Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba

ადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს-იაგო ხვიჩია

01.13.2022 | 13:26 ნახვები: 168

ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, საუბარია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სინამდვილეში, თავისი შინაარსით კოალიციაში მოდის და შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

„პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან დანაშაული ხანდაზმული არისო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ფრაქცია „ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა