რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება

ვანო პავლიაშვილი

05.08.2023 | 13:50 ნახვები: 1015

სახელი, გვარი - ვანო პავლიაშვილი

დაბადების წელი - 1976 წელი

მედიასაშუალება - „ნიუპოსტი

პოზიცია - რედაქტორი

მედიასაშუელები, სადაც გიმუშავნიათ - იმდენია, ვერ ჩამოვთვლი...

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 1990 წელს. მაშინ მე-9 კლასელი ვიყავი, ჩემს რაიონში, სადაც დავიბადე, გაზეთი - „ახალგაზრდული ალიანსი“ გამოდიოდა. პიდაპირ შტატიან კორესპონდენტად ამიყვანეს...

თქვენი პირველი მასალა? - ჩემი სოფლის საკრებულოს თავმჯდომარესთან ინტერვიუ, რომელიც რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა. მაშინ მე-8 კლასში ვსწავლობდი...

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - არა.

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ობიექტურობა.

ვინ მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესო რესპონდენტად? - ლელა ჯეჯელავა

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ყველა ექსკლუზივი მახსოვს, ასეთი კი 30-წლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალიან ბევრი ყოფილა.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - ასეთი დღე არ მახსენდება.

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - როცა საინტერესო ინტერვიუს, ან მასალას ვაკეთებ.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - როცა ვხვდები, რომ რუსული იდეოლოგია პროდასავლურით არის შეფუთული.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – ორივე მნიშვნელოვანია.

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ბიძინა ივანიშვილი.

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - შევარდნაძის ხელისუფლება.

მასალას ჟურნალისტიაკეთებსთუ რესპოდენტი? - ჟურნალისტი.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - იგორ გიორგაძე და ყველა პრორუსი.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? - თუ ახლობელს რამე პრობლემა ჰქონია, მიცდია, გავრკვეულიყავი ვითარებაში.

რაზე გწყდებათ გული? - არაფერზე.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? - პირად ცხოვრებაზე.

რომელია ქართული მედიისოქროს ხანა“? - გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარი.

რისი გეშინიათ? - ბევრი რამის.

დაინგრათუაშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – „დაინგრა“

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საშუალო ან უფრო დაბალი.

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ნინო ჟიჟილაშვილი.

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? - ნეგატივი.

რა აკლია ქართულ მედიას? - პროფესიონალიზმი და ინდივიდუალურობა.

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? - არც ერთს.

რადიო, რომელსაც უსმენთ - „ფორტუნა“

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - აღარ ვკითხულობ.

რჩეული ონალინ გამოცემა - არ მაქვს.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ბევრი ფაქტორის გამო.

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – დიდი დოზით.

რა აღიზიანებ? - არაპროფესიონალიზმი.  

რა გახარებთ? - ბევრი რამ.

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - ნორმალური

რას არ პატიობთ კოლეგას? - ამაზე არ მიფიქრია.  

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - როგორ გახდა საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო მინისტრი.

რა არის მთავარი სიმართლე თუ სამართლიანობა? - სამართლიანობა.

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ზოგჯერ ვერა.

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ხალხი არავის ენდობა.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - ვითარებას გააჩნია.

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ბიზნესი.

რა არის მედიასტანდარტი? - არ მიაყენო პირადი შეურაცხყოფა არავის.

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - როდის ჰქონდა?

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - ვისაც უნდა, იჯდეს.

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - ჩემთვის არავინ.

რატომ გვყავს მედიადედები და მამები“? - ესეც ქართული რეალობის თავისებურებაა.

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - ორივე.

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - არ ჩაერიოს პირად ცხოვრებაში.

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ასეთი კითხვა არ არსებობს.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში .. დოგმა? - არა.

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის .. ბადე ერთმანეთს? - ფანტაზიის ნაკლებობის გამო.

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ინფორმირებულობა.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ნებისმიერი ობიექტურობა ძალიან სუბიექტურია.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - აქვს.

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - არა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა