Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

ხავიერ კოლომინი თავდაცვის მინისტრს შეხვდა

10.20.2021 | 16:25 ნახვები: 186

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ ავღანეთში NATO-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი როლზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში" - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ცნობისთვის: NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი აქამდე საქართველოში ჯეიმს აპატურაი იყო, ხავიერ კოლომინამ წინარმობედი 2021 წლის სექტემბერში შეცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა