სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine
Trump: Survival of Ukraine important for U.S.

დარეჯან მეფარიშვილი

05.01.2023 | 13:48 ნახვები: 2970

სახელი, გვარი - დარეჯან მეფარიშვილი

დაბადების წელი - 1967

მედიასაშუალება - საინფორმაციო სააგენტო „პროგრესნიუსი“

პოზიცია - მფლობელი და დირექტორი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ -„ახალი თაობა“; „ალია“; „ქრომნიკა“; „ჯორჯიან თაიმსი“; „ტრიბუნა“; „პრემიერი“; „ქრონიკა+“; ჟურნალი „სარკე“;  საზოგადოებრივი მაუწყებელი - „მოამბე“.

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - ერთი სიტყვით - შოკი. სკამი და მაგიდა არ მომცეს რედაქციაში და მეტრო მარჯანიშვილის ფოიეში ვწერდი სტატიებს.

 

თქვენი პირველი მასალა? - ინტერვიუ თბილისის პოლიციის უფროსთან სოსო ალავიძესთან.

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - თითქმის.

 

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - პროპაგანდაზე დაფუძნებული ინფორმაციები.

 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ლადო ჭანტურიას და მინდია უგრეხელიძეს.

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? – ბევრია ასეთი. აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წლის იანვარში ახალგორიდან გაკეთებული სტატია; ერთ-ერთი კანონიერ ქურდებზე სტატიების სერია და ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შემდეგ დარბეული ჟურნალისტების სოსო თოფურიძესთან ერთად ქეიფის ამსახველი სტატია და ა.შ.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - მარტივი დღეები არ მქონია.

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - არ მახსენდება ასეთი.

 

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - არასდროს არ ვთმობ!

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – მართალი!

 

ვინ არის რესპოnდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ჩაიშალა შეთანხმებული ინტერვიუ, რომელიც მოსკოვში უნდა ჩაწერილიყო ვიაჩესლავ ივანკოვთან (იაპონჩიკი).

 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - შევარდნაძის ხელისუფლება.

 

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – ჟურნალისტი.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი.

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – ექსკლუზივის მოპოვების დროს.

 

რაზე გწყდებათ გული? - ქართული ჟურნალისტიკის ფსკერზე დაშვების გამო.

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – არ მქონია ასეთი შემთხვევა.

 

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – გასული საუკუნის 90-იანი წლები.

 

რისი გეშინიათ? – უძვლო ენის!

 

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – მე ე.წ. ტკბილი სენდვიჩის მომხრე ვარ. უფრო ეფექტურია, ჩემი აზრით.

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი.

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - პროცენტებით თუ გამოვხატავ სათქმელს, მაშინ 0.001%.

 

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - გიორგი იაკობაშვილი.

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – უსამართლობა.

 

რა აკლია ქართულ მედიას? – სამართალი.

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – არცერთს.

 

რადიო, რომელსაც უსმენთ - არცერთს.

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - არცერთს.

 

რჩეული ონალინ გამოცემა - ПРАЙМ КРАЙМ.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? – არ გაურბის, პირიქით, ელოდება „ზემოდან“ (ხელისუფლება) მითითებას. დაკვირვებული  თვალი ამას კარგად ხედავს.

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – დიდი.

 

რა გაღიზიანებთ? - სამართლებრივ თემებზე მომუშავე არაიურისტი ჟურნალისტები.

 

რა გახარებთ? - ჟურნალისტიკაში? ოოო...

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  ვაფასებ.

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – ტყუილს.

 

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - რა მინდოდა ჟურნალისტიკაში.

 

რას ნანობთ? - იგივეს, რაც წინა კითხვის პასუხშია.

 

რითი ხართ კმაყოფილი? - ჟურნალისტიკაში? ოოო...

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? –  არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - არ ვიცი.


რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ჟურნალისტი იქცა რუპორად, პროპაგანდისტად.

 

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - არა.

 

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ასეთ დროს ვიბნევი.

 

რა არის მედიასტანდარტი? - პატიოსანი ჟურნალისტი ერთხელ იყიდება, ერთხელ და სარფიანად - აი, ეს რომ იცოდნენ დღეს მედიაში მოღვაწეებმა, ქართული ჟურნალისტიკა მკვდარზე ვენოკი არ იქნებოდა.

 

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - საზოგადოების დაკვეთა არაა წესების დაცვა.

 

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - შალვა რამიშვილი.

 

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - მე არ მქონია ასეთი შემთხვევა, სხვებისა არ ვიცი.

 

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - არ ვიცი.

 

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ვიღაცას ხომ უნდა შეაგინოს საზოგადოებამ?

 

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - აკადემიური სჯობს, მაგრამ დღეს ხომ რეიტინგზე მუშაობენ.

 

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ყველაფერი.

 

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ასეთი კითხვა არ არსებობს.

 

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - ალბათ.

 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ჩვენთან არის ორი „კატეგორიის“ ტელეკომპანიები - სახელისუფლებო და ოპოზიციის დაქვემდებარებაში მყოფ. ერთსაც და მეორესაც თავისი ზემდგომი კარნახობს და ამიტომ.

 

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - სიმართლის თქმა საზოგადოებისათვის.

 

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - დღეს არ არსებობს. ადრე მეტ-ნაკლებად ობიექტური იყო. რაში გამოიხატება? სიმართლეში.

 

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - გადაცემაში (სტატიაში) - არა, ისე - რა თქმა უნდა.

 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - არა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა