ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ-მიხეილ სარჯველაძე

01.13.2022 | 13:33 ნახვები: 205

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ აკონკრეტებს, ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიაზე. ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე ხაზს უსვამს იმას, რომ საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილება გარემოებების გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.

მისი თქმით, ეს საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არც ერთ შემთხვევაში არ არის, მას ყოველმხრივ შეფასება სჭირდება.

„წინასწარ საუბარი არ შეიძლება, არც რაიმე განწყობით მოქმედება იქნება რეკომენდებული. განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. ფორმალური საფუძველი არის, საკითხი განხილული უნდა იყოს, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მსჯელობას უნდა დაველოდოთ. ეს რომ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც უალტერნატივო გადაწყვეტილებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, გარდაუვალი სამართლებრივი რეზულტატი იქნება, მაგრამ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს და ეს აუცილებლად მოითხოვს მსჯელობას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, მათ შორის, როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება, იგივე ნასამართლეობის საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. ამ თვალსაზრისით გარემოებების სიმრავლეა. თავისთავად, ნასამართლობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ დეპუტატისთვის მანდატის არსებობა დაუშვებელი იყოს, რადგან ვიცით, ისეთი პირები არჩეულან, რომლებსაც ნასამართლეობა ჰქონდათ", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა