Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba

ანა დოლიძის მძღოლს თავს დაესხნენ

10.20.2021 | 16:23 ნახვები: 183

"ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს", - განაცხადა დღეს, 20 ოქტომბერს, პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, წუხელ, ღამე, ორთაჭალაში მის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაშავებულს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

„ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს თანამშრომელს, ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ხელში ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. ერთადერთი, რამაც ისინი გააჩერა, იყვნენ გამვლელი მოქალაქეები, რომლებმაც შეაჩერეს ეს ბიჭები. მან მიიღო დაზიანებები თავში, მუცლის არეში. არის დაუსჯელობის სინდრომი იმიტომ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს ქუჩის შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის", -განაცხადა დოლიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა