ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

შემოთავაზებაც გვქონდა, ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო- რა შეთავაზება მიიღო ხაზარაძემ ივანიშვილისგან?!

01.11.2022 | 14:38 ნახვები: 208


„ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო ამ შემთხვევაში, არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე და თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული",-ამის შესახებ განაცხადება "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.


"ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. აქვე გეტყვით, რომ შემოთავაზებაც გვქონდა, მე მგონი შარშან, იქნებ დავამთავროთო, ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ მას რა უნდა იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა. ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში, მე არ მინდა ჭაობში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გინდათ, მაგრამ ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო ამ შემთხვევაში, არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე და თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის,
სასამართლო ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა