რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ლალი ასლანიშვილი

05.08.2023 | 13:00 ნახვები: 1033

სახელი, გვარი - ლალი ასლანიშვილი

დაბადების წელი - 1970

მედიასაშუალება - გაზეთი „ახალი თაობა“

პოზიცია - რედაქტორი

მედიასაშუელები, სადაც გიმუშავნიათ - მხოლოდ „ახალ თაობაში“. 28-ე წელია რედაქტორი ვარ

თქვენი პირველი დღე მედიაში? – 1995 წლის 19 აგვისტო

თქვენი პირველი მასალა? - ჩემი პირველი მასალა იყო სისხლის გადასხმის ინსტიტუტიდან. ჰემოფილიით დაავადებულთა პროტესტი გავაშუქე

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? -  სიტყვა ხელისუფლება მედიის მიმართ ცოტა საკამათო მგონია, მაგარამ მაინც მგონია, რომ უფრო არის, ვიდრე - არა

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - საზოგადოების დაკვეთაა, რომ მედიამ მხოლოდ ინფორმაცია, „მშრალ“ ფაქტებზე დაყრდნობით მიაწოდოს

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ლევან ბერძენიშვილს

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ყოველთვის გავურბივარ სიტყვა ექსკლუზივს, რადგან მგონია, რომ გადაჭარბებული დატვირთვა აქვს ქართულ მედიაში. მახსოვს რამდენიმე მასალა, მაგრამ ერთ-ერთი იყო „ზვიადისტების“ ერთ-ერთ ფრთაზე და ამას მერე რედაქციის ეზოში მათი აქციები მოყვა.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - გასულ წლებში ამ კითხვაზე რას გიპასუხებდით არ ვიცი, მაგრამ ახლა უკვე ყველაზე მძიმე დღე „ახალი თაობის“ დამფუძნებლის სოსო გოგინაშვილის გარდაცვალება და მასზე მასალების მომზადება იყო

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - უზომოდ მიხარია, რომ დამირეკავენ და მეტყვიან, მთელი ტირაჟი გაიყიდა

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? – როცა ჩემს ჟურნალისტს ლანძღავენ, იქ ყველა რესპოდენტთან უკომპომისო ვარ

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – იყო მართალი

ვინ არის რესპოდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ზურაბ ჟვანია

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შევარდნაძის, მისი მთავრობის ყველა მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერილი გვაქვს

მასალას ჟურნალისტიაკეთებსთუ რესპოდენტი? –  ორივე

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - არ ვითანამშრომლებ ე.წ. რუსეთუმეებთან

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? –  ძალიან დიდი ხანია ასეთი შემთხვევა არ მქონია, როდისღაც ალბათ მითქვამს, რომ რედაქტორი ვარ

რაზე გწყდებათ გული? - სულ მგონია, რომ მაქსიმუმს არ ვაკეთებ

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? –  არასდროს გამოვაქვეყნებ მასალას ვინმეს პირადულ ცხოვრებაზე

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? –  სულ „ოქროს ხანაა“, რადგან ვარსებობთ

რისი გეშინიათ? –  მედიაში, ჩემი გამოცდილებით, თითქმის არაფრის. ისე ახლობელი ადამიანის ფიზიკურად დაკარგვის ძალიან მეშინია

დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – სამწუხაროდ „დაინგრა“... მედიისთვის დამახასიათებელია, რომ დადებითი ინფორმაცია, ინფორმაცია არ არის

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - მე ჩემი გაზეთიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ თავისუფალი ვარ და სრული თავისუფლება აქვს ყველა კორესპონდენტს

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ყველა კოლეგას ვაფასებ

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – პოლიტიკა

რა აკლია ქართულ მედიას? –  ქართული მედიაც უნდა დადუღდეს, ამას დრო სჭირდება

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – ფაქტობრივად, ყველას ვუყურებ

რადიო, რომელსაც უსმენთ - რადიოს უფრო იშვიათად ვუსმენ, მაგრამ ასევე ყველას ვუსმენ

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - რომელი გაზეთებიც გამოდის, ყველას ვეცნობი

რჩეული ონალინ გამოცემა - „რადიო თავისუფლება“

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - მე მგონი ეს ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალია.

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – პრესა უფრო თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან

რა გაღიზიანებთ? -  ყველაფერზე ექსკლუზივის დარქმევა

რა გახარებთ? - პირადად ბევრი რამე მიხარია

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, გადასარევი ურთიერთობა მაქვს

რას არ პატიობთ კოლეგას? –  ტყუილი ინფორმაციის მოწოდებას

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - მე ვერ ვუძლებ უპასუხო კითხვებს, ამიტომ ვცდილობ, კითხვაზე პასუხი სწრაფად მივიღო

ას ნანობთ? - რა თქმა უნდა, არის საკითხები, რასაც ვნანობ, რომ ჯობდა სხავგვარად მოვქცეულიყავი, მაგრამ ასე კონკრეტულად, რომ თვითგვემას განვიცდიდე, არაფერია

რითი ხართ კმაყოფილი? - ჟურნალისტიკაში რომ დავრჩი

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სამართლიანობა

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - კი

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ყოველთვის იყო, რომ ნაწილი გვენდობოდა, ნაწილი - არა, ახლაც ასეა

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - მე ვფიქრობ, კი

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - მე პირადად მირჩევნია ბიზნესი იყოს. სამწუხაროდ, სკანდალისტიკაა დღეს

რა არის მედიასტანდარტი? - ჩემთვის ვიყო მემატიანე და გაზეთმა ყველა მხარე გააშუქოს

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - ალბათ ყველა თავისებურად აღიქვამს მედიასტანდარტს და ფიქრობენ, რომ არ ავიწყდებათ

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - არასდროს ვფიქრობ ასეთ საკითხებზე. ეს კონკრეტული მედიასაშუალების გადასაწყვეტია

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - კოლეგიალობა მართალია გენეტიკური ნათესაობა არ არის, მაგრამ არც ცუდია, თუ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ შევაფასებ, ასე  გამორჩეულად ვერავის დავასახელებ

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - მე არავის ვთვლი ასეთად და გვყავს?

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? -აკადემიური ჟრნალისტიკას ავირჩევ

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ყველა კითხვას აქვს არსებობის უფლება

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - არა

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ინფორმირებულობა

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - თუ რესპოდენტს არ აქვს პრეტენზია გაშუქებულ მასალაზე ე.ი. ობიექტურად გაშუქებულა.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - რა თქმა უნდა

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - კი. ოღონდ მეტად მომზადებული კადრები უნდა გამოუშვან

ყველას ნახვა
ყველას ნახვა