ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

„საქსტატი“ - მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 393 გემი შემოვიდა

05.19.2023 | 12:12 ნახვები: 420

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 393 გემი, რომელთა 39.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, 23.7 პროცენტი - კონტეინერ მზიდი, ხოლო 8.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.

მათივე სტატისტიკით, 2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1 პროცენტით მეტი კონტეინერ მზიდი მიიღო, 5.4 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 17.8 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი და 32.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

„2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.3 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.3 პროცენტი - ლიბერიის, 13.7 პროცენტი - თურქეთის, 8.4 პროცენტი მალტის, 5.3 პროცენტი - ბულგარეთის, 5.1 პროცენტი - რუსეთის, ხოლო 34.9 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 17.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 39.5 გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 34.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.6 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 55.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 53.0 პროცენტს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა