ან მათი არჩეული ძალა. ყველაფერი ესმით, ყველაფერზე სწორად და ლოგიკურად მსჯელობენ - იმაზე რომ გზები აუცილებელია, და ქალაქის სილამაზე არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ეკონომიკური ფაქტორიცაა.

ვუსმენ მათ ამ ძალზე გონივრულ მსჯელობას და პირდაპირ მიკვირს - როდის აქეთ გაგიჩნდათ ასეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა? არასდროს არ გქონდათ და ახლა საიდან ჩამოგივარდათ თავზე?

„ასფალტის ჭამაზე“ რომ წუწუნებდით - ნეტავი მაშინ სად იყო თქვენი ასეთი სამაგალითო გამჭრიახობა და პროცესების სწორი აღქმა?  რატომ მაინც და მაინც დღეს გაგინათდათ გონება?

და პირიქით - ადამიანები, რომლებიც გუშინ იგერიებდნენ უსაფუძვლო, ვიწრო პოპულისტურ ბრალდებებს - დღეს თავად არიან „ასფალტის მჭამელთ“ მრავალრიცხოვან რიგებში. სად გაქრა მათი სამოქალაქო შეგნება, იმის გააზრება, რომ „ინფრასტრუქტურა აუცილებელია“ და „განახლება ყოველთვის მოითხოვს მოთმინებას“?

რაო, რამე შეიცვალა, თუ ინფრასტრუქტურა არ გვჭირდება? რაც არის - ყელამდე გვეყოფა?

სულ მახსენდება დიდ ჰესების ისტორია და სააკაშვილის განცხადება ნამახვან ჰესის თაობაზე.

ამ ჰესის მშენებლობის პროექტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - რამაც ერთ-ერთი პოლიტიკური მხარე დიდი საფიქრალის წინაშე დააყენა.

თავად დიდი ჰესების აშენების იდეა მათი პარტიის წამოწყებულია, მათ შორის კონკრეტულად ნამახვანის პროექტი.  გამოდის რომ პროექტს მხარი უნდა დაუჭირონ და ეს ლოგიკური იქნებოდა - მათ დაწყებულ საქმეს სხვა აგრძელებს, წესით მისასალმებელი უნდა იყოს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პროექტს აგრძელებს ქოცი, ანუ, მტერი, მტრის მხარდაჭერა კი დაუშვებელია.

იმ დღეებში სულ მაინტერესებდა  - რა გამოსავალს მოძებნის ამ ჩიხიდან ნაცმოძრაობა?  მოძებნეს - სააკაშვილმა მაშინ განაცხადა - „ჩემ დროს ეკონომიკა ისეთი სუსტი იყო, რომ საჭირო იყო ახალი ჰესების მშენებლობა. დღეს კი ეკონომიკა წინ წავიდა და აწი ჰესები არ გვჭირდება“.

ამის შემდეგ ტაბუ ამ თემაზე მოიხსნა - სოციალურ ქსელებში ნაცმოძრაობის აქტივი მთელი ძალით და ღონით გადავიდა იმის დასაბუთებაზე, რატომ იყო საჭირო ჰესები 2012 წლამდე, და რატომ არაა საჭირო დღეს. თანაც არა იუმორით, არამედ სერიოზულად. ერთასდერთი გამონაკლისი, ვინც მაშინ ოცნების ოპონენტებიდან ჰესის მშენებლობას ღიად დაუჭირა მხარი, რომან გოცირიძე იყო.

პოლარიზაცია და მოწინააღმდეგის დემონიზება - ქართული პოლიტიკის პრობლემა არაა  - ის მთელი საზოგადოების პრობლემაა.

თუ ჩემი არ გჯერათ - გაესაუბრეთ „ასფალტის მჭამელებს“.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა