ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

„ოქროს ძაფით" ამოტვიფრული მეხსიერება/ Memories, Lettered with "Golden Thread"

09.03.2020 | 12:26 ნახვები: 641

ავტორი: დავით ბუხრიკიძე/ By David Bukhrikidze


ლანა ღოღობერიძე - 91 წლის რეჟისორის ახალი ფილმი

პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოვლენების ეპიცენტრში მუდმივად მყოფი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ 91 წლის ასაკში ცხოვრება ისევ სავსეა და დატვირთული მოვლენებით. „ოქროს ძაფით" ამოტვიფრული მისი მეხსიერება კი ისევ ინახავს დიდ კინოსაც და მისთვის ძვირფას პოეტურ სახელებსაც უიტმენიდან _ ახმატოვამდე.
ძალიან მშვიდი, მაგრამ, ამავე დროს, მშფოთვარე; არტისტული, მაგრამ ყოფითი დრამებით სავსე; პოეზიით ზედოზირებული, მაგრამ ეპიკური და ზომიერად პოლიტიკურიც; საბჭოეთს თავდაღწეული თავისუფლებით გაპოხილი, მაგრამ ასევე გარდასული კომუნისტური აჩრდილებით შეფერადებული... კიდევ ბევრი მეტაფორა შეიძლება ითქვას ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმზე, რომელიც რეჟისორმა გრძელვადიანი პაუზის შემდგომ გადაიღო და რომლის პრემიერაც თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე დეკემბერში გაიმართა.
ფილმი „ოქროს ძაფი" ერთგვარი ხსოვნის „ძაფიცაა", რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სცენარისტ ზაირა არსენიშვილს (ფილმში მისი მოთხრობაა გამოყენებული, თუმცა სცენარის დაწერა თავად ვერ მოასწრო), კომპოზიტორ გია ყანჩელს (ფილმში ჟღერს მისი სიმღერა და მუსიკალური თემა) და მსახიობ გურანდა გაბუნიას (ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, მირანადა მისი ბოლო როლია კინოში). სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნა ფილმი ლანა ღოღობერიძემ, სადაც გაცილებით მეტად იკითხება ავტობიოგრაფიული შრეები, ვიდრე _ წინა ფილმებში.
მთავარი გმირი, 80 წელს მიტანებული მწერალი ელენე (ნანა ჯორჯაძე) ძველი თბილისის მყუდრო, აივნიან ბინაში ცხოვრობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ოთხ კედელშია გამოკეტილი და არც ქალიშვილთან (ნინო კირთაძე) აქვს მაინცდამაინც დალაგებული ურთიერთობა. წერა, ლიტერატურა, პოეზია და მეზობლებთან საუბარი მისი ყოველდღიურობის აუცილებელი და ლამის რიტუალური ნაწილია, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს მძახალი, მირანდა (გურანდა გაბუნია) დაარღვევს _ ყოფილი საბჭოთა, პარტიული ფუნქციონერი, რომელმაც, თავის დროზე, ელენეს ბიოგრაფიაში, დრამატული როლი ითამაშა. სწორედ მან აკრძალა ელენეს წიგნი, რამაც მწერლის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.
წარსულის აჩრდილები ფილმის გმირების ცხოვრებში, მართლაც, „ოქროს ძაფივითაა" ჩაქსოვილი. სათაური კი ძველ იაპონურ ტრადიციას უკავშირდება: გატეხილ, ძვირფას თეფშებს იაპონელები სპეციალურ ხსნარში ამოვლებული ოქროს ძაფით ამთელებდნენ, რაც, პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, სწორედ წარსულისა და აწმყოს სიმბოლურ გამთლიანებას გულისხმობდა. დაახლოებით ასეა ლანა ღოღობერიძის ფილმშიც, სადაც, ელენესა და მირანდას გარდა, კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟია _ არჩილი (ზურა ყიფშიძე)...
ფეხებწართმეული, ეტლს მიჯაჭვული და ოდნავ ცინიკური არჩილი ახალგაზრდობაში ელენეზე იყო შეყვარებული. დიდი ხნის შემდეგ ის მოულოდნელად ელენეს დაურეკავს და დაბადების დღეს მიულოცავს. ორ მარტოსულ ადამიანს შორის ხელახლა იღვიძებს ოდესღაც უარყოფილი და პოეზიით გამთბარი სიყვარული, თუმცა მირანდა აქაც „უნებლიეთ" ერევა ელენეს ცხოვრებაში და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობაში არჩილი მისი თაყვანისმცემელიც იყო. ერთგვარი სატელეფონო რომანისა და პოეტური „ფარიკაობის ფონზე" (ფილმში განუწყვეტლივ ლაპარაკობენ ანა კალანდაძის, იოსიფ ბროდსკის, გალაკტიონისა თუ ანა ახმატოვას ლექსებზე) რამდენიმე საინტერესო შრე ცოცხლდება _ ესაა დრო, პოლიტიკა და ხელოვნება, როგორც მთავარი გმირების ცხოვრების საბედისწერო და განუყოფელი ნაწილი.
ალცჰაიმერით დაავადებული მირანდა სახლიდან მიდის. ის „იკარგება" ოდესღაც მშობლიურ ქალაქში, მთელ თავის ქონებას კი ბავშვთა სახლს უტოვებს და მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გაიაზრებს ელენე, რომ მირანდაც მასავით მარტოობით იტანჯებოდა. ფინალში თავიანთ ოთახებში გამომწყვდეული ელენე და არჩილი ცალ-ცალკე და პარალელურად ცეკვავენ... როგორც მაშინ, დახლოებით, 60 წლის წინათ, აკრძალვებისა და ცენზურის საშიშ, მაგრამ ბედნიერ ხანაში.
მოგონებებით, პოეზიითა და მელანქოლიით აღსავსე ძველი თბილისის სახლებსა და ატმოსფეროს გოგა დევდარიანის კამერა ფაქიზი თანმიმდევრულობით აღბეჭდავს. გია ყანჩელის მინიმალიზმი თავის განსაკუთრებულ ფუნქციას ამჯერადაც ასრულებს, სიმონ მაჩაბელისა და ქეთი ალექსი-მესხიშვილის მხატვრობა და კოსტიუმები კი ფილმის კამერულობას უფრო კარგად წარმოაჩენს.

 

Lana Gogoberidze - New Movie of 91 Years Old Director

Lana Gogoberidze, who is always in the epicenter of political, social and cultural developments, once again reminds us that at the age of 91, the life is still full and loaded with events; and her memories, lettered with "Golden Thread" preserve great cinematography as well as poetic names, dear to her, from Wittman to Akhmatova.
Very calm, and, meanwhile, vigorous; artistic, but full of every-day dramas; overdosed with poetry, but epical and moderately political; anointed with freedom, escaped from Soviet regime, but still colored with former Communist shades... many more metaphors could be used in regard to Lana Gogoberidze's new movie, filmed by the director after long-term pause, premiere of which was in December, at 20th Tbilisi International Film Festival.
The movie "Golden Thread" is also a kind of thread of memories, connecting script-writer Zaira Arsenishvili (her story is used in the film, however she didn't manage to write the script), composer Gia Kancheli (his song and musical theme sounds in the movie) and actress Guranda Gabunia (former party functionary, Miranda, is her last role in cinema) with each other. Just to their memory Lana Gogoberidze dedicated this film, where much more autobiographical layers can be read than in earlier movies.
The main character, writer Elene, almost 80 (Nana Jorjadze) lives in cozy apartment with balcony in old Tbilisi. Due to her health condition, she is confined in four walls and doesn't have quite good relations with her daughter (Nino Kirtadze) either. Writing, literature, poetry and conversation with neighbors is necessary and almost ritual part of her every-day life, which, one day, is disturbed by her son-in-law's mother Miranda (Guranda Gabunia), party functionary, who, in due time, played dramatic role in Elene's life. It was she who prohibited Elene's book, changing many things in the writer's life.
The shades of the past are really knit into the movie characters' lives like "golden thread", And the title related to old Japanese tradition: they used to restore old precious plates using golden thread, soaked in special solution, meaning, in addition to practical sense, unification of the past and the present. It goes almost the same way in Lana Gogoberidze's movie, where, in addition to Elene and Miranda, there is the third main character - Archil (Zura Kipshidze)....
Unable to walk, wheelchair-bound and slightly cynical Archil was love with Elene in yeang years. Long later, he calls Elene and congratulated her with her birthday. Once neglected love, warmed with poetry, wakes up again between to lonely persons; but Miranda again "accidentally" interferes in Elene's life and argues that in young years Archil was her admirer too. Against the background of a kind of telephone romance and poetic "fencing" (they are permanently discussin Ana Kalandadze's, Iosif Brodsky's Galaktion's ad Ana Akhmatova's poems) several interesting layers revive- these are time, politics and art, as fatal and integral part of lives of the main characters.
Miranda, who has Alzheimer, leaves home. She "gets lost" in once native city, leaves all her property to orphanage and only after she goes away, Elene understands that Miranda was suffering from loneliness like her. In final scene, Elene and Archil, confined in their own rooms, are dancing individually and in parallel... like then, about 60 years ago, in the period of prohibitions and censorship, but still happy period.
Goga Devdariani's camera depicts old Tbilisi houses and atmosphere, full of memories, poetry and melancholy, with gentle sequence. Gia Kancheli's minimalism performs its special function in this case too, Simon Machabeli's and Keti Aleksi-Meskhishvili's art and costumes underline intimacy of the movie.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა