საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა-დავით ზალკანიანი
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა
ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას განსაცდელისგან-ილია მეორე
არ ვაპირებთ, დამატებით განვახორციელოთ სააკაშვილთან ვიზიტი-ნინო ლომჯარია
სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია-თენგიზ წულაძე
ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
43 გარდაცვლილი და 8 728 ახალი შემთხვევა-19 იანვრის კოვიდსტატისტიკა
არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი-კელი დეგნანი

საქართველო ყველაზე მეტ ხორბალს რუსეთიდან ყიდულობს

11.25.2021 | 12:00

2021 წლის ოქტომბერში საქართველომ ხორბალი 6 ქვეყანაში იყიდა, საიდანაც 99% რუსეთზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში რუსეთიდან საქრთველოში 35 520 ტონა ხორბალია იმპორტირებული.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ 2021 წლის ოქტომბერში ხორბალი იყიდა:

რუსეთი - 35 520 რონა (10.678 მლნ დოლარი)
სომხეთი - 147.8 ტონა (36.95 ათასი დოლარი)
თურქეთი - 56 ტონა (31.14 ათასი დოლარი)
საბერძნეთი - 43 ტონა (38.86 ათასი დოლარი)
უკრაინა - 20 ტონა (12.35 ათასი დოლარი)
საფრანგეთი - 3.2 ტონა (4.37 ათასი დოლარი)
რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ოქტომბერს, წელს საქართველოში ხორბალი 11 ქვეყნიდან შემოვიდა, ჯამში 318 657 ტონა, საიდანაც 91.5%, ანუ 291 605 ტონა რუსეთიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ წელიწადში იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაუძვირდა.