3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია
არმაზ ახვლედიანი შს მინისტრს - ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?
გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს

არჩევნები - 2020: შუა ისევ გაიკრიფა

11.05.2020 | 11:50 ნახვები: 619

კვირას თბილისში ტარდება საერთონაციონალური მანიფესტაცია არჩევნების შედეგთა გაუქმებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ფაქტობრივად, ულტიმატუმია, რომელიც ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მდომარეობაში აყენებს. 

ექსპერტთა ნაწილი თვლის, თითქოს „ამით არაფერი შეიცვლება" და ახალ არჩევნებში იგივე შედეგი „დაიდება". ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ იცნობს საქართველოს სოციო-ფსიქოლოგიურ სპეციფიკას და ქართული ელექტორატის მენტალობას: ამ ელექტორატის დიდი ნაწილი პოლიტიკას უყურებს, როგორც გლადიატორთა ბრძოლას, ბოლოს კი ხმას აძლევს გამარჯვებულს; ან იმას, ვისკენაც „გადაიხრება" გამარჯვება.
თუ „ოცნება", რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის, ახალი „დაბოქლომების", მთავრობის დაბეჩავების, დაჩაგვრის, დაცინვისა და მისი უმწეობის დემონსტრირების ფონზე მართლაც დანიშნავს ახალ არჩევნებს, იმ არჩევნებს უეჭველად ოპოზიცია მოიგებს. თანაც, დიდი უპირატესობით!
სხვა საქმეა, რამდენად მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს 8 ნოემბრის მიტინგი: მართლაც ბევრი ყოფილა, ბევრჯერ მოუწოდებიათ, მაგრამ ხალხი იმდენი არ შეკრებილა, ხელისუფლების „მშვიდობიანი შტურმით" შეცვლა შესაძლებელი ყოფილიყო; როგორც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" დროს.
მით უმეტეს, მაშინ რევოლუციას ჰყავდა ლიდერი. ახლა ის ლიდერი უკრაინაშია და ხშირად კი ამბობს „ვბრუნდებიო", ოღონდ რეალურად არ/ვერ ბრუნდება. დღეს დარწმუნებით უკვე ამასაც ვერ ვიტყვით: თუ თბილისში სიტუაცია ისე დაიძაბა და ქუჩაში იმდენი ხალხი გამოვიდა, დაპატიმრება აღარ დაემუქრება, შესაძლოა რომელიმე უკრაინელი მეგობრის თვითმფრინავით დაბრუნდეს და აქ ისეთივე დახვედრას მოუწყობენ თაყვანისმცემლები, როგორც ამას წინათ საბერძნეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასე რომ, პირდაპირი ანალოგიები ადრინდელ მიტინგებთან არ გამოგვადგება: „ქართული ოცნება" უკვე მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლების დაკანონებას. დღემდე ეს ვერც ერთმა მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა: ხელისუფლების „ჟანგვის" (საზოგადოების აქტიური და „ქუჩაში გამომსვლელი" ნაწილის გადაღლის, იმედგაცრუების, ხელჩაქნევის, მოყირჭების) პროცესი, რამაც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის, 2012 წელს კი სააკაშვილის მთავრობები ჩამოშალა, ახლა კიდევ უფრო ღრმადაა შესული. თუმცა ისიც სათვალავში ჩასაგდებია, რომ ასევე პირველად გვაქვს სიტუაცია, როცა „ძველს", (უფრო ზუსტად „დაძველებულს") უპირისპირდება არა „ახალი", რაიმე ახალი ძალა, არამედ „ყოფილი" - ის ძალა, ვინც უკვე იყო ხელისუფლებაში. შეძლებს კი იგი რევოლუციური რესურსის მობილიზებას? ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რაიმე კატასტროფულ შეცდომას დაუშვებს ან დაიწყება შიდა განხეთქილება მმართველ გუნდში, ბიუროკრატების გაქცევა, „გემიდან გადახტომა", ამით ხელისუფლების ჩამოშლა და ა.შ - როგორც 2003 წლის ნოემბერში, როცა ედუარდ შევარდნაძის ჩინოსნები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები ერთმანეთის მიყოლებით ხტებოდნენ ჩასაძირად განწირული გემიდან.
შეიძლება ითქვას, „ქართულ ოცნებას" კარგი სვლები უკვე აღარ აქვს: თუ (!) ოპოზიცია შეასრულებს მუქარას და არ შევა პარლამენტში, მივიღებთ ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხელისუფლების იმიჯს.
როგორი „დახვეწილი" ახსნაც არ უნდა მოიტანონ არგუმენტად, როგორც არ უნდა სცადონ დაარწმუნონ ევრო-ამერიკელი პარტნიორტები, რომ ეს „თვით ოპოზიციის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო", ზარალი იმდენად დიდი იქნება, აუცილებლად გამოიღებს შედეგს მთავრობის სრული დელეგიტიმაციის, დასავლეთისგან გაუცხოების, ფინანსური დახმარების შემცირების და საგარეო პოლიტიკური იზოლაციის თვალსაზრისით.
„თურმეობა" კი იმიტომაა, რომ ჯერ-ჯერობით ოპოზიციურ ლიდერებს საქმით არ დაუმტკიცებიათ, რას გულისხმობენ „არშესვლაში": მხოლოდ ბოიკოტს ანუ საპარლამენტო სხდომებში არმონაწილეობას თუ უარის თქმას მანდატებზე.
თუ იგულისხმება დეპუტატობაზე უარი, ეს რთულ პროცედურას მოითხოვს: ჯერ პარლამენში დეპუტატთა სრული შემადგენლობის დამტკიცებას, შემდეგ ოპოზიციამ უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიული სიის გაუქმების მოთხოვნით, ბოლოს კი არჩეულმა დეპუტატებმა უნდა დაწერონ განცხადებები „თანამდებობიდან გადადგომის" მოთხოვნით.
სხვა შემთხვევაში, არ ივლიან სხდომებზე, თუმცა გვარიან ხელფასს (4 500ლარი) მაინც აიღებენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამჯერად ოპოზიცია წავიდა ყველაზე რადიკალური გზით, რაც კი თუნდაც თეორიულად შესაძლებელი იყო: ჯერ-ჯერობით მმართველ პარტიას პარლამენტში მხოლოდ 75 მანდატი აქვს. აქედან 61 არჩეულია „სიით", თოთხმეტი კი - მაჟორიტარულ ოლქებში. ეს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობაც კი არ არის. თუ მეორე ტურში, 16 მანდატიდან ოპოზიცია ექვსს მაინც მოიგებდა (სრულიად შესაძლებელი იყო, მაგალითად თბილისში), „ქართული ოცნება" მიიღებდა ერთ-ერთ ყველაზე სუსტ, მყიფე, მსხვრევად და არამდგრად უმრავლესობას 1990 წლიდან - დღემდე. ისეთს, როდესაც თუნდაც 3-4 დეპუტატის „გადმოსვლა" გამოიწვევს ხელისუფლების სრულ ჩამოშლას და სამთავრობო კრიზისს. მით უმეტეს ოპოზიციური მედიის წნეხის პირობებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ოპოზიციამ 1 ნოემბერს „ვა ბანკზე" წასვლა გადაწყვიტა. ამის მიზეზი ორი ძირითადი ინტერესის დამთხვევაა: მცირე პარტიებს და მათ ლიდერებს „არ უღირთ" მიზერული წარმომადგენლობით „შესვლა", მით უმეტეს, როდესაც ბევრი ლიდერი საერთოდ ვერც მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. კლასიკური მაგალითია „ევროპული საქართველო" - მისი თამაშგარედ დარჩერნილი „ლიდერშიპით".
და მეორე სისტემური მიზეზი: მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია ბიძინა დატოვოს „მარტოდმარტო" მზარდი დასავლური კრიტიკის ამარა, სანამ არ შეწყვეტს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს, არ გაუუქმებს განაჩენებს და არ მისცემს ქართულ პოლიტიკაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალებას. თუნდაც არა პრემიერ-მინისტრის რანგში.
საკმარისია ივანიშვილმა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს (რაც მიშამ გუბაზის პირით გააჟღერა „მთავარის" არხზე) და მიშა იოლად დათანხმდება 4 წლის განმავლობაში „ერთადერთი რეალური საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის" სტატუსს. შეგახსენებთ: სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა 4%-იანი ბარიერიც ვერ გადალახეს. მით უმეტს ევრ გადალახავენ 5%-იანს 2024 წელს.
ყველაზე ნიშანდობლივიც სწორედ ესაა: 2020 წლის არჩევნებზე, ელექტორატი კვლავ მხოლოდ შავ/თეთრს ხედავდა. იმ დაზუსტებით, რომ ორივეს საკუთარი არჩევანი მიაჩნია „თეთრად", მოწინააღმნდეგისა კი - „შავად". არ გაჭრა 1%-იანმა ბარიერმაც კი: მიშამ და ბიძინამ „შეიწოვეს" ყველანაირი შუქ-ჩრდილი და სპექტრის მრავალფეროვნება ერთი კიდედან - მეორემდე.
შედეგად, მივიღეთ.......ორპარტიული პარლამენტი! რაც სინამდვილეში, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ორივე ლიდერს აწყობს. ოღონდ თუ ძალთა ბალანსზე შეთანხმდებიან, ანუ რომელიმე მათგანი მეორეს ვერ გაანადგურებს და იძულებულნი გახდებიან, პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე იფიქრონ, როგორც ამერიკელი „დემოკრატები" და „რესპუბლიკელები", ან ბრიტანელი „ლეიბორისტები" და „კონსერვატორები".
თუმცა.......მანამდე კიდევ ერთი დიდი მიტინგია - რუსთაველზე.


დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა