ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

ობრაიენი: ბიზნესები, რომლებიც რუსეთში ელექტრონულ საქონელს გზავნიან, "რულეტს თამაშობენ"

05.02.2023 | 08:56 ნახვები: 596

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ობრაიენი ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია. მისი თქმით, ეს გასული წლის ბოლომდე კანონიერი იყო, თუმცა ახლა ევროკავშირს და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ზოგიერთ ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ამის გამო, ობრაიენი მოელის, რომ საქართველოდან ამ სახის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება.

სანქციების კოორდინატორი ამბობს, რომ ამ სახის ტრანზაქციებში ჩართული ბიზენესები რულეტს თამაშობენ, რადგან დროის ერთ მონაკვეთში ეს დაშვებული იყო, ახლა ეს დამთავრდა და ბიზნესებმა ახლავე უნდა შეწყვიტონ ეს ბიზნეს პრაქტიკა. ობრაიენი ქართველ მოსამართლეებზეც საუბრობს, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ სამგზავრო შეზღუდვები დაუწესა. ჯიმ ობრაიენს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ჯიმ, დიდი მადლობა ჩვენთან სასაუბროდ დრო რომ გამონახეთ. მოდით, დავიწყოთ ზოგადი კითხვით - რა არის შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მიზანი?

რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი სანქციების პროგრამით ვცდილობთ სამი რამ გავაკეთოთ - შევუზღუდოთ რუსეთს ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსები - და სიამოვნებით გეტყვით თუ როგორ მუშაობს ეს. ვამცირებთ ჩვენი პარტნიორების რუსეთზე დამოკიდებულებას და ამის შესანიშნავი მაგალითი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ არ იყიდოს რუსული ნავთობი. ეს ამცირებს რუსეთის გავლენის ბერკეტებს. და ბოლოს, ვცდილობთ შევინარჩუნოთ რუსულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - გლობალურ სამხრეთში. ამაში შედის რუსული სურსათი, სასუქი, ნავთობი და სხვა პროდუქცია, რომელიც ფასების დაწესებული ზღვრის ქვემოთ იყიდება. ამ საქონლის გაყიდვა გვინდა, რომ გაგრძელდეს. ასე რომ, ეს არის ბალანსი. სამფეხა სკამი რომ წარმოვიდგინოთ, როგორც ყველაზე სტაბილური ავეჯი - რაღაც მსგავსის შექმნას ვცდილობთ. აი, ამის გაკეთებას ვცდილობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით. [რუსეთის შესახებ ინტერვიუს ნაწილი ნახეთ აქ.]

 

 

რუსეთი ესაზღვრება 18 ქვეყანას, რაც ძალიან ართულებს სანქციების რეჟიმის მონიტორინგს, კონტროლს და დაცვას. ეს ამ ქვეყნებსაც აყენებს უცნაურ სიტუაციაში. მათ შეიძლება არ სურდეთ სანქციების დარღვევა, მაგრამ როგორღაც ამის თანამონაწილე ხდებიან. ეს ორნაწილიანი კითხვაა - ერთი, როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო დეპარტამენტი იმას, რომ პატიოსანი ბიზნესი, რომელიც გააზრებულად არ ცდილობს სანქციების დარღვევას, იქნება ეს საქართველოში, ცენტრალურ აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თუ სხვაგან, სანქცირებულთა სიაში არ აღმოჩნდეს? და ამ კითხვის მეორე მხარე არის ის, თუ რას მოელით მოსაზღვრე ქვეყნების მთავრობისგან? რა სახის გამჭვირვალობას თუ თანამშომლობას? როგორ ხედავთ ამ სიტუაციას?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სანქციები. ეს არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საფუძველი. ბიზნესისთვის არსებობს ორი ელემენტი. ერთ-ერთი მათგანია კომუნიკაცია. ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ საჯაროდ. ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებით ცალკეულ ბიზნესებს თუ არის პოტენციური პრობლემა. ჩვენი კოლეგები ხაზინაში, ვაჭრობის დეპარტამენტში და აქ სახელმწიფო დეპარტამენტში, ძალიან ხშირად ვესაუბრებით ბიზნესებს, ბიზნეს ასოციაციებს. გვაქვს საგანმანათლებლო მასალები. ამასთან ერთად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ხარვეზებს. ერთ-ერთი მათგანი ახლა ვახსენე. კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გააგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა.

ეს უნდა გკითხოთ. არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობს რუსეთს და მათ ამ ძალიან მგრძნობიარე ელექტრონიკის მოპოვებაში ეხმარება?

ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე - იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს.

როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მან წამოჭრა. შეხვედრის ოფიციალურ საჯარო მოხსენებაში ამ თემას საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა.

ამ კონკრეტულ დისკუსიაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე რეგულარულად ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ვმუშაობდით ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე.

და მთავრობა მზადაა თანამშრომლობისთვის?

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ გვინდა მათ მხარი დავუჭიროთ ამ მისწრაფების შესრულებაში. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის საკითხი და ამას ვუყურებთ, როგორც სრული მხარდაჭერის აღმოჩენას საქართველოსთვის იმ სურვილის მისაღწევად, რომელიც მას აქვს გამოცხადებული.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკა-საქართველოს შორის პარტნიორობის განმავლობაში, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვა ოთხ ქართველ მოსამართლეს დაუწესა. მოგეხსენებათ, საქართველოში ამას დავა მოჰყვა - რომ ამერიკას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება და რომ ეს არ იყო გამართლებული, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ასევე გაისმა ბრალდება, რომ ამერიკა საქართველოს სასამართლო სისტემაში ერევა. რა მოხდა სინამდვილეში? რატომ გადადგით ეს ნაბიჯი? და სხვა შემთხვევებში, აწვდის თუ არა შეერთებული შტატები მტკიცებულებებს ქვეყანას, მაშინ როდესაც ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება?

ამ შემთხვევაში, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა გასულ კვირას, ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში, ბოლო რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გლობალური პოლიტიკა, რომ ადამიანებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას ამ ფორმით, ეს შეზღუდვები უნდა გავრცელდეს. ჩვენი კანონის თანახმად, ამ შეზღუდვების დაწესება ფაქტობრივად, სავალდებულოა. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია. რეაქცია, რომელიც ბევრი კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ იყო ის, რომ დიახ, დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო.

ეს არანაირად არ არის დაკავშირებული მაგნიტსკის აქტთან, თუ მის ფარგლებში მოხდა?

არა, ეს არის ცალკე იურიდიული უფლებამოსილება, თუმცა ორივეს კანონს შეუძლია ერთსა და იმავე გარემოებებზე რეაგირება. მაგრამ ეს არის კანონი, რომელიც ჩვენგან მოითხოვს იმ ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, რომლებიც ჩართული იყვნენ მსგავს ქმედებებში.

მას შემდეგ რაც დაწესდება სანქციები, მაგალითად, ამ ოთხ პირზე, შეიძლება მათი გაუქმება ან მათი შემსუბუქება?

ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც მას სჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირისა და ევროპის საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ამის გაკეთებას ვცდილობთ და არა იმას, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ცალკეულ შემთხვევებზე.

ჯიმ ობრაიენთან ინტერვიუს ნაწილი, რომელიც რუსეთზე დასავლეთის სანქციების გავლენას ეხება ნახეთ აქ.

ამერიკის ხმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა